ამობეჭდვის თარიღი: 27.07.2024 20:02:22
კატეგორია: სარკინიგზო ტრანსპორტი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:2 ერთეული თბომავალის რეალიზაცია
განაცხადის #:154GUC119
აუქციონის #: 154
ლოტის #: 1
საქმის ნომერი: რეალიზება
რაოდენობა: 2
დაწყება/დასრულება: 27/06/2019 12:00 - 17/07/2019 12:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 136656GEL
მიმდინარე ფასი : 1366560 GEL
საწყისი ფასი: 1366560 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 28470 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: საქართველოს რკინიგზა
მისამართი: ქ.თბილისი, თამარ მეფის გამზ. #15
ტელეფონი: 995-
თვისებები
ქალაქიხაშურიქვეყანასაქართველო
რაოდენობა2გადახდის პერიოდი35
ქუჩა(დასახელება/ნომერი)თევდორე მღვდლის ქ. N1 ხაშურის სალოკომოტივო დეპოგანბაჟებული-
კონდიციონერი-ნავიგაცია-
საქმის ნომერირეალიზებატელეფონის ნომერი5 77098811
;
აღწერილობა
მოკლე აღწერილობა       სარეალიზაციოდ გამოტანილია სს „საქართველოს რკინიგზის“ საკუთრებაში არსებული, არამუშა ფარეხის 2 მაგისტრალური თბომავალი 2ТЭ10У-0481 გამოშვების წელი 1992 და 2ТЭ10У-0482 გამოშვების წელი 1992. ( იხ. დანართები 1: 2 ტექნიკური დათვალიერების აქტი);
პირობასარეალიზაციო ქონებისა და აუქციონის პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია -სს „საქართველოს რკინიგზაში“. ქ. თბილისი, თამარ მეფისგამზ.N15. საკონტაქტო ტელეფონი: ტექნიკურ საკითხებზე (+995) 577 09 88 11 ,ურიდიულ საკითხებზე - (+995) 591 19 91 90. ფინანსურ საკითხებზე (+995) 577 62 11 75, თბომავლების ტექნიკურ მდგომარეობაზე - (+995) 591 19 07 02.
აღწერილობა

ინტერნეტ-აუქციონში გამარჯვებულთან ფორმდება ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, იმ პირობების გათვალისწინებით რომლის შინაარსიც გამოქვეყნებულია ლოტის საინფორმაციო ველში (ხელშეკრულების სტანდარტული ფორმა თან ერთვის). ნასყიდობის ხელშეკრულების (თანდართული პროექტის არსებითი პირობების გათვალისწინებით) გაფორმების ვადაა აუქციონის დასრულებიდან - 15 კალენდარული დღე; ნასყიდობის ფასი „გამყიდველს“ აუნაზღაურდება საავანსო ანგარიშსწორების წესით. ხელშეკრულების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმების ხარჯებს ფარავს აუქციონში გამარჯვებული. შეძენილი ქონების საფასურის (აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი, გადახდილი „ბე“-ს გამოკლებით) გადახდის ვადაა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 20 კალენდარული დღე;

საწყისი სარეალიზაციო თანხა წარმოადგენილია დღგ-ს ჩათვლით. ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდება აშშ დოლარში, აუქციონის ჩატარების დღისთვის არსებული, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ (ლარი/აშშ დოლარი) დადგენილი, გაცვლითი კურსის შესაბამისად.

შეძენილი ქონება „მყიდველს“ გადაეცემა მისამართზე: საქართველო ქ.ხაშური თევდორე მღვდლის №1-ში, შესაბამისი მიღება-გადაცემის აქტ(ებ)ის შედგენით.
დასაშვებია პრეტენდენტების მიერ შესაძენი ქონების არსებული მდგომარეობის ადგილზე დათვალიერება.
„მყიდველი“ ვალდებულია ლოკომოტივების გადაცემის შესახებ „გამყიდველის“ შეტყობინების მიღებიდან, 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში გამოცხადდეს შეტყობინებაში მითითებულ ადგილზე და ჩაიბაროს შეძენილი ქონება, მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 60 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს სს „საქართველოს რკინიგზის“ ტერიტორიის გათავისუფლება, ხოლო აღნიშნულ ვალდებულების მითითებულ ვადაში (60 კალენდარული დღე) შეუსრულებლობის შემთხვევაში, „მყიდველს“ დაეკისრება დამატებითი საფასურის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 75 ლარის ოდენობით, ერთ ლოკომოტივზე.
შეტყობინების გაგზავნა მყიდველისათვის განხორციელდება კონტრაქტის გაფორმების და თანხის სრულად გადახდის შემდეგ.
„მყიდველისათვის“ შეტყობინებისა და სხვა ოფიციალური კორესპონდენციის გაგზავნა ხორციელდება ელექტრონული ფოსტით და ჩაბარებულად ითვლება „მეილის“ გაგზავნის დღიდან. გამყიდველის მიერ გადაცემული შეტყობინების შემდგომ მყიდველის 15 (თხუთმეტი) კალენდარულ დღეში გამოუცხადებლობის შემთხვევაში ყველა მომდევნო გადაცილებული დღე გამოაკლდება ლოკომოტივების გაყვანისათვის მიცემულ 60 კალენდარულ დღეს.
მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის შემდგომ, ლოკომოტივების გატანა/ტრანსპორტირების უზრუნველყოფა განხორციელდება „მყიდველის“ მიერ, მისივე ხარჯებით. არსებული მდგომარეობით, ლოკომოტივების გადაგზავნა „ცივ მდგომარეობაში“ შეუძლებელია (ლოკომოტივებისა და ძრავვაგონიანი მოძრავი შემადგენლობის გადაგზავნის ინსტრუქციის შესაბამისად).
ლოკომოტივების, გადაგზავნას „ცივ მდგომარეობაში“ და მათი ტრანსპორტირებისათვის მომზადებას (ლოკომოტივებისა და ძრავვაგონიანი მოძრავი შემადგენლობის გადაგზავნის ინსტრუქციის შესაბამისად) უზრუნველყოფს მყიდველი თავის ხარჯებით.
„მყიდველის“ მოთხოვნის შემთხვევაში, „გამყიდველი“, ცალკე ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს თავისივე სარემონტო საწარმოებში ლოკომოტივების „ცივ მდგომარეობაში“ ტრანსპორტირებისათვის მომზადებას, ფაქტიურად შესრულებული სამუშოს ხარჯთაღრიცხვა, დამტკიცებული აუდიტის მიერ, წარედგინება მყიდველს ანაზღაურების მიზნით. ლოკომოტივების სარემონტო საწარმოში ყოფნის პერიოდი არ ჩაითვლება 60 დღიან ვადაში.
შეძენილი ლოკომოტივების „ცივ მდგომარეობაში“ გადასაგზავნად საჭირო ტექნიკურ აქტს ტუ-25-ს გასცემს საქართველოს რკინიგზა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მყიდველის ხარჯებით.

;