ამობეჭდვის თარიღი: 30.04.2025 00:45:24
კატეგორია: სამშენებლო მასალები
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:მეორადი ფოლადის მილი
განაცხადის #:28478BRF57092118
აუქციონის #: 28478
ლოტის #: 570921
დაწყება/დასრულება: 11/12/2018 15:00 - 21/12/2018 15:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 2645GEL
დასრულების დრო: 21.12.2018 15:00:00
გაყიდვის ფასი : 43.0000 GEL
საწყისი ფასი: 41 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 2 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
მისამართი: საქართველო, თბილისის. ვაკე-საბურთალოს რაიონი, ვაჟა ფშაველას გამზ. N76ბ
ტელეფონი: 995-2919060
თვისებები
ქალაქიბაღდათიქუჩა(დასახელება/ნომერი)თოდაძის ქუჩა
მწარმოებელისხვაგადახდის პერიოდი30
საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა75შეფასების თანხა41
ტელეფონის ნომერი551789999ქვეყანასაქართველო
;
აღწერილობა
აღწერილობაყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601
პირობა

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

მილის სიგრძე: საორიენტაციო სიგრძე - 645 გრძ. მეტრი, (დემონტირებულია და დასაწყობებული ბაღდათში თოდაძის ქუჩაზე)

მილის დიამეტრი: 273 მმ 

მილის კედლის სისქე: 7 მმ.

სრული სარეალიზაციო საფასური: სავარაუდო ჯამური ღირებულება შეადგენს 645*41=26445

აუქციონის ჩატარების პირობები: „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანების შესაბამისად

მილის სარეალიზაციო საფასურის გადახდის ვადა: მილზე/მის მონაკვეთზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 კალენდარული დღე

მყიდველის მიერ მილის გატანის ვადა: ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღე

დასაწყობებული მილის გატანა, რომელსაც უნდა ესწრებოდეს კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენელი უნდა განხორციელდეს საქართველოს შრომის კოდექსის გათვალისწინებულ სამუშაო დღეებში;

მილის საერთო სიგრძე დაუზუსტებელია და არ აკისრებს გამყიდველს ვალდებულებას, რომ ადგილზე საორიენტაციოდ მითითებული სიგრძის მილი იყოს განთავსებული; 

მყიდველის მიერ ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობისას გადახდილი ბე ითვლება მილის ღირებულებაში;

მყიდველს შესყიდული ქონების გატანის უფლება აქვს მას შემდეგ, რაც ის გადაუხდის გამყიდველს მილის/მისი მონაკვეთის ღირებულებას;

ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მყიდველს დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ობიექტის საორიენტაციო ჯამური ღირებულების 0.1% ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშსწორების, ქონების მიწიდან ამოღების, მილის ტერიტორიიდან გატანის, გრუნტის პირველადი მდგომარეობის დაბრუნების ან სხვა ვალდებულების ვადების დარღვევა გაგრძელდება 30 კალენდარული დღის განმავლობაში გამყიდველი უფლებამოსილია ცალხმრიდვად შეწყვიტოს ხელშეკრულება მყიდველისათვის გაგზავნილი შეტყობინებით;

დასადები ხელშეკრულების ფორმა: ნასყიდობის ხელშეკრულება

პასუხისმგებლობა სააუქციონო და სახელშეკრულებო პირობების დარღვევისათვის:

თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში რეგისტრირებული პირები არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა გადადის კომპანიის საკუთრებაში; ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად გადადის კომპანიის საკუთრებაში თუ: 
ა) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა; 
ბ) აუქციონში გამარჯვებულმა შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხადა საპრივატიზებო საფასური; 
გ) დაარღვია  საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აუქციონში მონაწილეობის პირობები.                                                            აუქციონში გამარჯვებულს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.                                                                                                          

;