ამობეჭდვის თარიღი: 29.04.2025 19:37:41
კატეგორია: შავი მეტალი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ერთი ერთეული ჩამოწერილი, ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარი მცირე საპატრულო კატარღა ძრავის გარეშე
განაცხადის #:35172CSL61173219
აუქციონის #: 35172
ლოტის #: 611732
დაწყება/დასრულება: 09/07/2019 10:00 - 20/07/2019 10:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 500GEL
მიმდინარე ფასი : 2835 GEL
საწყისი ფასი: 2835 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 100 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი დელტა
მისამართი: ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონში / მნათობის 73
ტელეფონი: 995-2710002
თვისებები
წონა(კგ)6300ქვეყანასაქართველო
ქუჩა(დასახელება/ნომერი)• ფოთის ახალი პორტიგადახდის პერიოდი7
ტელეფონის ნომერი595050463
;
აღწერილობა
აღწერილობა

ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის 191, საკონტაქტო ტელეფონი: 595050463

 

ქონების დათვალიერებასთან დაკავშირებული საკითხები: 595042302

მოკლე აღწერილობა

·      პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო: სსიპ - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“

·      საპრივატიზებო ქონების დასახელება: ფოთის ახალი პორტის ტერიტორიაზე განთავსებული  (ერთი ერთეული  ჩამოწერილი,  ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარი მცირე საპატრულო კატარღა ძრავის გარეშე) შავი ლითონის ჯართი (შემადგენლობა შავი მეტალი CT 20), სავარაუდო წონ- 6300კგ.

პირობა

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

·   საპრივატიზებო ქონების საწყის საპრივატიზებო თანხა2835,00 (ორიათას რვაასოცდათხუთმეტი) ლარი.

· უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობა500,00 (ხუთასი) ლარი, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადას.

·   ბიჯი: 100 (ასი) ლარი

·    ლოტი: 1 (ერთი).

·      ელექტრონული აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების შემძენი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ამ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.

·    პირობები: შეძენილი ქონების საფასურის (აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი, გადახდილი „ბე“-ს გამოკლებით) გადახდის ვადა: აუქციონის დასრულებიდან - არაუმეტეს 7 კალენდარული დღე.

 

მყიდველი ვალდებულია ქონების მიღებამდე და/ან მიღების პროცესში, დელტას წარმომადგენლის თანდასწრებით, საკუთარი ხარჯებით მოახდინოს მისი გადაწონვა - დაკალიბრებული და სერტიფიცირებული  სასწორის საშუალებით, რის შემდეგაც დაკორექტირდება სარეალიზაციოდ წარმოდგენილი ქონების ჯამური ღირებულება და მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაში შევა შესაბამისი  ცვლილება  შეთანხმების სახით. გადაწონვის დროს წონის ზედმეტობის შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს ზედმეტობით გამოწვეული სხვაობის ღირებულება (შესაბამისი პროპორციით) მისი დადგენიდან არაუგვიანეს 7 კალენდარულ დღეში და მხოლოდ ამის შემდგომ მოახდინოს ქონების გატანა.

მყიდველი ვალდებულია  წარმოადგინოს სასწორის სერტიფიცირების და დაკალიბრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

 

მყიდველი ვალდებულია ქონების გატანა განახორციელოს საკუთარი ხარჯებით.

შეძენილი ქონების გატანა განხორციელდება ქონების საფასურის სრულად გადახდიდან

არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში, 10:00სთ-დან 16:00სთ-მდე.

 

ქონების გატანის ვადების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა - ქონების სარეალიზაციო ღირებულების 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

 

ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად. ასეთ შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგები, პრივატიზებული ქონება უბრუნდება გამყიდველს და  სახელმწიფო ქონების შემძენს არ უნაზღაურდება საპრივატიზებო თანხა, გადახდილი თანხები და ქონებაზე გაწეული დანახარჯები.

მყიდველის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა მყიდველს არ უბრუნდება.

დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხის გადახდა არ ათავისუფლებს მყიდველს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან.

თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში რეგისტრირებული პირები რომლებმაც გადაიხადეს ბე ან/და წარმოადგინეს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.

აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდებათ აუქციონის დასრულებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში.

ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ:

ა) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;

ბ) აუქციონში გამარჯვებულმა პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხადა საპრივატიზებო საფასური;

გ) დაარღვია აუქციონში მონაწილეობის „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონით და „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესით“ დადგენილი პირობები

ქონების შემძენს შეძენილ ქონებაზე საპრივატიზებო საფასურის გადახდამდე არ აქვს უფლება გაცემული ქონება გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს. ამასთან, ის პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.

 

·   ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების ვადა:

აუქციონის დასრულებიდან არაუმეტეს 20 კალენდარული დღე;

 

აუქციონში გამარჯვებულმა პირმა, აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 7 კალენდარულ დღეში უნდა წარმოუდგინოს გამყიდველს (სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტა“-ს)

·   პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ფიზიკური პირის შემთხვევაში);

· სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა ან დაწესებულების მიერ გაცემულ სათანადო მინდობილობა, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;

· სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება) ასლები  და განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედი ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში);

·  საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

გამარჯვებულად გამოვლინდება აუქციონში მონაწილე ის პირი, რომელიც აიღებს ვალდებულებას დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში სახელმწიფო ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.

 თანდართული დოკუმენტაცია: კატარღის სურათები, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა.

 

გამარჯვებულის მიერ საბოლოო ანგარიშსწორება მოხდება შემდეგ ანგარიშზე:

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი დელტა


ს/კ 202297335

 

მიმღების დასახელება- ხაზინის ერთიანი ანგარიში:

მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა;

ბანკის კოდი -  TRESGE22;

მიმღების ანგარიში /სახაზინო კოდი 707297519

;