|
კატეგორია:
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
დასახელება:წალკის მუნიციპალიტეტში, სოფ. ხაჩკოის მიმდებარე ტერიტორიაზე, სასარგებლო წიაღისეულის - „ხაჩკოის“ ოქრო-სპილენძ-პოლიმეტალების შესწავლა-მოპოვება.
განაცხადის #:302OTH119 აუქციონის #: 302 ლოტის #: 1 დაწყება/დასრულება: 16/05/2019 12:00 - 16/05/2019 18:00 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 1 ბიჯი საგარანტიო თანხა: 8325GEL
დასრულების დრო: 16.05.2019 18:00:00
გაყიდვის ფასი : 17875.0000 GEL
საწყისი ფასი: 16250 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 1625 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N 150 ტელეფონი: 971-(032)2950030 |
თვისებები
|
ქვეყანა | საქართველო | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | წალკის მუნიციპალიტეტი, სოფ. ხაჩკოის მიმდებარე ტერიტორია | Rs რუკის მხარდაჭერა | - | გადახდის პერიოდი | 15 | ტელეფონის ნომერი | 2439557 |
აღწერილობა
|
აღწერილობა |
| |
მოკლე აღწერილობა | ||
პირობა | საგარანტიო თანხა მოიცავს 200 ლარიან სალიცენზიო მოსაკრებელს. სარგებლობის ლიცენზიის ვადა 20 წელი. სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია: ა) ლიცენზიის ძალაში შესვლიდან არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადაში უზრუნველყოს სასარგებლო წიაღისეულის რესურსის შესწავლა და Joint Ore Reserves Committee (JORC) კოდექსის შესაბამისად შედგენილი სასარგებლო წიაღისეულის მარაგების ანგარიშის შესაბამის ორგანოში დასამტკიცებლად წარდგენა; ბ) შესწავლის პერიოდში ძებნა-ძიებითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, განახორციელოს არანაკლებ 2 000 000 (ორი მილიონი) ლარის ოდენობის ივნესტიცია; გ) ლიცენზიის ძალაში შესვლიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს 2019 წლის დეტალური გეგმა-გრაფიკი და ბიუჯეტი, განსახორციელებელი შესწავლის სამუშაოების შესახებ, ხოლო დანარჩენ პერიოდზე (მომდევნო წლებში) ყოველი მომავალი წლის შესწავლის სამუშაოების გეგმა-გრაფიკისა და ბიუჯეტის წარდგენის ვადად განესაზღვროს წინა კალენდარული წლის პირველი დეკემბერი. ლიცენზიის შესწავლის პერიოდში ყოველწლიურად არაუგვიანეს პირველი აპრილისა წარადგინოს წინა წლის შესრულებული სამუშაოებისა და ბიუჯეტის ანგარიში. დეტალური საძიებო სამუშაოები (თანამედროვე მეთოდიკის და სტანდარტების შესაბამისად), საჭიროებისამებრ შეიძლება მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს, გეოლოგიური აგეგმვითი სამუშაოებით (რუკების შედგენა-დაზუსტება), გეოქიმიური და გეოფიზიკური კვლევებით, სამთო გამონამუშევრების გაყვანით, ქანების ნივთიერი და მინერალოგიური შესწავლით და ამ შესწავლისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობით; გეგმა-გრაფიკით წარმოდგენილი ვალდებულებები გახდება სალიცენზიო პირობა, რისი შესრულებაც სავალდებულოა ლიცენზიის მფლობელისათვის; დ) ლიცენზიის გაცემიდან 1 (ერთი) წლის შემდეგ, ლიცენზიის მოქმედების მთელ პერიოდში უზრუნველყოს მუდმივად არანაკლებ საქართველოს 30 (ოცდაათი) მოქალაქის დასაქმება; ე) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გასვლიდან ორი თვის ვადაში ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილი აუდიტორული კომპანიის დასკვნა, რომელიც დაადასტურებს „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვესტიციის (2 000 000 (ორი მილიონი) ლარი) განხორციელებას; ვ) შესწავლის სამუშაოების დაწყებამდე, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთან ერთად უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ; ზ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული პირობის უზრუნველსაყოფად, ლიცენზიის მიღებიდან 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადაში, ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს კომერციული ბანკის მიერ გაცემული საბანკო გარანტია 100 000 (ასი ათასი) ლარზე, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 2 (ორი) თვით უნდა აღემატებოდეს „ა” ქვეპუნქტით განსაზღვრულ საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას; თ) „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა შესაძლებელია განხილულ იქნას ლიცენზიის გაუქმების საფუძვლად; ი) ლიცენზიის მფლობელმა ობიექტის შესწავლის პერიოდში, პარალელურ რეჟიმში უზრუნველყოს ობიექტის საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური პირობების შეფასება; კ) მარაგების დამტკიცების შემდეგ, ლიცენზიანტი ვალდებულია, გადაიხადოს „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - წიაღის ეროვნილი სააგენტოს უფროსის 2018 წლის 1 მაისის №2 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის