ამობეჭდვის თარიღი: 27.12.2024 03:23:23
კატეგორია: იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის შენობა-ნაგებობა #1-ში მდებარე 4,5 კვ.მ ფართობის (ობიექტი #1 სიტუაციური ნახაზის შესაბამისად)
განაცხადის #:28269BNT63167319
აუქციონის #: 28269
ლოტის #: 631673
დაწყება/დასრულება: 23/10/2019 18:00 - 28/10/2019 18:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 32 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 3000GEL
დასრულების დრო: 28.10.2019 18:12:00
გაყიდვის ფასი : 5200.0000 GEL
საწყისი ფასი: 2000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 100 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისის, ისანი-სამგორის რაიონში, აეროპორტი, (აეროპორტის დასახლება)
ტელეფონი: 995-595796226
თვისებები
გათბობა-აივანი-
ლოჯი-TV-
ცხელი წყალი-კვადრატულობა(მ²)4.5
წყალი და კანალიზაცია-ტელეფონი-
ინტერნეტი-პარკირება-
ლიფტი-ბუხარი-
ბრძანების ნომერი#69 23.10.19წ.საკადასტრო კოდი34.02.62.434
Rs რუკის მხარდაჭერა-ელექტრო მომარაგება-
ბუნებრივი გაზი-ქვეყანასაქართველო
ქალაქიქუთაისიქუჩა(დასახელება/ნომერი)სამტრედიის რაიონი, სოფ. დიდი ჯიხაიში დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
შენობის პროექტიარასტანდარტულიშენობის მდგომარეობაახალი გარემონტებული
სათავსო-გადახდის პერიოდი30
ამონაწერი საჯარო რეესტრიდანსარგებლობაში გადაცემის ვადა2020 წლის 31 მარტამდე. მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია ვადის გაგრძელება არაუმეტეს 6 თვით.
ტელეფონის ნომერი599151908
;
აღწერილობა
აღწერილობა

ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შპს ”საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ადმინისტრაციაში. საკონტაქტო ტელ: 2487353, 599151908; 595796226;

მოკლე აღწერილობა

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის შენობა-ნაგებობა #1-ში  მდებარე  4,5 კვ.მ ფართობის (ნახევარი სალარო, სათავსო ოთახის გარეშე, ობიექტი #1) დროებით სასყიდლიან სარგებლობაში (იჯარით),  პირობებით გადაცემის შესახებ.  დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემული ფართი გამოყენებულ უნდა იქნეს მსუბუქი მაღალი გამავლობის და მსუბუქი ავტომობილების გაქირავების სერვისის უზრუნველყოფის მიზნით.  

