ამობეჭდვის თარიღი: 27.09.2024 02:12:46
კატეგორია: იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ ქალაქ თბილისის N61 საჯარო სკოლის სარგებლობაში არსებული ფართი
განაცხადის #:30851CBX63525419
აუქციონის #: 30851
ლოტის #: 635254
დაწყება/დასრულება: 02/12/2019 15:30 - 07/12/2019 15:45
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 700GEL
დასრულების დრო: 07.12.2019 15:45:00
გაყიდვის ფასი : 575.0000 GEL
საწყისი ფასი: 570 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 5 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ქალაქ თბილისის #61 საჯარო სკოლა
მისამართი: ქ. თბილისის საბურთალოს რაიონში / ვ. დოლიძის ქ. 3
ტელეფონი: 971-577389638
თვისებები
გათბობა-აივანი-
ლოჯი-TV-
ცხელი წყალი-კვადრატულობა(მ²)264.8
წყალი და კანალიზაცია-ტელეფონი-
ინტერნეტი-პარკირება-
ლიფტი-ბუხარი-
Rs რუკის მხარდაჭერა-ელექტრო მომარაგება-
ბუნებრივი გაზი-შენობის პროექტიარასტანდარტული
შენობის მდგომარეობაახალი გარემონტებულიქვეყანასაქართველო
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ვ. დოლიძს ქ.N3სათავსო-
სარგებლობაში გადაცემის ვადა1 (ერთი) წელიტელეფონის ნომერი577123425
;
აღწერილობა
აღწერილობაიჯარით გაიცემა სსიპ ქალაქ თბილის N61 საჯარო სკოლის მეორე სართულზე არსებული 264.8 კვ.მ ფართი (სააქტო დარბაზი 231,1 კვ.მ, სააქტო დარბაზის დამხმარე ფართი 33,7 კვ.მ),  ინვენტართან ერთად (რბილი სკამი - 108 ცალი, მასწავლებლის მაგიდა - 2 ცალი, კარადა - 2 ცალი, კონდიციონერი - 3 ცალი, მერხი - 12 ცალი,  პიანინო - 1 ცალი) , ნებადართული საქმიანობის ნუსხით განსაზღვრული საქმიანობების განხორციელების მიზნით.
მოკლე აღწერილობატელ: 577123425 შორენა ღუდუშაური
პირობა

1. იჯარით გაიცემა სსიპ ქალაქ თბილისის N61 საჯარო სკოლის მეორე სართულზე არსებული 264.8 კვ.მ. ფართი ნებადართული საქმიანობების ნუსხით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების მიზნით, ინვენტართან ერთად;

2. საწყისი ფასი შეადგენს 1 (ერთი) თვის საიჯარო გადასახადს;

3. ფართი იჯარით გაიცემა 1 (ერთი) წლის ვადით, ფართი იჯარით გაიცემა არაუადრეს 2020 წლის 3 იანვრისა;

4. საიჯარო ქირაში შედის კომუნალური გადასახადები (წყლის, ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიის გადასახადი) და მოძრავი ქონების გადასახადი;

5. მოიჯარეს ფართით სარგებლობის უფლება აქვს საათობრივად კვირაში 15 საათით;

6. მოიჯარე ვალდებულია დროულად გადაიხადოს საიჯარო ქირა, დაიცვას სანიტარულ-ჰიგიენური და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ნორმები. მოიჯარეს მიერ ფართით სარგებლობამ ხელი არ უნდა შეუშალოს სასწავლო პროცესის ნორმალურად მიმდინარეობას;

7. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 2 (ორი) კვირის ვადაში გაუქმებული იქნება მოიჯარესთან გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება;

8. მეიჯარეს უფლება აქვს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მოთხოვნით ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ ირღვევა ბავშვთა უსაფრთხოებასთან და უფლებებთან დაკავშირებული რეგულაციები;

9. მოიჯარეს მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა (ბე) ჩაითვლება საიჯარო ქირაში საბოლოო ანგარიშსწორებისას;

10. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში რეგისტრირებული პირები არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულიად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში;

11. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულიად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულებაზე ხელმოწერაზე უარი განაცხადა;

12. თუ სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებულმა პირმა არ უზრუნველყო აუქციონის მონაწილედ დარეგისტრირება, მაგრამ ამის მიუხედავად ელექტრონული აუქციონი შედგა, წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება დაინტერესებულ პირს.

13. სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონში მონაწილეობის წესის პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა;

14. აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

მიმაგრებულ  ფაილებში იხილეთ   “სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანება და ნებადართული საქმიანობების ნუსხა.


;