|
კატეგორია:
სხვა სახის შენობა–ნაგებობა
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
დასახელება:ზესტაფონის რ-ნი. სოფ. ქვედა საქარაში მდებარე ყოფილი "არგვეთის სატვირთო ეზო"
განაცხადის #:156GUC119 აუქციონის #: 156 ლოტის #: 1 საქმის ნომერი: რეალიზება დაწყება/დასრულება: 01/07/2019 15:00 - 22/07/2019 15:00 ლოტის სტატუსი: ჩაშლილი ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 50000GEL
მიმდინარე ფასი :
470000 GEL
საწყისი ფასი: 470000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 20000 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: საქართველოს რკინიგზა მისამართი: ქ.თბილისი, თამარ მეფის გამზ. #15 ტელეფონი: 995- |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | ზესტაფონის მუნიციპალტეტი, სოფ. ქვედა საქარა | კონდიციონერი | - | საქმის ნომერი | რეალიზება | მიწის ფართობი(მ²) | 66837 | საკადასტრო კოდი | 32.03.49.581 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | წყალი და კანალიზაცია | - | ელექტრო მომარაგება | - | ბუნებრივი გაზი | - | ტელეფონი | - | ინტერნეტი | - | პარკირება | - | ლიფტი | - | ბუხარი | - | ავეჯი | - | აივანი | - | ლოჯი | - | TV | - | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | ზესტაფონი | ცხელი წყალი | - | გათბობა | - | სათავსო | - | გადახდის პერიოდი | 35 | ტელეფონის ნომერი | 995-599334446 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | „უძრავ ქონებაზე“ განსახორციელებელი ინვესტიციის დაახლოებითი მოცულობა იქნება 40 000 000 აშშ დოლარი; „მყიდველი“ ვალდებულია: განხორციელებული ინვესტიციის შედეგად „უძრავ ქონებაზე“ საკუთრების უფლების გადასვლიდან 12 თვის ვადაში, შექმნას სამუშაო ადგილები და უზრუნველყოს არანაკლებ 500 საქართველოს მოქალაქის დასაქმება არანაკლებ 10 წლის განმავლობაში; „უძრავ ქონებაზე“ საკუთრების უფლების გადასვლიდან 12 თვის ვადაში, დაიწყოს და 10 წლის განმავლობაში უზრუნველყოს ტვირთის გადაზიდვა სს „საქართველოს რკინიგზის“ ან/და მის მიერ მითითებული ნებისმიერი იურიდიული პირის მეშვეობით, რომლის მოცულობაც წელიწადში იქნება არანაკლებ 120 000 ტონა; ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, საკუთარი სახსრებით განახორციელოს გეოლოგიური კვლევა მიწის ნაკვეთზე სილიკო მანგანუმის ქერქული ნარჩენის მარაგის არსებობის დადგენის მიზნით და აღნიშნული გეოლოგიური დასკვნა წარუდგინოს სსიპ „წიაღის ეროვნულ სააგენტოს“ და სს „საქართველოს რკინიგზას“; შეასრულოს სსიპ "წიაღის ეროვნული სააგენტოს" მიერ, შესაბამისი გეოლოგიური დასკვნის წარდგენის შედეგად განსაზღვრული ყველა ვალდებულება; საინვესტიციო ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე, „გამყიდველის “ წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, „მყიდველს“ ეკრძალება ნასყიდობის საგნის სრულად და/ან ნაწილობრივ განკარგვა (მათ შორის გაყიდვა და/ან გაჩუქება ან/და რაიმე ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით ან/და სხვა რაიმე სანივთო-სამართლებრივი უფლებით დატვირთვა (უზუფრუქტი, სერვიტუტი, აღნაგობა)), აღნიშნული შეზღუდვები დარეგისტრირდება სსიპ "საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს" ამონაწერის შესაბამის გრაფაში. იმ შემთხვევაში, თუ „მყიდველის“ მიერ არ შესრულდება საინვესტიციო ვალდებულების ერთ-ერთი პირობა მაინც, „გამყიდველი“ უფლებამოსილია მიმართოს სსიპ "საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს" ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეგისტრაციის გაუქმებისა და ნასყიდობის საგნის ხელშეკრულების გაფორმებამდე არსებულ მდგომარეობაში დაბრუნების თაობაზე. ამასთან, ნასყიდობის საგანზე ხელშეკრულების შესაბამისად რეგისტრირებული საკუთრების უფლების გაუქმება არ წარმოშობს „საქართველოს რკინიგზის“ ვალდებულებას შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულებით „მყიდველის“ მიერ მისთვის გადახდილი ნასყიდობის ფასის დაბრუნების თაობაზე. (დეტალური ინფორმაციისთვის იხ. მიმაგრებული ფაილი „სააუქციონო პირობები“). |
მოკლე აღწერილობა | სს "საქართველოს რკინიგზა" აცხადებს ელექტრონულ აუქციონს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვემო საქარაში მდებარე 32.03.49.581 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 66 837 კვ.მ. მიწის ფართის და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობების რეალიზების მიზნით (იხ. მიმაგრებული ფაილი "სააუქციონო პირობები"). უძრავ ქონებაზე შესაძლებელია არსებობდეს სილიკო მანგანუმის ქერქული ნარჩენის მარაგი; |
პირობა |
"მყიდველი" ვალდებულია ელექტრონული აუქციონის დასრულების დღიდან, 15 სამუშაო დღის ვადაში გადაიხადოს აუქციონის შედეგად დაფიქსირებული უძრავი ქონების სრული ღირებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში აუქციონის შედეგები გამოცხადდება ბათილად და არ დაუბრუნდება "ბე"-ს სახით გადახდილი თანხა. ქონების მესაკუთრესა და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულს შორის, ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდება უძრავი ქონების სრული ღირებულების გადახდიდან 20 სამუშაო დღის ვადაში, იმ პირობების გათვალისწინებით, რომლის შინაარსიც გამოქვეყნებულია ლოტის საინფორმაციო ველში. (იხ. მიმაგრებული ფაილი "იჯარის ხელშეკრულება"და "სააუქციონო პირობები"). უძრავი ქონების მყიდველმა უნდა განახორციელოს საინვესტიციო ვალდებულებები. სარეალიზაციო ქონების და სააუქციონო პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სს "საქართველოს რკინიგზაში". ქ. თბილისი, თამარ მეფის გამზირი N15. საკონტაქტო ტელეფონები: (+995)599 334446, (+995) 591 199181, აუქციონის პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე 2 601 601. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |