ამობეჭდვის თარიღი: 12.12.2024 04:25:38
კატეგორია: არასასოფლო მიწა შენობით
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ყურადღება! აუქციონი შეწყვეტილია განმკარგავი ორგანიზაციის ოფიციალური მომართვის საფუძველზე. ქალაქ წყალტუბოში,ჩახრუხაძის ქუჩა N6-ის მიმდებარედ არსებული 41150.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1, N2, N3 (წყლის ავზი), N4 (ნანგრევი) შენობა-ნაგებობები
განაცხადის #:23BV119
აუქციონის #: 23
ლოტის #: 1
საქმის ნომერი: 2019012266804
დაწყება/დასრულება: 22/01/2019 17:00 - 05/02/2019 17:00
ლოტის სტატუსი: შეწყვეტილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 300500GEL
მიმდინარე ფასი : 3005000 GEL
საწყისი ფასი: 3005000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 5000 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო”
მისამართი: თბილისი, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზირი #49ა.
ტელეფონი: 995-1420
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ქალაქი წყალტუბო, ჩახრუხაძის ქუჩა N6-ის მიმდებარედქვეყანასაქართველო
ქალაქიწყალტუბოსაქმის ნომერი2019012266804
ბრძანების ნომერი1/1-108 (22.01.2019)საკადასტრო კოდი29.08.32.395
Rs რუკის მხარდაჭერა-წყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ბუნებრივი გაზი-
ქონების ტიპიუძრავი ქონებაგადახდის პერიოდი45
საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა60ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
საკადასტრო რუკაhttps://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFHGMHDrtx8QYWchN7BscE1niyS9u[htVqVwgX]lk1itJტელეფონის ნომერი2981111
;
აღწერილობა
აღწერილობა

ყურადღება!

  • აუქციონის დასრულებამდე ქონების დათვალიერება შესაძლებელია პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით;
  • ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ბეს (საგარანტიო თანხის) გადახდა შესაძლებელია:
    • ნაღდი ანგარიშსწორებით  სს  ,, ლიბერთი ბანკში”
    • ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით
    • ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით
  • მყიდველი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად მიმართოს სსიპ სახელმწიფო  ქონების  ეროვნული  სააგენტოს იურიდიულ  დეპარტამენტს  აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის  ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგი.
  • დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე : (+995) 32  2  981-111 (სსიპ  ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო”)   (+995) 32  2  601 601 (www.eauction.ge).
  • აუქციონის გამოცხადების შესახებ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ შესაბამისი ბრძანება იხილეთ თანდართული ფაილის სახით.

შენიშვნა: 

ა) საპრივატიზებო   ობიექტს  იყენებს  პირები მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი  დოკუმენტის  გარეშე;

ბ) საპრივატიზებო ობიექტზე განთავსებული მოძრავი ქონება არ წარმოადგენს პრივატიზების საგანს;

გ) საპრივატიზებო მიწის  ნაკვეთზე  გადის სს „სილქნეტის“  (ს.კ.204566978) საკუთრებაში არსებული N29.00.034 (კავშირგაბმულობის ხაზი) და N29.00.038 (საკომუნიკაციო ნაგებობა) საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული  ხაზოვანი ნაგებობები;

დ) საპრივატიზებო მიწის ნაკვეთის ნაწილზე გადის შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ (ს.კ 202403121) საკუთრებაში არსებული N29.00.607 და შპს „უნივერსალის“ (ს.კ. 426528224) საკუთრებაში არსებული N29.00.592 საკადასტრო კოდებზე რეგისტრირებული ხაზოვანი ნაგებობა (მილსადენი), შესაბამისად მყიდველმა შეძენილ ობიექტზე სამუშაოების წარმოება უნდა განახორციელოს გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 14 აპრილის  N1-1/525 ბრძანებით განსაზღვრული  წესების და პირობების დაცვით;

ე) საპრივატიზებო ობიექტი მდებარეობს ქუთაისი  (წყალტუბოს  გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის მიმდებარედ,  ,,საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად,  საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონაში (გზის ღერძიდან 100 მეტრი ორივე მხარეს) გზების მფლობელთან (მოცემულ შემთხვევაში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი) შეუთანხმებლად აკრძალულია ნებისმიერი სამშენებლო და სხვა სახის სამუშაოთა წარმოება.

ვ) საერთაშორისო ბრენდს განეკუთვნება ბრენდი, როგორიცაა მაგ. რედისონი (Radisson), ჰოლიდეი ინნ (Holiday Inn),  შერატონი (Sheraton), ჰილტონი (Hilton) (თუმცა, არ შემოიფარგლება აღნიშნული ჩამონათვალით)

მოკლე აღწერილობაყურადღება! აუქციონი შეწყვეტილია განმკარგავი ორგანიზაციის ოფიციალური მომართვის საფუძველზე.  41150.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1, N2, N3 (წყლის ავზი), N4 (ნანგრევი) შენობა-ნაგებობები
პირობა 

) საპრივატიზებო თანხის გადახდა ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 45 (ორმოცდახუთი)კალენდარული დღის ვადაში.

) პირადად ან მესამე პირის მეშვეობით შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 (ოცდათექვსმეტი) თვის ვადაში უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე არანაკლებ 110 (ას ათი) ნომრიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს შექმნა (რაც შეიძლება მოიცავდეს საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე შესაბამისი კომპეტენტური ორგანო(ები) თანხმობით განხორციელებულ სამშენებლო/სარეკონსტრუქციო და დემონტაჟის სამუშაოებს), ექსპლუატაციაში მიღება და ფუნქციონირების დაწყება;

) პირადად ან მესამე პირის მეშვეობითქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით არანაკლებ 10 000 000 (ათი მილიონი) ლარის ოდენობის ინვესტიციის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) განხორციელება;

) პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 7 თვის ვადაში, უძრავი ქონების გამოთავისუფლების სანაცვლოდ, შესაბამისი ბრძანების დანართით განსაზღვრული იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებისათვის, იმავე დანართის შესაბამისად, 13 (ცამეტი) ერთეული, არანაკლებ 750 000 (შვიდასორმოცდაათი ათასი) ლარის ღირებულების მქონე, საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა, გარემონტებულ მდგომარეობაში (რაც, მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) ელექტრო და ბუნებრივი აირის გაყვანილობას, სველ წერტილებს (მოწყობილი ფილებით, ხელსაბან(ებ)ით და უნიტაზ(ებ)ით).

მყიდველი ვალდებულოა ,,ა-დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), ელექტრონული აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში სსიპსახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოშიწარმოადგინოს „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განსახორციელებელი ინვესტიციის ოდენობის არანაკლებ 10% ოდენობის  უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს ამავე „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ვადას.

;