|
კატეგორია:
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
დასახელება:გორის მუნიციპალიტეტში, სოფ. კარალეთის ტერიტორიაზე, მიწისქვეშა მტკნარი წყალი (სამეწარმეო დანიშნულებით, კატეგორია - P, მოსაპოვებელი წიაღისეულის მოცულობა – 7 300 მ3/წელიწადში).
განაცხადის #:295OTH1319 აუქციონის #: 295 ლოტის #: 13 დაწყება/დასრულება: 27/03/2019 12:00 - 27/03/2019 18:00 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 1 ბიჯი საგარანტიო თანხა: 318GEL
დასრულების დრო: 27.03.2019 18:00:00
გაყიდვის ფასი : 259.6000 GEL
საწყისი ფასი: 236 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 23.6 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N 150 ტელეფონი: 971-(032)2950030 |
თვისებები
|
ქვეყანა | საქართველო | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. კარალეთის ტერიტორია | Rs რუკის მხარდაჭერა | - | გადახდის პერიოდი | 15 | ტელეფონის ნომერი | 2439557 |
აღწერილობა
|
აღწერილობა |
| |
მოკლე აღწერილობა | ||
პირობა | საგარანტიო თანხა მოიცავს 200 ლარიან სალიცენზიო მოსაკრებელს. სარგებლობის ლიცენზიის ვადა 25 წელი. ა) მოპოვებული მიწისქვეშა მტკნარი წყლის რაოდენობრივი აღრიცხვა წარმოებს დამონტაჟებული და დალუქული მრიცხველის ჩვენების მიხედვით. ამ მიზნით ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია შეიძინოს, დაამონტაჟოს, შეაკეთოს, შეცვალოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო მრიცხველი, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სახის მოწყობილობები, დანადგარები და სხვა საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფს აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცავს მას უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან; ბ) აღრიცხვის კვანძის მოწყობის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ლიცენზიის გამცემს; გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვება განახორციელოს დამონტაჟებული და დალუქული მრიცხველის მეშვეობით. ამასთან, მრიცხველი და, შესაბამისად, აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა სახის ელემენტები (დანადგარები) უნდა იყოს დაცული მათ მუშაობაში უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან, რათა არ მოხდეს მრიცხველის ჩვენების შეცვლა ან სხვა სახის ხელყოფა. აგრეთვე, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, არ დაუშვას მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვება მრიცხველის გვერდის ავლით ან მის გარეშე; დ) აღრიცხვის კვანძი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს. აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს ისე, რომ დაინტერესებულ პირს ჰქონდეს მრიცხველის ჩვენების აღების საშუალება; ე) ლუქის ახსნა-დადება და შესაბამისი აქტის შედგენა რეგულირების საფასურის გადამხდელთა სალიცენზიო ობიექტებზე ხორციელდება – ლიცენზიის გამცემი ორგანოს საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ, ყველა სხვა შემთხვევაში კი – ლიცენზიის მფლობელის მიერ; ვ) ლიცენზიანტი, რომელსაც არ ეხება რეგულირების საფასურის გადახდა, ვალდებულია, ლუქის ახსნის/დადების პროცესის ამსახველი დოკუმენტაცია წარუდგინოს ლიცენზიის გამცემს მისი განხორციელებიდან არაუგვიანეს 5 დღისა. დოკუმენტაცია მოიცავს ფოტომასალას ჭაბურღილის, ჭის ან/და წყაროს X და Y კოორდინატების მითითებით, ფოტოზე ასევე დატანილი უნდა იყოს მოქმედების განხორციელების თარიღი; ზ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს ჭაბურღილის თავმორთულობის მოწესრიგება, მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება და შემოღობვა; თ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის შესახებ შესაბამისი ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ლიცენზიის გამცემს დასამტკიცებლად წარუდგინოს სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმა (ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მითითებით); ი) დაცული იქნეს საქართველოს კანონებით, ბუნებრივი რესურსით სარგებლობისათვის საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობით და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი პირობები, აგრეთვე ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილი მოთხოვნები.აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო თანხის გადახდა გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |