ამობეჭდვის თარიღი: 22.11.2024 17:07:09
კატეგორია: აღნაგობა
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ლაგოდეხის აღკვეთილის ტერიტორიაზე 6000 კვ.მ არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N54.18.51.042) აღნაგობის უფლებით გადაცემა
განაცხადის #:29230BVL58934419
აუქციონის #: 29230
ლოტის #: 589344
დაწყება/დასრულება: 25/03/2019 12:00 - 04/04/2019 16:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 3000GEL
დასრულების დრო: 04.04.2019 16:02:00
გაყიდვის ფასი : 11000.0000 GEL
საწყისი ფასი: 10000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 1000 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო
მისამართი: გულუას 6
ტელეფონი: 971-2752352
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ლაგოდეხის აღკვეთილის ტერიტორიაბრძანების ნომერიNო-50
ქვეყანასაქართველოქალაქილაგოდეხი
მიწის ფართობი(მ²)6000საკადასტრო კოდიN54.18.51.042
Rs რუკის მხარდაჭერა-გადახდის პერიოდი12
სარგებლობაში გადაცემის ვადა35 წელიტელეფონის ნომერი591197727
;
აღწერილობა
აღწერილობაყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601
მოკლე აღწერილობაელექტრონული აუქციონი ტარდება ლაგოდეხის აღკვეთილის ტერიტორიაზე 6 000 კვ.მ (თანდართული სიტუაციური გეგმის შესაბამისად) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N54.18.51.042) სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გაცემის მიზნით.
პირობა

1. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია:

ა) ლაგოდეხის აღკვეთილის ტერიტორიაზე არსებულ 6 000 კვ.მ (თანდართული სიტუაციური გეგმის შესაბამისად) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2 (ორი) წლის ვადაში უზრუნველყოს სასტუმროს და კაფეტერიის აშენება/მოწყობა, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის N349 დადგენილებით დამტკიცებული „ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის“ მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის „ე.ბ“ ქვეპუნქტებით და 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე.ბ“-„ე.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პარამეტრების (კაფეტერია - სიმაღლე - არანაკლებ 4მ-ისა, სიგანე - არანაკლებ 10 მ-ისა და სიგრძე - არანაკლებ 20 მ-ისა და სასტუმრო -სიმაღლე- არანაკლებ 4 მ-ისა, სიგანე - არანაკლებ 10 მისა და სიგრძე - არანაკლებ 20 მ-ისა) შესაბამისად;

ბ) „ა“ პუნქტით გათვალისწინებული ტურისტული ინფრასტრუქტურის აშენება/მოწყობის მიზნით უზრუნველყოს არანაკლებ 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება;

გ) „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, აღნაგობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) თვის ვადაში უზრუნველყოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენა, მთლიანი საინვესტიციო თანხის 10%-ის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების ვადას;

დ) „ა“ პუნქტით გათვალისწინებული ობიექტების (კაფეტერია, სასტუმრო) არქიტექტურული პროექტი (რენდერი), წინასწარ, შესაბამის მშენებლობის ნებართვის გამცემ უფლებამოსილ უწყებაში წარდგენამდე შეათანხმოს სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან“.

ე) სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებელი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების შემდგომ უზრუნველყოს ზურმუხტის ქსელზე შეფასების დოკუმენტის მომზადება.

ვ) ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში დააზღვიოს აღნაგობის საგანზე აღმართული ქონება.

2. აღნაგობის ვადის დასრულების და/ან ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე აღნაგობის უფლების მქონე პირის მიერ მოწყობილი/აშენებული მთელი ინფრასტრუქტურა, აღნაგობის უფლების მქონე პირისათვის ყოველგვარი ანაზღაურებისა და კომპენსაციის გადახდის გარეშე რჩება სახელმწიფო საკუთრებაში.

3.ინვესტიციის მოცულობა დადასტურებული უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან/და შესაბამისი აკრედიტაციის/ლიცენზიის მქონე პირის/ორგანოს მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნის საფუძველზე.

4. სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გადაცემის ვადად განისაზღვრება 35 (ოცდათხუთმეტი) წელი.

5. სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გადაცემის საწყისი სააუქციონო ფასი განისაზღვრება 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით (დღგ-ს ჩათვლით) წელიწადში. ამასთან, სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტო“ უფლებამოსილია ყოველ 10 (ათი) წელიწადში ერთხელ მოითხოვოს აღნაგობის საზღაურის გადახედვა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანოს მიერ დადგენილი ეროვნული სამომხმარებლო ფასების ინდექსის მიხედვით და გაზარდოს აღნაგობის საფასური, რისთვისაც ბაზისად აღებული იქნება აღნაგობის ხელშეკრულების გაფორმების თარიღის მაჩვენებელი.

6. აუქციონში მონაწილეობისათვის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობა განისაზღვრება 3 000 (სამი ათასი) ლარით (საწყისი საფასურის 30%) (“ბე“ უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ მონაწილე არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში).

7. აუქციონის ბიჯის სიდიდე განისაზღვრება 1000 (ერთი ათასი) ლარით.

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

;