|
კატეგორია:
იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
დასახელება:სგპ კარწახის ადმინისტრაციული შენობის ფართის ნაწილი თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის მოწყობის მიზნით
განაცხადის #:23029BH119 აუქციონის #: 23029 ლოტის #: 1 დაწყება/დასრულება: 25/04/2019 16:00 - 07/06/2019 16:00 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 90 ბიჯი საგარანტიო თანხა: 8800GEL
დასრულების დრო: 07.06.2019 16:24:00
გაყიდვის ფასი : 268000.0000 GEL
საწყისი ფასი: 88000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 2000 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: შემოსავლების სამსახური მისამართი: ქ. თბილისი, გორგასლის ქ.№16 ტელეფონი: 971-577053333 |
თვისებები
|
გათბობა | - | აივანი | - | ლოჯი | - | TV | - | ცხელი წყალი | - | კვადრატულობა(მ²) | 355.92 | წყალი და კანალიზაცია | - | ტელეფონი | - | ინტერნეტი | - | პარკირება | - | ლიფტი | - | ბუხარი | - | Rs რუკის მხარდაჭერა | - | ელექტრო მომარაგება | - | ბუნებრივი გაზი | - | ქვეყანა | საქართველო | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | სოფელი კარწახი | შენობის პროექტი | არასტანდარტული | შენობის მდგომარეობა | შავი კარკასი | სათავსო | - | საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა | 45 | სარგებლობაში გადაცემის ვადა | 10 წელი | ტელეფონის ნომერი | 2 26 11 13 |
აღწერილობა
|
აღწერილობა |
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით შემოსავლების სამსახური, ტელ: 2 26 11 13; 577 05 30 50 |
მოკლე აღწერილობა |
შემოსავლების სამსახურის საბაჟოგამშვები პუნქტ ,,კარწახის“ (მისამართი ახალქალაქის რაიონი, სოფელი კარწახი) მდებარე შენობაში თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის მოწყობის მოწყობის მიზნით არასაცხოვრებელი ფართის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემა (იჯარა) 10 წლის ვადით. |
პირობა |
ყურადღება! შემოსავლების სამსახურის ოფიციალური მომართვის საფუძველზე, აუქციონის ვადებსა და პირობებში შეტანილია ცვლილებები. კერძოდ:
აუქციონის დასრულების ვადა განისაზღვრა 07/06/2019 16:00 აუქციონის აღწერილობის პირობიდან ამოღებულია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში ხელშეკრულების შეწყვეტის ვალდებულება. • ელექტრონულ აუქციონში მონაწილე კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ განცხადებაში მოცემული საწყისი ფასი შეადგენს ფართით სარგებლობის ერთი თვის საფასურს (დღგ-ს ჩათვლით). შესაბამისად, აუქციონის დასრულების შედეგად დაფიქსირებული ღირებულება წარმოადგენს სარგებლობის მანძილზე გადასახდელ ყოველთვიურ ღირებულებას (საიჯარო თანხას), რომლის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად წინასწარი გადახდის გზით; • აუქციონში გამარჯვებულმა პირმა მითითებულ ფართში (საიჯარო ქონებაში) უნდა უზრუნველყოს თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის მოწყობა. ამისათვის, დროებით სარგებლობაში, 10 წლის ვადით, გადაეცემა საბაჟო გამშვები პუნქტის „კარწახის“ ადმინისტრაციული შენობის ფართის ნაწილი, სულ 355.92 კვ.მ. საიდანაც, I სართულის ფართია 183.55 კვ.მ. და II სართულის ფართი - 172.37 კვ.მ. აუქციონში გამარჯვებულ პირს აღნიშნული ფართი გადაეცემა შავი კარკასის სახით და მიყვანილი კომუნიკაციებით, ხოლო სარემონტო სამუშაოების ჩატარება და ელექტრო განმხოლოების უზრუნველყოფა ეკისრება თავად მოიჯარეს; • აუქციონში გამარჯვებულმა პირმა თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის გახსნა და ფუნქციონირება უნდა უზრუნველყოს არაუგვიანეს ხელშეკრულების ხელმოწერიდან 90 კალენდარული დღის ვადაში. შესაბამისად, საიჯარო ქონებაზე საჭირო სარემონტო სამუშაოები უნდა განხორციელდეს აღნიშნულ ვადაში; • მოიჯარის მიერ მეიჯარისადმი საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა შესაბამისი იჯარის ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან; • აუქციონში გამარჯვებულმა პირმა თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მიღების მიზნით, იჯარის ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს შემოსავლების სამსახურში აღნიშნული ნებართვის მისაღებად საჭირო განაცხადის წარმოდგენა; • დაინტერესებული პირი ვალდებულია, აუქციონში მონაწილედ დარეგისტრირების უზრუნველსაყოფად წარმოადგინოს საბანკო გარანტიის თანხა 8 800 ლარის ოდენობით, რომლის წარმოდგენაც შესაძლებელია განხორციელდეს საბანკო გარანტიის ან/და უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. საბანკო გარანტიის ვადა 15 დღით უნდა აღემატებოდეს აუქციონის დასრულების ვადას. გამარჯვებულ პირს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გადახდილი გარანტიის თანხა ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობაში გადაცემის საფასურის ოდენობაში საბოლოო ანგარიშსწორებისას. • აუქციონში გამარჯვებული პირი, ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში ვალდებულია წარუდგინოს შემოსავლების სამსახურს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია 105 600 (ას ხუთი ათას ექვსასი) ლარის (შემდგომში „უზრუნველყოფის თანხა“), რომლის მოქმედების ვადა 7 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სარგებლობაში გაცემის ვადას, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება მოიჯარის მიერ იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. • აუქციონში გამარჯვებულ პირსა და შემოსავლების სამსახურს შორის საიჯარო ურთიერთობის მარეგულირებელი სხვა პირობები განისაზღვრება მხარეთა შორის ხელმოწერილი ხელშეკრულებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით; • თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი წესით, გადაიხადეს ,,ბე“ ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ აუქციოში მონაწილეობისათვის გადახდილი ,,ბე“ ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება ორგანიზაციის ბიუჯეტში. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |