ამობეჭდვის თარიღი: 27.09.2024 02:24:26
კატეგორია: სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მდ.კინტრიშისა და მდ.კინკიშას მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვება ჩამოსხმის მიზნით. (კატეგორია-P2, მოსაპოვებელი წიაღის წლიური ჯამური მოცულობა შეადგენს 5475 მ3).
განაცხადის #:2CYJ819
აუქციონის #: 2
ლოტის #: 8
დაწყება/დასრულება: 30/04/2019 12:00 - 30/04/2019 18:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 2200.00GEL
დასრულების დრო: 30.04.2019 18:00:00
გაყიდვის ფასი : 11000.0000 GEL
საწყისი ფასი: 10000.00 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 1000.00 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (ლიცენზირები)
მისამართი: 6118. ქ. ბათუმი. კომახიძის 119.
ტელეფონი: 971-422273510
თვისებები
ქვეყანასაქართველოქალაქიქობულეთი
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მდ.კინტრიშისა და მდ.კინკიშას მიმდებარე ტერიტორიაRs რუკის მხარდაჭერა-
გადახდის პერიოდი15ტელეფონის ნომერი591111104
;
აღწერილობა
აღწერილობა

გთხოვთ, ისარგებლოთ eauction.ge-ის ანგარიშსწორების ახალი სისტემით:

საგარანტიო თანხის ღირებულების გადახდა შესაძლებელია საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით და სს"ლიბერთი ბანკში" ნაღდი ანგარიშსწორებით. ორივე მეთოდით გადახდილი თანხა ავტომატურად აისახება ელექტრონული აუქციონის სისტემაში. გადახდის განსახორციელებლად მომხმარებელი ბანკში წარადგენს ლოტის განაცხადის ნომერს(რომელზეც სურს რომ მოახდინოს გადახდა) და აუქციონზე რეგისტრირებული მომხმარებლის მონაცემებს (ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება; პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციოკოდი).

პირობა

საგარანტიო თანხა მოიცავს 200 ლარიან მოსაკრებელს.

 სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა 5 წელი.

ა) მოპოვებული მიწისქვეშა მტკნარი წყლის რაოდენობრივი აღრიცხვა წარმოებს დამონტაჟებული და დალუქული მრიცხველის ჩვენების მიხედვით. ამ მიზნით ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია შეიძინოს, დაამონტაჟოს, შეაკეთოს, შეცვალოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო მრიცხველი, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სახის მოწყობილობები, დანადგარები და სხვა საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფს აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცავს მას უკანონო (არასანქცირებული)ა) მოპოვებული მიწისქვეშა მტკნარი წყლის რაოდენობრივი აღრიცხვა წარმოებს დამონტაჟებული და დალუქული მრიცხველის ჩვენების მიხედვით. ამ მიზნით ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია შეიძინოს, დაამონტაჟოს, შეაკეთოს, შეცვალოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო მრიცხველი, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სახის მოწყობილობები, დანადგარები და სხვა საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფს აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცავს მას უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან;
ბ) აღრიცხვის კვანძის მოწყობის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს უფლებამოსილ პირს, რომელიც უზრუნველყოფს მრიცხველზე ლუქის დადებას;
გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, მიწისქვესა მტკნარი წყლის მოპოვება განახორციელოს დამონტაჟებული და დალუქული მრიცხველის მეშვეობით. ამასთან, მრიცხველი და შესაბამისად აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა სახის ელემენტები (დანადგარები) უნდა იყოს დაცული მათ მუშაობაში უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან, რათა არ მოხდეს მრიცხველის ჩვენების შეცვლა ან სხვა სახის ხელყოფა. აგრეთვე, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია არ დაუშვას მიწისქვესა მტკნარი წყლის მოპოვება მრიცხველის გვერდის ავლით ან მის გარეშე;
დ) აღრიცხვის კვანძი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს. აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს ისე, რომ დაინტერესებულ პირს ჰქონდეს მრიცხველის ჩვენების აღების საშუალება;
ე) ლუქის დადებას და შესაბამისი აქტის შედგენას ლიცენზიატის ან მისი წარმომადგენლის თანდასწრებით ახორციელებს საამისოდ უფლებამოსილი პირი;
ვ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს ჭის და ჭაბურღილის თავმორთულობის მოწესრიგება, ხოლო თვითმდენი ჭაბურღილის შემთხვევაში – მისი ჰერმეტიზაციაც. ლიცენზიის მფლობელი ასევე ვალდებულია უზრუნველყოს წყაროს დაკაპტაჟება;
ზ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის შესახებ შესაბამისი ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ლიცენზიის გამცემს დასამტკიცებლად წარუდგინოს სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმა (ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მითითებით);
თ) ლიცენზიანტმა უნდა განახორციელოს მონიტორინგული დაკვირვებები წყლის დებეტზე,ტემპერატურასა და ქიმიურ შემადგენლობაზე;
ი) ლიცენზიის მიღებიდან სამი წლის ვადაში მონიტორინგის მასალებზე დაყრდნობით უნდა მოხდეს წყლის მარაგების დათვლა და შესაბამის ორგანოებში დასამტკიცებლად წარდგენა;
კ) უზრუნველყოს სანიტარული ზონების დადგენა და დაცვა;
ლ) ექსპლუატაციის პერიოდში უნდა განხორციელდეს მუდმივი ქიმიურ-რეჟიმული დაკვირვებები და სანიტარულ-ბაქტერიოლოგიური კონტროლი;
მ) დაცული იქნეს საქართველოს კანონებით, ბუნებრივი რესურსით სარგებლობისათვის საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობით და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი პირობები, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიერ დადგენილი მოთხოვნები.

აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო თანხის გადახდა გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში

;