პირობა

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

·      დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემული ფართი გამოყენებულ უნდა იქნეს მსუბუქი მაღალი გამავლობის და მსუბუქი ავტომობილების გაქირავების სერვისის უზრუნველყოფის მიზნით.  
·      დროებით სარგებლობაში გადაცემის ვადა - 2020 წლის 31 მარტამდე. მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია ვადის გაგრძელება არაუმეტეს 6 თვით. 
·      დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის ყოველთვიური საიჯარო საწყისი ღირებულება - 2000 (ორიათასი) ლარი (დღგ-ს ჩათვლით).
·      აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადასახდელი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ან/და ბე - 3000,00 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 7 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს უძრავი ქონების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის ვადას.
·      აუქციონში გამარჯვების შემდეგ, გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების გარანტია (ხელშეკრულების წლიური ფასის 20%-ის ოდენობით) შპს ”საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ანგარიშზე თანხის დეპონირების სახით, რომელიც აუქციონში გამარჯვებულს დაუბრუნდება ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 7 დღის ვადაში ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის სახით  (იმავე ოდენობით), რომლის ვადა უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას არანაკლებ 7 დღით. აღნიშნული  ხელშეკრულების შესრულების გარანტია გამოყენებულ იქნება შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ნებისმიერი იმ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, რომლებიც წარმოიშობა წინამდებარე ელექტრონული აუქციონის შედეგად გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე.
·      აუქციონში მონაწილეობის მსურველს უნდა ჰქონდეს ანალოგიური საქმიანობის წარმართვის არანაკლებ სამ წლიანი გამოცდილება. 
·      იჯარით გადაცემულ ფართში, რეისის მოფრენამდე 1 საათით ადრე და რეისიდან 2 საათის შემდეგ აუცილებლად უნდა იმყოფებოდეს ავტომანქანების გამქირავებელი კომპანიის წარმომადგენელი და ხორციელდებოდეს შესაბამისი მომსახურების გაწევა მსურველი პირებისთვის. 
·      მოიჯარე ვალდებულია მუდმივად მობილიზებული ჰყავდეს არანაკლებ 3 (სამი) ერთეული სატრანსპორტო საშუალება. მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს დამატებითი სატრანსპორტო საშუალებების მობილიზება.
·      შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ავტოსადგომზე მოიჯარისთვის 3 ადგილის უსასყიდლოდ გამოყოფას. დამატებითი ადგილის საჭიროების შემთხვევაში, თითეული ადგილის ღირებულება განისაზღვრება შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ დადგენილი ტარიფის შესაბამისად (რომელიც დღეის მდგომარეობით შეადგენს: 1 საათი - 1 ლარი; სადღეღამისო დგომის შემთხვევაში -7 ლარი).
·      გამარჯვებული ვალდებულია განახორციელოს იჯარით გადაცემულ ფართის ბრენდირება,  შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან“ წინასწარი შეთანხმებით. ბრენდირების დიზაინის ნიმუში წარმოდგენილ იქნეს ხელშეკრულების გაფორმებამდე.
·      გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 1 კვირის ვადაში დაიწყოს სააუქციონო პირობებით გათვალისწინებული საქმიანობა.
·      დასაშვებია იჯარის ხელშეკრულების ვადამდე მოშლა, სსიპ ”სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” ან მისი უფლებამონაცვლის მიერ აღნიშნული ქონების შპს ”საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” კაპიტალიდან ამოღების ან მეიჯარის მიერ მოშლის თაობაზე ცალმხრივი ნების გამოვლენის შემთხვევაში. იჯარის ხელშეკრულების დასახელებული საფუძვლით მოშლის ვადა შეადგენს მოშლის თაობაზე შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან არაუმეტეს ორ თვეს.
·        აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა სუბიექტს, რომელსაც გააჩნია საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება.
·        ფართის დროებით სარგებლობაში გადაცემის ყოველთვიური საწყისი ღირებულება მოცემულია დ.ღ.გ-ს ჩათვლით.
·        აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია დროებით სასყიდლიან სარგებლობაში (იჯარით) გადაცემის საწყის  ღირებულებაზე ბიჯის დანამატის შედეგად მაქსიმალური საფასურის შეთავაზება.
·        აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია დაემორჩილოს საავიაციო უშიშროების საერთაშორისო და ეროვნული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების მოთხოვნებს. ასევე,  საჭიროების შემთხვევაში  საკუთარი სახსრებით მიიღოს სარეჟიმო ტერიტორიაზე შესასვლელი საშვები  და გაიაროს შესაბამისი სწავლება საავიაციო უშიშროების ნორმების შესაბამისად.
·        ქონების განმკარგავი უფლებამოსილია აუქციონის დასრულებამდე გააუქმოს ქონების განკარგვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება და შეწყვიტოს აუქციონი. თუ ქონების განმკარგავმა შეცვალა ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის წესი ან სხვა პირობები და განათავსა ვებ-გვერდზე, აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა.
·        გამარჯვებულ პირს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს თანხა ეთვლება  საბოლოო ანგარიშსწორებისას, ბოლო თვეების საფასურში.
·        აუქციონში გამარჯვებიდან არაუმეტეს 45 დღის ვადაში გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.
·        გამარჯვებულის მიერ ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში,  მას ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს თანხა არ უბრუნდება.   
·        ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ფარავს ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები.
·        თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი წესით, გადაიხადეს „ბე“ ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ აუქციონში მონაწილეობისათვის გადახდილი „ბე“ ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება განმკარგავის ბიუჯეტში.

;