ამობეჭდვის თარიღი: 27.09.2024 02:17:18
კატეგორია: სხვა
გაყიდვის ტიპი:
დასახელება:სათაფლიის აღკვეთილში ტურისტული მომსახურების გაწევისა და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების მართვის უფლებით გადაცემა
განაცხადის #:29230BVL59686719
დასრულების დრო: 10.05.2019 16:00:00
გაყიდვის ფასი : 7.0000 GEL
საწყისი ფასი: 5.00 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 1.00 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო
მისამართი: გულუას 6
ტელეფონი: 971-2752352
თვისებები
ბრძანების ნომერიNო-81ქვეყანასაქართველო
ქალაქიწყალტუბოქუჩა(დასახელება/ნომერი)სოფ. ბანოჯა, სათაფლიას აღკვეთილის ტერიტორია
გადახდის პერიოდი12ტელეფონის ნომერი591197727
;
აღწერილობა
პირობა

1. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია:

ა) ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) წლის განმავლობაში, სათაფლიის აღკვეთილში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N29.03.34.008) 5 440 კვ.მ ფართზე (თანდართული სიტუაციური გეგმის შესაბამისად) ტურისტული მომსახურების გაწევის მიზნით უზრუნველყოს თოკების პარკის, ხოლო 725 კვ.მ და 910 კვ.მ მიწის ფართებზე (თანდართული სიტუაციური გეგმის შესაბამისად) ჩქაროსნული ჩამოსასვლელის (როლერის) მოწყობა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით მათი ოპერირება.

ბ) „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით განახორციელოს არანაკლებ 400 000 (ოთხასი ათასი) ლარის ინვესტიცია;

გ) აუქციონში გამარჯვებულის სტატუსის მოპოვებიდან 15 დღეში, მაგრამ არაუგვიანეს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, მთლიანი საინვესტიციო თანხის 10%-ის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების ვადას.

დ) თოკების პარკის და ჩქაროსნული ჩამოსასვლელის (როლერის) ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები და შემდგომში მათი ოპერირება/ფუნქციონირება აწარმოოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების ნორმების/სტანდარტებისა და შესაბამის სფეროში არსებული უსაფრთხოების საუკეთესო ნორმების/სტანდარტების შესაბამისად.

2. პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის მოცულობა დადასტურებული უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან/და შესაბამისი აკრედიტაციის/ლიცენზიის მქონე პირის/ორგანოს მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნის საფუძველზე;

3. ხელშეკრულების ვადის დასრულების და/ან ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ობიექტზე მოწყობილი ინფრასტრუქტურა ყოველგვარი ანაზღაურებისა და კომპენსაციის გადახდის გარეშე რჩება სახელმწიფო საკუთრებაში.

4. ტურისტული მომსახურებისა და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების მართვის (სარგებლობის) უფლების ვადად განისაზღვრება 20 (ოცი) წელი.

5. მართვის უფლებით გადაცემის საწყისი სააუქციონო ფასი განისაზღვრება ტურისტული მომსახურების გაწევისას განხორციელებული ყოველწლიური ბრუნვის (ბრუნვა - სარგებლობაში გადაცემული ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით, სარგებლობით მიღებული ერთობლივი შემოსავალი, ხარჯების გამოკლების გარეშე) 5%-ის ოდენობით. ამასთან, ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით მიმღები ვალდებულია, ყოველწლიური ბრუნვის გადასახადთან ერთად ყოველწლიურად, ასევე დამატებით გადაიხადოს გადაცემული ქონების საბაზრო ღირებულების 5%, რაც შეადგენს 1 750 (ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარს, დღგს ჩათვლით.

6. უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობა განისაზღვრება 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით (ამ თანხაში შედის ქონების საბაზრო ღირებულების 0,2% - 70 (სამოცდაათი) ლარი). („ბე“ უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ აუქციონში მონაწილე არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში).

7. აუქციონის ბიჯის სიდიდე განისაზღვრება ბრუნვის 1%-ის ოდენობით.

მოკლე აღწერილობაელექტრონული აუქციონი ტარდება სათაფლიის აღკვეთილში ტურისტული მომსახურების გაწევისა და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების მართვის უფლებით გადაცემის მიზნით.
;