ამობეჭდვის თარიღი: 27.07.2024 21:12:21
კატეგორია: სარკინიგზო ტრანსპორტი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:467 ერთეული სხვადასხვა ტიპის ვაგონის რეალიზება
განაცხადის #:151GUC119
აუქციონის #: 151
ლოტის #: 1
საქმის ნომერი: რეალიზება
რაოდენობა: 467
დაწყება/დასრულება: 18/03/2019 12:00 - 08/04/2019 12:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 570877GEL
დასრულების დრო: 08.04.2019 12:00:00
გაყიდვის ფასი : 5762480.0000 GEL
საწყისი ფასი: 5708758 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 53722 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: საქართველოს რკინიგზა
მისამართი: ქ.თბილისი, თამარ მეფის გამზ. #15
ტელეფონი: 995-
თვისებები
ქვეყანასაქართველორაოდენობა467
საქმის ნომერირეალიზებაგადახდის პერიოდი50
განბაჟებული-კონდიციონერი-
ნავიგაცია-ტელეფონის ნომერი995-59119388
;
აღწერილობა
მოკლე აღწერილობა          სარეალიზაციოდ გამოტანილია სს „საქართველოს რკინიგზის“ საკუთრებაში არსებული, რამუშა ფარეხის 467 ერთეული სხვადასხვა ტიპის სარემონტო ვაგონი,     ვაგონების ტექნიკური მახასიათებლები (აშენების წელი, მსახურების ვადა, გეგმიური შეკეთების ვადა, ტიპი, მოდელი, ტვირთამწეობა, ძარის მოცულობა,დისლოკაციის ადგილი) დანართის სახით თან ერთვის. სარეალიზაციო ვაგონების დეფექტური აქტები ატვირთულია სს "საქართველოს რკინიგზის" ვებ. გვერდზე www. railway.ge - აუქციონები
პირობასარეალიზაციო ქონებისა და აუქციონის პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია -სს საქართველოს რკინიგზაში. . თბილისი, თამარ მეფისგამზ.N15. საკონტაქტო ტელეფონი: ტექნიკურ საკითხებზე (+995) 59119 0303,ურიდიულ საკითხებზე - (+995) 591 19 91 90. ფინანსურ საკითხებზე (+995) 577 62 11 75, ვაგონების ტექნიკურ მდგომარეობაზე - (+995) 591 19 93 88. ვაგონების გადაზიდვასთან დაკავშირებულ საკითხებზე - (+ 995) 591 98 89. 
აღწერილობა

 

ინტერნეტ-აუქციონში გამარჯვებულთან ფორმდება ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, იმ პირობების გათვალისწინებით რომლის შინაარსიც გამოქვეყნებულია ლოტის საინფორმაციო ველში (ხელშეკრულების სტანდარტული ფორმა თან ერთვის). ნასყიდობის ხელშეკრულების (თანდართული პროექტის არსებითი პირობების გათვალისწინებით) გაფორმების ვადაა აუქციონის დასრულებიდან - 10 კალენდარული დღე; ნასყიდობის ფასი „გამყიდველს“ აუნაზღაურდება საავანსო ანგარიშსწორების წესით. ხელშეკრულების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმების ხარჯებს ფარავს აუქციონში გამარჯვებული. შეძენილი ქონების საფასურის (აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი, გადახდილი „ბე“-ს გამოკლებით) გადახდის ვადაა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 20 კალენდარული დღე;

საწყისი სარეალიზაციო თანხა წარმოადგენილია დღგ-ს ჩათვლით. ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდება აშშ დოლარში, აუქციონის ჩატარების დღისთვის არსებული, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ (ლარი/აშშ დოლარი) დადგენილი, გაცვლითი კურსის შესაბამისად.
სარეალიზაციო ვაგონები, მატარებელში ჩასართავად საჭიროებს სატრანსპორტო მდგომარეობაში მოყვანას. შეძენილი ქონება „მყიდველს“გადაეცემა დანართი 1- ში მითითებულ სს "საქართველოს რკინიგზის" სადგურებში, ვაგონების ფაქტიური მდგომარეობის მიხედვით, შესაბამისი მიღება-გადაცემის აქტ(ებ)ის შედგენით. ვაგონების „მყიდველისთვის“ გადაცემა განხორციელდება ეტაპობრივად, „გამყიდველის“ მხრიდან, ვაგონის გადაცემის მზადყოფნის შესახებ შეტყობინების გაგზავნიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში.

„მყიდველი“ ვალდებულია ვაგონების გადაცემის შესახებ „გამყიდველის“ შეტყობინების მიღებიდან, 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში გამოცხადდეს შეტყობინებაში მითითებულ ადგილზე და ჩაიბაროს შეძენილი ქონება. მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 180 კალენდარული დღის ვადაში კი სრულად გაიყვანოს შეძენილი ვაგონები სს „საქართველოს რკინიგზის“ ტერიტორიიდან და გაათავისუფლოს სარკინიგზო ინფრასტრუქტურა,

მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის შემდგომ ,,მყიდველის“ მოთხოვნის საფუძველზე, ვაგონების პირველად [ერთჯერად] ტრანსპორტირებას საქართველოს რკინიგზის ლიანდაგზე, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე, კერძო საკუთრებაში არსებულ მისასვლელ ლიანდაგზე, ასევე გამგზავნი და დანიშნულების სადგურების მომსახურების საფასურების გადახდას უზრუნველყოფს ,,მყიდველი“ საკუთარი ხარჯებით. მიღებული ვაგონების ,,მყიდველისათვის“გადასაცემად წამოყვანის რიგითობას უზრუნველყოფს ,,გამყიდველი“ და ვაგონების შერჩევით გადაცემაზე ,,მყიდველს“ პრეტენზია არ ექნება.
ვაგონები, რომლებიც თავიანთი ტექნიკური მდგომარეობის ან სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გაუმართაობის გამო არ ექვემდებარებიან ტრანსპორტირებას რკინიგზის ლიანდაგებზე , მათი გატანა მოხდება „მყიდველის“ მიერ მისივე ხარჯებით.
ვაგონების დეტალებით დაკომპლექტების აუცილებლობის შემთხვევაში დეტალებით და მარაგნაწილებით მოწოდებას უზრუნველყოფს „მყიდველი“ თავისივე ხარჯებით.

ვაგონების სხვა სარკინიგზო ადმინისტრაციების ტერიტორიაზე გადაადგილების საჭიროების შემთხვევაში, კურსირების საკითხის შეთანხმებაზე პასუხისმგებელია „მყიდველი“, სხვა სარკინიგზო ადმინისტრაციების მიერ კურსირების პირობების შეუთანხმებლობა, არ წარმოადგენს შეძენილი ქონების „გამყიდველისათვის“ დაბრუნების მოთხოვნის წინაპირობას.

სარეალიზაციო ვაგონები მატარებელში ჩასართავად საჭიროებს სატრანსპორტო მდგომარეობაში მოყვანას.
„მყიდველის“ მოთხოვნის შემთხვევაში, გამყიდველი, ცალკე ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს თავისივე სარემონტო საწარმოებში ვაგონების შეკეთებას (ვაგონების სატრანსპორტო მდგომარეობაში მოყვანას). ვაგონების სარემონტოდ ყოფნის პერიოდი არ ჩაითვლება ვაგონების რკინიგზის ტერიტორიიდან გაყვანისათვის გათვალისწინებულ 180 დღიან ვადაში.

;