ამობეჭდვის თარიღი: 17.05.2025 04:58:21
კატეგორია: არასასოფლო მიწა
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დაბა ქედა, ვაჟა-ფშაველას ქ. №7-ში მდებარე 96.0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის
განაცხადის #:79545JSX63665519
აუქციონის #: 79545
ლოტის #: 636655
დაწყება/დასრულება: 22/11/2019 17:00 - 02/12/2019 17:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 316.80GEL
დასრულების დრო: 02.12.2019 17:00:00
გაყიდვის ფასი : 1108.8000 GEL
საწყისი ფასი: 1056 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 52.80 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: ქედის მუნიციპალიტეტი
მისამართი: ქედის რაიონი / კოსტავას 3
ტელეფონი: 971-599851244
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)დაბა ქედა, ვაჟა-ფშაველას ქ. №7ბრძანების ნომერი1229
ქვეყანასაქართველოქალაქიქედა
მიწის ფართობი(მ²)96შენობის ფართობი(მ²)0
საკადასტრო კოდი21.03.33.325Rs რუკის მხარდაჭერა-
წყალი და კანალიზაცია-ელექტრო მომარაგება-
ბუნებრივი გაზი-გადახდის პერიოდი30
საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა45შეფასების თანხა1056
ზომის ერთეულიკვადრატული მეტრიტელეფონის ნომერი599851244
;
აღწერილობა
აღწერილობაყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601
მოკლე აღწერილობაქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დაბა ქედა, ვაჟა-ფშაველას ქ. №7-ში მდებარე 96.0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი
პირობა

1. ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დაბა ქედა, ვაჟა-ფშაველას ქ. №7-ში მდებარე 96.0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ21.03.33.325) პრივატიზება განხორციელდეს პირობიანი ელექტრონული აუქციონის ფორმით.

2. ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დაბა ქედა, ვაჟა-ფშაველას ქ. №7-ში მდებარე 96.0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ21.03.33.325) საწყისი საპრივატიზებო თანხა განისაზღვროს 1056.0 (ათას ორმოცდათექსმეტი) ლარის ოდენობით.

3. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადასახდელი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/“ბე“ განისაზღვროს 316.80 (სამას თექსმეტი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარის ოდენობით.

4. „ბიჯი“ განისაზღვროს 52.80 (ორმოცდათორმეტი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარის ოდენობით.

5. ფასის თაობაზე შემოთავაზებული საბოლოო თანხა (ბიჯი), რომლითაც გამოვლინდება გამარჯვებული ემატება საწყის გასაყიდ ფასს და მათი ჯამი წარმოადგენს საბოლოო გასაყიდ ფასს.

6. აუქციონის დაწყების და დასრულების დრო: აუქციონი იწყება 2019 წლის 22 ნოემბერს 17:00 საათზე და სრულდება 2019 წლის 2 დეკემბერს 17:00 სათზე;

7. აუქციონის პირობებად განისაზღვროს:

ა) მიწის ნაკვეთზე განახორციელოს 12 თვის ვადაში არანაკლებ 8 000 (რვა ათასი) ლარის ინვესტიცია და მოაწყოს მცირე საწარმო ობიექტი.

ბ) ობიექტში დაასაქმოს არანაკლებ 2 ადგილობრივი მცხოვრები.

გ) ობიექტის პროფილი შეინარჩუნოს არანაკლებ 2 წლით.

დ) ობიექტის ამოქმედება მოახდინოს მშენებლობის ნებართვის გაცემიდან 12 თვეში.

ე) მუნიციპალიტეტის თანხმობის გარეშე არ მოახდინოს მიწის ნაკვეთის გაყოფა ან გასხვისება.

ვ) ქონების მყიდველის მიერ აუქციონის პირობების ვადებში შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონება უბრუნდება მესაკუთრეს - ქედის მუნიციპალიტეტს ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე

თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი წესით, გადაიხადესბეან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ აუქციონში მონაწილეობისათვისგადახდილიბეან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

1.3. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა:

ა) ვებგვერდზე www.eauction.ge დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური, ასევე, იურიდიული პირები);

ბ) რეგისტრაციის დროს ელექტრონული აუქციონის წესების გაცნობა და მათზე თანხმობის გაცხადება.

გ) პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში, ელექტრონული აუქციონის პირობების გაცნობა;

დ) საბანკო დაწესებულების მეშვეობით, აგრეთვე, „ინტერნეტბანკინგის“, საბანკო პლასტიკური ბარათისა და სხვა ელექტრონული საშუალებების მეშვეობით, „ბე“-ს გადახდა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა/გააქტიურება (ელექტრონულად). აუქციონში მონაწილეობის მსურველმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე ქონების პრივატიზებისთვის/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემისთვის მოწყობილ ელექტრონულ აუქციონში, „ბე“ უნდა გადაიხადოს ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია წარმოადგინოს/გააქტიუროს (ელექტრონულად) თითოეული ქონებისათვის ცალ-ცალკე.

1.4. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველს შეიძლება უარი ეთქვას ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობაზე, თუ დარღვეულია „1.3.“ პუნქტის მოთხოვნები.

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონში გამარჯვების თაობაზე შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან სამი სამუშაო დღის ვადაში გამოცხადდეს ქედის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სამსახურში და ნასყიდობის ხელშეკრულების დასადებად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია. ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო აუქციონზე შეძენილი ქონების ღირებულების გადახდა უნდა განხორციელდეს სრულად, ხელშეკრულების დადებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

;