ამობეჭდვის თარიღი: 21.12.2024 16:52:11
კატეგორია: სხვა ტიპის იჯარა
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:თამარ მეფის სახელობის მესტიის აეროპორტისა და ამბროლაურის აეროპორტის ტერიტორიაზე აეროპორტების უკაბელო ინტერნეტით (Wi-Fi) რეკლამის გავრცელების ექსკლუზიური უფლების გადაცემა
განაცხადის #:28269BNT62523419
აუქციონის #: 28269
ლოტის #: 625234
რაოდენობა: 1
დაწყება/დასრულება: 20/09/2019 14:00 - 26/09/2019 15:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 600GEL
მიმდინარე ფასი : 290 GEL
საწყისი ფასი: 290 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 50 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისის, ისანი-სამგორის რაიონში, აეროპორტი, (აეროპორტის დასახლება)
ტელეფონი: 995-595796226
თვისებები
ქალაქიმესტიაქვეყანასაქართველო
ქუჩა(დასახელება/ნომერი)მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებირაოდენობა1
ბრძანების ნომერი57შეფასების თანხა290
სარგებლობაში გადაცემის ვადა1 წელიზომის ერთეულიერთეული
ტელეფონის ნომერი595796226
;
აღწერილობა
აღწერილობათამარ მეფის სახელობის მესტიის აეროპორტსა და ამბროლაურის აეროპორტში უკაბელო ინტერნეტით (Wi-Fi) რეკლამის გავრცელების ექსკლუზიური უფლების პირობებით გადაცემა
მოკლე აღწერილობა
თამარ მეფის სახელობის მესტიის აეროპორტსა და ამბროლაურის აეროპორტში უკაბელო ინტერნეტით (Wi-Fi) რეკლამის გავრცელების ექსკლუზიური უფლების პირობებით გადაცემა.
 

პირობა
·    
·       აუქციონის საგანს წარმოადგენს, თამარ მეფის სახელობის მესტიის აეროპორტსა და ამბოლაურის აეროპორტის ტერიტორიებზე, აეროპორტის უკაბელო ინტერნეტით (Wi-Fi) რეკლამის გავრცელების ექსკლუზიური უფლების გადაცემა. კერძოდ უფლების მიმღებს მიენიჭება დაშვება, უკაბელო ინტერნეტის სისტემაზე იმგვარად, რომ მას შესაძლებლობა ქონდეს აეროპორტების ტერიტორიაზე (უკაბელო ინტერნეტის გავრცელების არეალი) უკაბელო ინტერნეტთან ამა თუ იმ მოწყობილობის დაკავშირებისას ამ მოწყობილობაში გამოჩნდეს რეკლამის გამავრცელებლის მიერ მოწოდებული სარეკლამო მასალა. 
·       უფლება ამავდროულად მოიცავს შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ვალდებულებას, არ დაუშვას მესამე პირის მიერ აღნიშნული უფლებით სარგებლობა, რაც თავის მხრივ გულისხმობს ასეთი სარგებლობის დაფიქსირებისთანავე, გონივრულ ვადაში, მის აღკვეთას.
·       აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც აქვს საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება.
·       უფლების გადაცემის ვადა - 1 წელი, ვადის ამოწურვისას მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია ვადის გაგრძელება არაუმეტეს ერთი წლით.
·       სარეკლამო მასალების გავრცელების ექსკლუზიური უფლების გადაცემის საწყისი ყოველთვიური საფასური განისაზღვროს თვის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 25%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 290 ლარი.

·       უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს თანხა -  განისაზღვროს 600 ლარი, რომლის მოქმედების ვადა 7 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს უფლების გადაცემის ვადას.

·       აუქციონში გამარჯვების შემდეგ, გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების გარანტია (ხელშეკრულების წლიური ფასის 20%-ის ოდენობით) შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ანგარიშზე თანხის დეპონირების სახით ან ამავე რაოდენობის თანხაზე უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადა უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ვადას არანაკლებ 7 კალენდარული დღით. საგარანტიო თანხა/საბანკო გარანტია  აუქციონში გამარჯვებულს დაუბრუნდება უფლების გადაცემის ვადის გასვლიდან 7 კალენდარული დღის ვადაში.

·        აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია უფლების გადაცემის საწყის  ღირებულებაზე ბიჯის დანამატის შედეგად შემოთავაზებული მაქსიმალური საფასურის  ოდენობა.
·        აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, უზრუნველყოს აეროპორტებში მისი საქმიანობის, მათ შორის, სარეკლამო საქმიანობის შესაბამისობა საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან.
·        აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია უზრუნველყოს აეროპორტების უკაბელო ინტერნეტის სისტემასთან სათანადოდ დაკავშირებისა და რეკლამის გავრცელებისათვის აუცილებელი მოწყობილობების მობილიზება და უკაბელო ინტერნეტთან სათანადო კავშირის სისტემის გამართვა.

·        აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია უსასყიდლოდ განახორციელოს, შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისთვის სასურველი და მისთვის მიწოდებული ნებისმიერი სარეკლამო, საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებებთან დაკავშირებული ან სხვაგვარი ინფორმაციის გავრცელება სისტემის მეშვეობით.  

·        ექსკლუზიური უფლების გადაცემის ყოველთვიური საწყისი ღირებულება მოცემულია დ.ღ.გ-ს ჩათვლით.

·        აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია საიჯარო საწყის  ღირებულებაზე ბიჯის დანამატის შედეგად მაქსიმალური საფასურის შეთავაზება.

·        აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია დაემორჩილოს საავიაციო უშიშროების საერთაშორისო და ეროვნული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების მოთხოვნებს. ასევე,  საჭიროების შემთხვევაში  საკუთარი სახსრებით მიიღოს სარეჟიმო ტერიტორიაზე შესასვლელი საშვები  და გაიაროს შესაბამისი სწავლება საავიაციო უშიშროების ნორმების შესაბამისად.

·        იმ შემთხვევაში, თუ ქონების განმკარგავმა გადაავადა აუქციონის ჩატარება ან მის ჩატარებამდე გააუქმა ქონების განკარგვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, აუქციონში მონაწილეებს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს თანხა უკან უბრუნდება.

.    თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში       რეგისტრირებული პირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი წესით, გადაიხადეს „ბე“ ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ აუქციონში მონაწილეობისათვის გადახდილი „ბე“ ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება განმკარგავის ბიუჯეტში.

·        გამარჯვებულ პირს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს თანხა ეთვლება  საბოლოო ანგარიშსწორებისას, ბოლო თვეების საფასურში.

·        აუქციონში გამარჯვებიდან არაუმეტეს 45 დღის ვადაში გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.

·        გამარჯვებულის მიერ ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში,  მას ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს თანხა არ უბრუნდება.   

;