ამობეჭდვის თარიღი: 27.12.2024 21:30:07
კატეგორია: არასასოფლო მიწა შენობით
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ხულოს მუნიციპალიტეტში, რიყეთის თემში მდებარე უძრავ-მოძრავი ქონების ერთ ლოტად, პრივატიზების მიზნით პირობებიანი აუქციონი
განაცხადის #:93BC118
აუქციონის #: 93
ლოტის #: 1
დაწყება/დასრულება: 12/12/2018 17:00 - 27/12/2018 17:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 730000GEL
დასრულების დრო: 27.12.2018 17:00:00
გაყიდვის ფასი : 3708000.0000 GEL
საწყისი ფასი: 3633000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 75000 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.
მისამართი: 6118. ქ. ბათუმი. კომახიძის 119.
ტელეფონი: 971-422273510
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ხულოს მუნიციპალიტეტი რიყეთის თემი, გოდერძის უღელტეხილი, კურორტი ბეშუმიმიწის ფართობი(მ²)14792
ქვეყანასაქართველოქალაქიხულო
შენობის ფართობი(მ²)2887.2საკადასტრო კოდი23.01.34.103, ს/კ 23.14.36.197, ს/კ 23.14.38.204
გუგლის კოორდინატებიhttps://drive.google.com/open?id=10gX46LGFs8k4UqJb1PIUFm6LwrNGuSHe&usp=sharingRs რუკის მხარდაჭერა-
წყალი და კანალიზაცია+ელექტრო მომარაგება+
ბუნებრივი გაზი-გადახდის პერიოდი710
საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა740ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
საკადასტრო რუკაhttps://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFB3WxrNvxNOMGkn7x0EgVoif5wXBqKcmkKNOI6IEVVmZზომის ერთეულიკვადრატული მეტრი
ტელეფონის ნომერი0422273510
;
აღწერილობა
აღწერილობა

ყურადღება თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში რეგისტრირებული პირები რომლებმაც გადაიხადეს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა ან/და წარმოადგინეს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბეს თანხა ან/და წარმოადგინეს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ხულოს მუნიციპალიტეტის რიყეთის თემში მდებარე 3891 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული 1820,64 კვ.მ საერთო ფართის NN1; 2; 3; 4; 5 და 6 შენობა-ნაგებობები (ს/კ 23.01.34.103; 6 ერთეული კოტეჯი), ხულოს მუნიციპალიტეტის რიყეთის თემში მდებარე 948 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული 162,99 კვ.მ საერთო ფართის N1 და N2 შენობა-ნაგებობები (ს/კ 23.14.36.197; ე.წ. „ხიჟინა“), ხულოს მუნიციპალიტეტის გოდერძის უღელტეხილზე, კურორტ ბეშუმში მდებარე 9953 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული 903,57 კვ.მ საერთო ფართის NN1; 2; 3 და 4 შენობა-ნაგებობები (ს/კ 23.14.38.204, სასტუმრო „მეტეო“) და აღნიშნულ უძრავ ქონებებში განთავსებული ძირითადი საშუალებები (მანქანა-დანადგარები, ოფისის მოწყობილობები, სასაქონლო მატერიალური მარაგები, ავეჯი და სხვა ინვენტარი (დანართი N1))

მოკლე აღწერილობა

ხულოს მუნიციპალიტეტის რიყეთის თემში მდებარე 3891 კვ.მ მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები (ს/კ 23.01.34.103; 6 ერთეული კოტეჯი), 948 კვ.მ მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები (ს/კ 23.14.36.197; ე.წ. „ხიჟინა“), 9953 კვ.მ მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები (ს/კ 23.14.38.204, სასტუმრო „მეტეო“) და აღნიშნულ უძრავ ქონებებში განთავსებული მოძრავი ქონება (დანართი N1)

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონზე577 90 60 23 ია ზაქარაძე