ფორმულით დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამი აუქციონზე მის მიერ დაფიქსირებული, ბოლო შეთავაზებული ფასის გამოკლებით, თუ აუქციონზე მის მიერ დაფიქსირებული, ბოლო შეთავაზებული ფასი ნაკლებია მარაგების დამტკიცების შემდეგ მის მიერ გადასახდელ თანხაზე. ზემოაღნიშნული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ლიცენზიის გამცემისათვის წარდგენისა და ლიცენზიაში ცვლილების განხორციელების შემდეგ, ლიცენზიანტი უფლებამოსილია განახორციელოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება; ლ) მარგების დამტკიცების შემდეგ, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიცენზიანტი ვალდებულია უზრუნველყოს ამავე კოდექსით დადგენილი მოთხოვნების შესრულება. მ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირება განახორციელოს ძარაგადახურული ავტომობილებით, ასევე დასახლებულ პუნქტებში სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირებისას უზრუნველყოს საავტომობილო გზის პერიოდული მორწყვა, რათა თავიდან იქნეს აცილებული მტვრის გაფრქვევა დასახლებულ პუნქტებში; ნ) არ დააზიანოს შიდა სასოფლო გზები, ხოლო დაზიანების შემთხვევაში მოახდინოს მისი აღდგენა-რეაბილიტაცია. ო) უზრუნველყოს სალიცენზიო მიწის ნაკვეთზე დაზიანებული ნიადაგის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეკულტივაციის ღონისძიებების ჩატარება. პ) ექსპლუატაციის დროს მეწყრული პროცესების გააქტიურების დროს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა მოხდეს სამუშაოების შეჩერება, სათანადო ღონისძიებების დასახვა და განხორციელება. ჟ) ობიექტის დამუშავება უნდა მოხდეს ქვეყანაში მოქმედი სამთო საქმისთვის მიღებული ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების და წესების დაცვით. რ) ობიექტის დამუშავების დროს მოხსნილი ნიადაგის ფენა და ფუჭი ქანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა დასაწყობდეს ტერიტორიის რეკულტივაციის მიზნით მისი შემდგომი გამოყენებისათვის. ს) ლიცენზიის მფლობელს წიაღისეულის მოპოვების პერიოდში ეკრძალება გზის გვერდულებზე მასალის დასაწყობება, სამშენებლო ნარჩენების დაყრა, მანქანა-მექანიზმების გაჩერება და დგომა. ტ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია წიაღითსარგებლობის განხორციელებისას გეოდინამიკური სიტუაციის გართულების (ასეთის არსებობის) შემთხვევაში შეასრულოს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების შესაბამისი მითითებები; უ) სამუშაოების ჩატარებისას ლიცენზიის მფლობელმა არ დააზიანოს და არ დააბინძუროს სალიცენზიო ობიექტზე მდებარე სოფლის წყალმომარაგების სათავე ავზი. ფ) ვინაიდან სალიცენზიო ტერიტორიას სოფლის მოსახლეობა იყენებს პირუტყვის საძოვრად, სამუშაოების ჩატარებისას საძოვრის დაზიანება უნდა დავიდეს მინიმუმამდე. ქ) ხელი არ შეუშალოს სალიცენზიო ფართობზე მოქმედი სხვა ლიცენზიებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებას; ღ) ხელი არ შეუშალოს სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. ყ) სახელმწიფო უფლებამოსილია, წინამდებარე სალიცენზიო ფართობის გეოლოგიური შესწავლისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე გასცეს სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა/მოპოვების ლიცენზიები, რომლებიც არ იქნება დაკავშირებული ამ ლიცენზიით განსაზღვრული წიაღისეულით სარგებლობასთან. შ) ლიცენზიის მფლობელმა შეასრულოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, მათ შორის „გარემოს დაცვის შესახებ“, ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” და „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონებით და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, ,,წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წიაღით სარგებლობისას იშვიათი მეცნიერული ან ესთეტიკური ფასეულობის ობიექტების აღმოჩენის შემთხვევაში შეაჩეროს სამუშაოები და დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს. ჩ) ლიცენზიის მფლობელმა სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცებიდან და ლიცენზიაში შესაბამისი ცვლილების შეტანის შემდეგ ერთი თვის ვადაში სააგენტოს წარუდგინოს დასამტკიცებლად ათვისების გეგმა ყოველწლიურად მოსაპოვებელი რაოდენობის მითითებით. ც) დაცული იქნეს საქართველოს კანონებით, ბუნებრივი რესურსით სარგებლობისათვის საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობით და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი პირობები, აგრეთვე ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილი მოთხოვნები. აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო თანხის გადახდა გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |