ამობეჭდვის თარიღი: 19.10.2024 17:50:48
კატეგორია: იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ფართის იჯარა ნებადართული საქმიანობების განხორციელების მიზნით
განაცხადის #:32964CKD58863019
აუქციონის #: 32964
ლოტის #: 588630
დაწყება/დასრულება: 12/03/2019 13:00 - 18/03/2019 11:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 5600GEL
დასრულების დრო: 18.03.2019 11:00:00
გაყიდვის ფასი : 2800.0000 GEL
საწყისი ფასი: 2700 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 100 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ თბილისის კლასიკური გიმნაზია
მისამართი: ძველი თბილისის (ყოფ.მთაწმ) რაიონში / რუსთაველის გამზ. 10
ტელეფონი: 995-2932628
თვისებები
გათბობა-აივანი-
ლოჯი-TV-
ცხელი წყალი-კვადრატულობა(მ²)230.80
წყალი და კანალიზაცია-ტელეფონი-
ინტერნეტი-პარკირება-
ლიფტი-ბუხარი-
Rs რუკის მხარდაჭერა-ელექტრო მომარაგება-
ბუნებრივი გაზი-შენობის პროექტიარასტანდარტული
შენობის მდგომარეობაძველი გარემონტებულიქვეყანასაქართველო
ქალაქითბილისიქუჩა(დასახელება/ნომერი)რუსთაველის N10
სათავსო-სარგებლობაში გადაცემის ვადა3 წელი
ტელეფონის ნომერი577335828
;
აღწერილობა
აღწერილობა

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით საკონტაქტო პირს.

საკონტაქტო პირი: ლევან კაპანაძე - 577335828

მოკლე აღწერილობა

სსიპ - თბილისის კლასიკური გიმნაზია აცხადებს ელექტრონულ აუქციონს და იჯარის ფორმით გაიცემა სკოლის სკოლის 230.80კვ. მეტრი ფართის მქონე სააქტო დარბაზი, მასზე განთავსებული ინვენტარიანად ნებადართული საქმიანობების განხორცილების მიზნით.

პირობა

ნებადართული საქმიანობების ნუსხა: 

1.        1. ფოლკლორული კონცერტების ორგანიზება;

2.        2. თეატრალური კონცერტების ორგანიზება;

3.        3. სახელოვნებო საღამოების ორგანიზება.

ვაჭრობის საწყისი თანხა წარმოადგენს ყოველთვიურ ქირას (კომუნალური გადასახადები, რომელიც დათვლილია დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ შესულია გადასახადში). 

ფართი იჯარის ფორმით გაიცემა 3 ( სამი) წლის ვადით, საათობრივად. კერძოდ: სამშაბათს, პარასკევს და კვირას 20.00-დან 21.00სთ-მდე პერიოდში (ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, გიმნაზიის ინტერესებიდან გამომდინარე, მხარეტა შეთანხმების საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს საათების გადაწევა).

მოიჯარე ვალდებულია, მეიჯარესთან შეთანხმების საფუძველზე, განახორციელოს ინვესტიცია (სააქტო დარბაზის თანამედროვე ინვენტარით აღჭურვა, არსებულის შეკეთება-რეაბილიტაცია) არაუმეტეს 18 000 (თვრამეტი ათასი) ლარის ოდენობისა, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. ამასთან, ინვესტიციის განხორციელებისთანავე წარმოადგინოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული დაწესებულების მიერ გაცემული დასკვნა ფაქტიურად გაწეული ინვესტიციის (შესრულებული სამუშაოებისა და შეძენილი ინვენტარის) თაობაზე, რაც გახდება მოიჯარის მიერ გაწეული ხარჯის საიჯარო ქირიდან (მხარეთა შეთანხმებით, თანაბარწილად თვეების მიხედვით) გამოქვითვის საფუძველი.

ყოველი საიჯარო წლის გასვლისას, გიმნაზიის ინიციატივით, დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნის საფუძველზე, შესაძლებელია განხორციელდეს საიჯარო გადასახადის ცვლილება.

თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში რეგისტრირებული პირები არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების  მიერ  წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს  თანხა  სრულად  უბრუნდება მოიჯარეებს;

ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის /ბეს  თანხა  სრულად  ირიცხება  სკოლის  ბიუჯეტში,  თუ  ელექტრონულ  აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;

მოიჯარეს სკოლის დირექციასთან შეთანხმების გარეშე ეკრძალება რაიმე სახის ელ. მოწყობილოებების შეტანა, რაც გამოიწვევს მის მიერ მოხმარებული ელ. ენერგიის გადასახადის მნიშვნელოვან ზრდას. მოიჯარის საქმიანობა უნდა იქნეს შეთანხმებული მეიჯარესთან. 

მოიჯარე ვალდებულია დაიცვას სანიტარულიუსაფრთხოების  და ხანძარსაწინააღმდეგო  ნორმები.   ასევე ვალდებულია ხელი არ შეუშალოს სასწავლო პროცესის მიმდინარეობას.

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია იჯარასთან დაკავშირებით წარმოშობილი უფლება ვალდებულებები დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში. (ამასთან უზრუნველყოს იჯარის ხელშეკრულების რეგისტრაციის საფასურის გადახდა)

აუცილებელი პირობაა: სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს  ორი კვირის ვადაში გაუქმებული იქნება საიჯარო ხელშეკრულება.


;