პირობა

ა. დარჩენილი („ბეს“ გარდა) საპრივატიზებო საფასურის გადახდა შემდეგნაირად: 
ა.ა)  2019 წლის 31 მარტამდე - არანაკლებ 10%; 
ა.ბ)  2019 წლის 30 ნოემბრამდე - არანაკლებ 30%;
ა.გ) 2020 წლის 31 მარტამდე- არანაკლებ 30%;
ა.დ)  2020 წლის 30 ნოემბრამდე-დარჩენილი საპრივატიზებო საფასური.
ბ. 2019 წლის 30 ნოემბრამდე ხულოს მუნიციპალიტეტის,  რიყეთის თემში მდებარე 3891 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ 23.01.34.103),  ხულოს მუნიციპალიტეტის რიყეთის თემში მდებარე 948 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ 23.14.36.197) და ხულოს მუნიციპალიტეტის  გოდერძის უღელტეხილზე, კურორტ ბეშუმში მდებარე 9953 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ 23.14.38.204) განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე სარემონტო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების მიზნით არანაკლებ 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელება და სარემონტო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, 5 (ხუთი) წლის ვადით არანაკლებ 20 (ოცი) საქართველოს მოქალაქის დასაქმება;
გ.  2019 წლის 31 მაისამდე ხულოს მუნიციპალიტეტის რიყეთის თემში მდებარე 948 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ 23.14.36.197) არსებულ შენობა-ნაგებობაში (ე.წ. „ხიჟინა“) საზოგადოებრივი კვების ობიექტის პროფილის შენარჩუნება; 
დ. შპს „Goderdzi Resorts“-ის მიერ მიწოდებული სახელობითი სიის შესაბამისად  ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 (ოთხი) სამუშაო დღის ვადაში 2019 წლის 31 მაისამდე  ვადით საქართველოს 14 (თოთხმეტი) მოქალაქის დასაქმება დანართი N2 განსაზღვრული პირობების შესაბამისად; 
ე. ხულოს მუნიციპალიტეტის რიყეთის თემში მდებარე 3891 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ 23.01.34.103) განთავსებულ შენობა-ნაგებობებში (ე.წ. კოტეჯები) და ხულოს მუნიციპალიტეტის გოდერძის უღელტეხილზე, კურორტ ბეშუმში მდებარე 9953 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ 23.14.38.204) განთავსებულ შენობა-ნაგებობებში (სასტუმრო „მეტეო“) ხელშეკრულების გაფორმებიდან არანაკლებ 5 (ხუთი) წლის განმავლობაში არსებული სასტუმროს პროფილის შენარჩუნება; 
ვ. 2023 წლის 30 ნოემბრამდე ხულოს მუნიციპალიტეტის გოდერძის უღელტეხილზე, კურორტ ბეშუმში მდებარე 9953 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ 23.14.38.204) არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) ნომრიანი ახალი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის დასრულება, ამოქმედება და ამოქმედებიდან არანაკლებ 30 (ოცდაათი) წლის განმავლობაში პროფილის შენარჩუნება; 
ზ. 2019 წლის 31 მაისამდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად რეგისტრირებულ ხულოს მუნიციპალიტეტის რიყეთის თემში მდებარე 823 კვ.მ (ს/კ 23.14.36.312) და ხულოს მუნიციპალიტეტის გოდერძის უღელტეხილზე, სოფელ დანისპარაულში (ზანკა) მდებარე 1117 კვ.მ (ს/კ: 23.14.36.377) მიწის ნაკვეთებზე განსათავსებელი ე.წ ადმინისტრაციული შენობის არქიტექტურული პროექტის მომზადება და სამინისტროში შესათანხმებლად წარმოდგენა;
თ. 2020 წლის 30 ნოემბრამდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ, ხულოს მუნიციპალიტეტის რიყეთის თემში მდებარე 823 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ 23.14.36.312) და ხულოს მუნიციპალიტეტის გოდერძის უღელტეხილზე, სოფელ დანისპარაულში (ზანკა) მდებარე 1117 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ: 23.14.36.377) განთავსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის ან ე.წ. ადმინისტრაციული ახალი შენობა-ნაგებობის მშენებლობის დასრულების მიზნით არანაკლებ 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის სამუშაოების განხორციელება (დანართი N3-ის შესაბამისად) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ გადაცემა;
ი. ხულოს მუნიციპალიტეტის რიყეთის თემში მდებარე 823 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ 23.14.36.312) და ხულოს მუნიციპალიტეტის გოდერძის უღელტეხილზე, სოფელ დანისპარაულში (ზანკა) მდებარე 1117 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ: 23.14.36.377) განთავსებულ შენობა-ნაგებობის მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის ვადის განმავლობაში უსასყიდლოდ აღნიშნულ ქონებაში ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის განთავსებული უწყებების (ორგანიზაციები) შესაბამისი ალტერნატიული ფართით უზრუნველყოფა;
კ.  ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 30 აპრილამდე შპს „Goderdzi Resorts“-ის მიერ მიღებული ჯავშნების შენარჩუნება არსებული პირობების შესაბამისად და  მიღებული ავანსის თანხის მყიდველისათვის 2 (ორი) თვის ვადაში გადარიცხვა თანხის მიმღების მიერ.

აუქციონის ჩატარების პირობები: იხილეთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2011 წლის 5 მაისის N103  ბრძანებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი“

საუკეთესო წინადადებების გამოვლენის კრიტერიუმად განისაზღვროს: მაქსიმალური გასაყიდი ფასის დასახელება, რომელიც უნდა აღემატებოდეს გამოცხადებულ საწყის საპრივატიზებო საფასურს დამატებული არანაკლებ ერთი ბიჯის ოდენობა (ქონება ითვლება პრივატიზირებულად  ელექტრონულ აუქციონში საბოლოო თანხის შემომთავაზებელ მონაწილეზე).

შენიშვნა:  ეცნობოთ დაინტერესებულ პირებს, რომ სამინისტრო უზრუნველყოფს 2023 წლის 30 ნოემბრამდე (თავისი ან/და მესამე პირთა საშუალებით) 23.14.36.377 საკადასტრო კოდზე განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად დამაკავშირებელი საბაგირო ხაზის მოწყობას. 

;