|
კატეგორია:
სხვა
გაყიდვის ტიპი: |
დასახელება:მარტვილის კანიონში ტურისტული მომსახურების გაწევისა და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების მართვის უფლებით გადაცემა
განაცხადის #:29230BVL58927219
დასრულების დრო: 04.04.2019 16:02:00
გაყიდვის ფასი : 100.0000 GEL
საწყისი ფასი: 5 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 1 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო მისამართი: გულუას 6 ტელეფონი: 971-2752352 |
თვისებები
|
ბრძანების ნომერი | Nო-49 | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | მარტვილი | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | მარტვილის კანიონის ტერიტორია | რაოდენობა | 2441 | გადახდის პერიოდი | 12 | ზომის ერთეული | კვადრატული მეტრი | ტელეფონის ნომერი | 591197727 |
აღწერილობა
|
პირობა | 1. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია: ა) ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის განმავლობაში, მარტვილის რაიონში მდებარე N41.13.31.065 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 2086 კვ.მ არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და N41.13.31.082 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 355კვ.მ ფართზე (თანდართული სიტუაციური გეგმის შესაბამისად) ტურისტული მომსახურების გაწევის მიზნით, ურუნველყოს ზიპლაინის ატრაქციონის მოწყობა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით მისი/მათი ოპერირება. ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით განახორციელოს არანაკლებ 200 000 (ორასი ათასი) ლარის ინვესტიცია; გ) ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის განმავლობაში, მოაწყოს მარტვილის კანიონში მდინარეზე გადასასვლელი საფეხმავლო ხიდი სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან“ შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის (რენდერის) შესაბამისად. დ) ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) თვის ვადაში წარმოადგინოს ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, მთლიანი საინვესტიციო თანხის 10%-ის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების ვადას. ე) ზიპლაინის ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აწარმოოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების ნორმების/სტანდარტებისა და შესაბამის სფეროში არსებული უსაფრთხოების საუკეთესო ნორმების/სტანდარტების შესაბამისად. 2. „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის მოცულობა დადასტურებული უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან/და შესაბამისი აკრედიტაციის/ლიცენზიის მქონე პირის/ორგანოს მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნის საფუძველზე. 3. ხელშეკრულების ვადის დასრულების და/ან ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ობიექტზე მოწყობილი ინფრასტრუქტურა ყოველგვარი ანაზღაურებისა და კომპენსაციის გადახდის გარეშე რჩება სახელმწიფო საკუთრებაში. 4. ტურისტული მომსახურებისა და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების მართვის (სარგებლობის) უფლების ვადად განისაზღვრება 20 (ოცი) წელი. 5. მართვის უფლებით გადაცემის საწყისი სააუქციონო ფასი განისაზღვრება ტურისტული მომსახურების გაწევისას განხორციელებული ყოველწლიური ბრუნვის (ბრუნვა - სარგებლობაში გადაცემული ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით, სარგებლობით მიღებული ერთობლივი შემოსავალი, ხარჯების გამოკლების გარეშე) 5%-ის ოდენობით. ამასთან, ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით მიმღები ვალდებულია, ყოველწლიური ბრუნვის გადასახადთან ერთად ყოველწლიურად, ასევე დამატებით გადაიხადოს გადაცემული ქონების საბაზრო ღირებულების 5%, რაც შეადგენს 2 200 (ორიათას ორასი) ლარს, დღგ-ს ჩათვლით. 6. უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობა განისაზღვრება 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით (ამ თანხაში შედის ქონების საბაზრო ღირებულების 0,2% - 88 (ოთხმოცდარვა) ლარი) („ბე“ უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ აუქციონში მონაწილე არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში). 7. აუქციონის ბიჯის სიდიდე განისაზღვრება ბრუნვის 1%-ის ოდენობით. |
მოკლე აღწერილობა | ელექტრონული აუქციონი ტარდება “მარტვილის კანიონში” ტურისტული მომსახურების გაწევისა და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების მართვის უფლებით გადაცემის მიზნით, შემდეგი სააუქციონო პირობებით: |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |