ამობეჭდვის თარიღი: 27.09.2024 02:08:04
კატეგორია: იჯარა (მიწა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:„ბათუმის ბულვარის ბრენდინგი“-ს ფარგლებში, შეთავაზება ქართული ნაყინის მწარმოებელი კომპანიებისათვის, თავიანთი ბრენდის პოპულარიზაციის მიზნით, ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე ბრენდირებული სანაყინე ჯიხურების განთავსებისათვის.
განაცხადის #:39307DFH59741119
აუქციონის #: 39307
ლოტის #: 597411
რაოდენობა: 5
დაწყება/დასრულება: 22/04/2019 17:00 - 01/05/2019 12:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 113 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 20000GEL
დასრულების დრო: 01.05.2019 12:24:00
გაყიდვის ფასი : 109750.0000 GEL
საწყისი ფასი: 25000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 750 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ "ბათუმის ბულვარი"
მისამართი: ბათუმი / კ. გამსახურდიას 2 6000
ტელეფონი: 995-422278808
თვისებები
ბუნებრივი გაზი-ქვეყანასაქართველო
ქალაქიბათუმიწყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ქუჩა(დასახელება/ნომერი)ბათუმის ბულვარში 5 ლოკაცია
რაოდენობა5მიწის ფართობი(მ²)60
Rs რუკის მხარდაჭერა-სარგებლობაში გადაცემის ვადა2019 წლის 1 ნოემბრამდე
ტელეფონის ნომერი0422 27 88 08
;
აღწერილობა
აღწერილობა
გამარჯვებულს უფლება ეძლევა  განათავსოს ბრენდირებული სანაყინე ჯიხურები
მოკლე აღწერილობა

ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

1. დავით გამრეკელაშვილი - 0042 27 88 08
პირობა

შეთავაზება :

პროექტი - „ბათუმის ბულვარის ბრენდინგი “ გულისხმობს:

-          სწორად დაგეგმილი და ბულვარის საერთო ინტერიერში შერწყმული ბრენდინგის შექმნა;

-          კონცენტრირებული და სწორად დაგეგმილი კომუნიკაცია დამსვენებელზე;

-          ვიზიტორებისათვის დასვენებისა და ტურიზმის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი პირობების შექმნა;

-          უკონკურენტო ფლეისმენთი საქართველოს საზაფხულო საკურორტო ზონაში;

-          კრეატიულ საიმიჯო აქტივობების შექმნის საშუალება;

-          პირდაპირი კავშირი დამსვენებელთან;

-          ყველაზე დიდი კოეფიციენტი საიმიჯო კამპანიის„ feed beck“-ი ზაფხულის სეზონზე;

 

 

            პირობა :

-           ქონების სარგებლობაში მიმღები შეიძლება იყოს  იურიდიული პირი;

-          აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია საკუთარი სახსრებით გადაიხადოს ყველა სახის  კომუნალური მომსახურების გადასახადი და დაამონტაჟოს ყველა საჭირო მრიცხველი;

-          აუქციონში გამარჯვებულს არ აქვს უფლება იჯარის ხელშეკრულებით მიღებული უფლება-მოვალეობები, სსიპ  ბათუმის ბულვარის წინასწარი თანხმობის გარეშე გადასცეს მესამე პირს;

-          მოიჯარე ვალდებულია იჯარის გასვლის ვადის შემდგომ გადაცემული უძრავი ქონება დააბრუნოს პირვანდელ მდგომარეობაში.

-          აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია საიჯარო საწყის  ღირებულებაზე ბიჯის დანამატის შედეგად მაქსიმალური საფასურის შეთავაზება;

-          გამარჯვებული ვალდებულია 3 სამუშაო დღის განმავლობაში სსიპ ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში წარმოადგინოს ბრენდირებული სანაყინე ჯიხურის ვიზუალიზაცია. (აღნიშნული ვიზუალიზაციის წარმოუდგენლობა ან/და ბულვარის მიერ მისი შეუთანხმებლობა გამოიწვევს აუქციონის შედეგების გაუქმებას).

-          გამარჯვებული ვალდებულია გამარჯვებიდან   7 სამუშაო დღის განმავლობაში ( ამ ვადაში გათვალისწინებულია ასევე ვიზუალიზაციის შეთანხმების პერიოდიც) გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება სსიპ ბათუმის ბულვართან.

-          გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა გადაიხადოს ელექტრონული აუქციონში საბოლოოდ დაფიქსირებული საიჯარო თანხა სრულად.

-          გამარჯვებულის მიერ საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში,  მას ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს თანხა არ უბრუნდება;

-          აუქციონში გამარჯვებულზე დროებით სარგებლობის უფლება  გადადის საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან;

-          იჯარის უფლების მქონე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში გადაცემული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი  გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებისამებრ, მიზნობრივად - ბრენდირებული სანაყინე ჯიხურისათვის;

-          იჯარის უფლების მქონე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში  უზრუნველყოს სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მოვლა-პატრონობა და ყოველდღიური დასუფთავება.

-          თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა  იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული იურიდიული პირები, რომლებმაც  გადაიხადეს ბე ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ, გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში

 

 

მოთხოვნები და ვალდებულებები:

-          გამარჯვებული ვალდებულია 2019 წლის 05 ივნისამდე სარგებლობაში გადაცემულ ტერიტორიაზე  ( 5 ლოკაციაზე) განათავოს არაუმეტეს 12 კვ.მ.-ზე მსუბუქი კონსტრუქციის ბრენდირებული სანაყინე ჯიხური. რომლისგანაც მოხდება დამსვენებლების მომსახურება ნაყინის სხვადასხვა ასორტიმენტით ( რბილი ნაყინი ე.წ. ჩამოსასხმელი ნაყინი,  ამოსაღები ნაყინი ე.წ. ნაყინის ბურთები შეიკი)

-          გამარჯვებული ვალდებულია 2019 წლის საზაფხულო სეზონის განმავლობაში მოაწყოს არანაკლებ 2 ღონისძიება ბავშვებისათვის;

-          გამარჯვებული ვალდებულია ბრენდირებულ სანაყინე ჯიხურებში წარმოდგენილი პროდუქციის რეალიზაცია განახორციელოს ისე, რომ პროდუქტის საცალო ღირებულება არ აღემატებოდეს კომპანიის ქსელურ ფასს (საქართველოს მასშტაბით);  

-           გამარჯვებული  ვალდებულია,  დაამზადოს და განათავსოს საინფორმაციო ბანერი, სადაც მითითებული იქნება პროდუქციის ფასები სამ ენაზე (ქართული,ინგლისური და რუსული),  ( ხუთივე ლოკაციაზე). აღნიშნული ბანერის ვიზუალური მხარე უნდა შეთანხმდეს სსიპ ბათუმის ბულვართან.

-          სარგებლობაში გადაცემულ ტერიტორიაზე  განთავსებული ბრენდირებული სანაყინე ჯიხურები უნდა იყოს ახალი და არ უნდა გააჩნდეს ხარვეზ(ები;

-          გამარჯვებული ვალდებულია სარგებლობაში გადაცემულ ტერიტორიაზე  განთავსებულ ბრენდირებულ სანაყინე ჯიხურებში მომსახურე პერსონალი შემოსოს  უნიფორმით, რომლის დიზაინიც უნდა შეთანხმდეს სსიპ ბათუმის ბულვართან;

 

შეზღუდვა:

-          აუქციონში მონაწილეობა შეუძლიათ იმ იურიდიულ პირებს/ან პირთა გაერთიანებას, რომლებიც  საქართველოში აწარმოებენ ნაყინს და სარეალიზაციო პროდუქცია წარმოდგენილი იქნება ქსელური ფასით;

-          გამარჯვების შემდგომ კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია თავიანთი ბრენდის შესახებ:  ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, დირექტორის პირადობის მოწმობა ან/და სხვა ყველა სახის დოკუმენტაცია რაც დაადასტურებს კონკრეტულ ბრენდთან მათ სამართლებრივ ურთიერთობას.

 

;