|
კატეგორია:
სხვა
გაყიდვის ტიპი: |
დასახელება:ხონის მუნიციპალიტეტში, ს. კინჩხაში არსებული ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების გაწევისა და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების მართვის უფლებით გადაცემა
განაცხადის #:29230BVL58879419
დასრულების დრო: 02.04.2019 16:00:00
გაყიდვის ფასი : 6.0000 GEL
საწყისი ფასი: 5 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 1 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო მისამართი: გულუას 6 ტელეფონი: 971-2752352 |
თვისებები
|
ბრძანების ნომერი | Nო-48 | ქალაქი | ხონი | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | სოფ. კინჩხაში არსებული ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლის ტერიტორია | ქვეყანა | საქართველო | რაოდენობა | 12412 | გადახდის პერიოდი | 12 | ზომის ერთეული | კვადრატული მეტრი | ტელეფონის ნომერი | 591197727 |
აღწერილობა
|
პირობა | აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია: ა) ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის განმავლობაში ხონის მუნიციპალიტეტში, ს. კინჩხაში არსებულ ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე N37.01.31.142 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთიდან 225 კვ.მ ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (თანდართული სიტუაციური ნახაზის შესაბამისად), ასევე N37.01.31.285 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 10542 კვ.მ ფართის არასასოფლო-სამეურნეო და N37.01.31.286 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 1645 კვ.მ ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე ტურისტული მომსახურების გაწევის მიზნით უზრუნველყოს ზიპლაინის ატრაქციონის მოწყობა და მისი უსაფრთხოების ნორმების/სტანდარტების დაცვით ოპერირება; ბ) „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით უზრუნველყოს არანაკლებ 200 000 (ორასი ათასი) ლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელება; გ) ხელშეკრულებით ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) თვის ვადაში წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, მთლიანი საინვესტიციო თანხის 10%-ის ოდენობით თანხაზე, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების ვადას; დ) ზიპლაინის ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აწარმოოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების ნორმების/სტანდარტებისა და შესაბამის სფეროში არსებული უსაფრთხოების საუკეთესო ნორმების/სტანდარტების შესაბამისად. „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის მოცულობა დადასტურებული უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან/და შესაბამისი აკრედიტაციის/ლიცენზიის მქონე პირის/ორგანოს მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნის საფუძველზე; ხელშეკრულების ვადის დასრულების და/ან ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ობიექტზე მოწყობილი ინფრასტრუქტურა ყოველგვარი ანაზღაურებისა და კომპენსაციის გადახდის გარეშე რჩება სახელმწიფო საკუთრებაში. ტურისტული მომსახურებისა და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების მართვის (სარგებლობის) უფლების ვადად განისაზღვრება 20 (ოცი) წელი. მართვის უფლებით გადაცემის საწყისი სააუქციონო ფასი განისაზღვრება ტურისტული მომსახურების გაწევისას განხორციელებული ყოველწლიური ბრუნვის (ბრუნვა - სარგებლობაში გადაცემული ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით, სარგებლობით მიღებული ერთობლივი შემოსავალი, ხარჯების გამოკლების გარეშე) 5%-ის ოდენობით. ამასთან, ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით მიმღები ვალდებულია, ყოველწლიური ბრუნვის გადასახადთან ერთად ყოველწლიურად, დამატებით გადაიხადოს გადაცემული ქონების საბაზრო ღირებულების 5%, რაც შეადგენს 3 500 (სამი ათასი ხუთასი ) ლარს (დღგ-ს ჩათვლით). უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობა განისაზღვრება 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით (ამ თანხაში შედის ქონების საბაზრო ღირებულების 0,2% - 140 (ასორმოცი) ლარი) („ბე“ უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ აუქციონში მონაწილე არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში). აუქციონის ბიჯის სიდიდე განისაზღვრება ბრუნვის 1%-ის ოდენობით. |
მოკლე აღწერილობა | ელექტრონული აუქციონი ტარდება ხონის მუნიციპალიტეტში, ს. კინჩხაში არსებული ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების გაწევისა და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების მართვის უფლებით გადაცემის მიზნით. |
აღწერილობა | ელექტრონული აუქციონი დაიწყება 2019 წლის 23 (ოცდასამი) მარტს 12 საათზე და დასრულდება 2019 წლის 2 (ორი) აპრილს 16 საათზე. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |