|
![]() |
კატეგორია:
არასასოფლო მიწა შენობით
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. გარდაბანში დ. აღმაშენებლის #27 მდებარე მიწის ნაკვეთები და მასზე განთავსებული (ყოფილი საავადმყოფო) შენობა ნაგებობები(პირობიანი ელ აუქციონი)
განაცხადის #:31810CGH61695619 აუქციონის #: 31810 ლოტის #: 616956 საქმის ნომერი: 6 დაწყება/დასრულება: 02/08/2019 15:00 - 21/08/2019 15:00 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 1 ბიჯი საგარანტიო თანხა: 50096GEL
დასრულების დრო: 21.08.2019 15:00:00
გაყიდვის ფასი : 551056.0000 GEL
საწყისი ფასი: 500960 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 50096 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: გარდაბნის მუნიციპალიტეტი მისამართი: გარდაბნის რაიონში / აღმაშენებლის 127 ტელეფონი: 995- |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | აღმაშენებლის # 27 | საქმის ნომერი | 6 | ბრძანების ნომერი | 2385 | ქვეყანა | საქართველო | საკადასტრო კოდი | 81.15.13.453 81.15.13.454 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | წყალი და კანალიზაცია | - | ელექტრო მომარაგება | - | ბუნებრივი გაზი | - | გადახდის პერიოდი | 15 | ტელეფონის ნომერი | 591180580 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | ყურადღება! ელექტრონული აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზებისას, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის გაფორმებიდან (ოქმი უნდა გაფორმდეს აუქციონის დასრულებიდან 15 კალენდარულ დღეში) 15 კალენდარულ დღის ვადაში უნდა გაფორმდეს აუქციონატორსა და აუქციონში გამარჯვებულს შორის პირობებიანი ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში ხელშეკრულება). უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 15 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადას აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარულ დღეში გადაიხადოს ქონების ნასყიდობის საბოლოო თანხა. აუქციონის დასრულებამდე ქონების დათვალიერება შესაძლებელია პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით, საკონტახტო პირი: ილგამ მამედოვი; 591 180 580 ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601 |
მოკლე აღწერილობა | 1) 81.15.13.454 საკადასტრო კოდზე მითითებულ შენობა-ნაგებობა #1-ის I სართულზე არსებული 150 კვ.მ წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. 2) 81.15.13.453 საკადასტრო კოდზე მითითებულ შენობა-ნაგებობა #1-ის სახურავზე განთავსებული 8 კვ ფართი გაცემულია იჯარით 5 წლის ვადით , რომელიც გაუქმდება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად პრივატიზაციის შემთხვევაში. 3) 81.15.13.453 საკადასტრო კოდზე არსებული 99 კვ.მ დატვირთულია სერვიტუტით. |
პირობა | ყურადღება! 1.საავადმყოფო- სამკურნალო ცენტრი, სტაციონარი ზემოთ ჩამოთვლილი პროექტებიდან გამარჯვებულმა მხარემ უნდა განახორციელოს ერთ-ერთი პროექტი 1-დან 5 წლამდე ვადაში თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი წესით, გადაიხადეს „ბე“ ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ აუქციონში მონაწილეობისათვის გადახდილი „ბე“ ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |