ამობეჭდვის თარიღი: 17.05.2025 14:21:17
კატეგორია: არასასოფლო მიწა შენობით
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ქ. თერჯოლაში, სტალინის ქუჩა N12-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3215.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N01/2 შენობა-ნაგებობა ს/კ N33.09.42.216 (ყოფ. ავტოსადგურის შენობა მიწის ნაკვეთით)
განაცხადის #:68566HMG60731219
აუქციონის #: 68566
ლოტის #: 607312
დაწყება/დასრულება: 20/06/2019 15:00 - 19/07/2019 15:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 25000GEL
მიმდინარე ფასი : 212000 GEL
საწყისი ფასი: 212000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 1500 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: თვითმმართველი ერთეული თერჯოლის მუნიციპალიტეტი
მისამართი: თერჯოლის რაიონი / ქ. თერჯოლა, რუსთაველის ქუჩა N109
ტელეფონი: 995-
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ქ. თერჯოლა, სტალინის ქუჩა N12ბრძანების ნომერი45 944
ქვეყანასაქართველოქალაქითერჯოლა
მიწის ფართობი(მ²)3215შენობის ფართობი(მ²)700.5
საკადასტრო კოდი33.09.42.216Rs რუკის მხარდაჭერა-
წყალი და კანალიზაცია-ელექტრო მომარაგება-
ბუნებრივი გაზი-გადახდის პერიოდი15
შეფასების თანხა212000ზომის ერთეულიკვადრატული მეტრი
ტელეფონის ნომერი598718151
;
აღწერილობა
აღწერილობა

      1. მყიდველი ვალდებულია აუქციონში გამარჯვების დღიდან 10 კალანდარული დღის ვადაში გააფორმოს თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი.

       2.მყიდველი ვალდებულია საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს ქონების გადაფორმებასთან დაკავშირებული ყველანაირი ხარჯის დაფარვა.

        3. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს წინასწარ დაათვალიეროს თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

        4. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი წესით, გადაიხადეს „ბე“ ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ აუქციონში მონაწილეობისათვის გადახდილი „ბე“ ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

          5. აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601

მოკლე აღწერილობა

     1. საპრივატიზაციოდ წარმოდგენილია თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქ. თერჯოლაში, სტალინის ქუჩა N12-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3215.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N01/2 შენობა-ნაგებობა ს/კ N33.09.42.216 (ყოფ. ავტოსადგურის შენობა მიწის ნაკვეთით).

     2. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო - თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თერჯოლა, რუსთაველის N109. საკონტაქტო პირი: გიორგი რობაქიძე, ტელ: 598 71-81-51.

პირობა

პირობებიანი ელექტრონული აუქციონის პირობები:

          ა) მყიდველი ვალდებულია შეძენილ ქონებაზე (მიწის ნაკვეთზე ან შენობაში) ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) თვის განმავლობაში მიმართოს განცხადებით თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიას ახალი შენობა-ნაგებობის მშენებლობის ან/და არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის ნებართვის გაცემის თაობაზე  და აღნიშნულ განცხადებას თან დაურთოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.

     ბ) მყიდველი ვალდებულია ახალი შენობა-ნაგებობის მშენებლობის ან/და არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ მასში განათავსოს საოფისე და კომერციული ფართები, ან/და სასტუმრო მინიმუმ 15 ნომრით, ან/და რესტორანი და საბანკეტო დარბაზი, ან/და სავაჭრო ობიექტი, ან/და სპორტული კომპლექსი, სადაც იფუნქციონირებს საცურაო აუზი, საუნა, ჯაკუზი, სატრენაჟორო დარბაზი, სპორტული დარბაზი (ფუტზალი/კალათბურთი და ა.შ.), ბოქსის და ჭიდაობის სექცია, სპორტული მაღაზია და სხვა. მყიდველი ვალდებულია აღნიშნული განახორციელოს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) თვის ვადაში.

;