ამობეჭდვის თარიღი: 28.04.2025 20:24:56
კატეგორია: იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: საჯარო აუქციონი
დასახელება:თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში ბანკის მომსახურების ცენტრის განთავსება
განაცხადის #:50419ESL63728919
აუქციონის #: 50419
ლოტის #: 637289
დაწყება/დასრულება: 02/12/2019 15:00 - 13/12/2019 15:20
საგარანტიო თანხა: 828GEL
მიმდინარე ფასი : 276 GEL
საწყისი ფასი: 276 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 25 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: საქ-ოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი
მისამართი: ძველი თბილისის (ყოფ.მთაწმ) რაიონი / ძმ. ზუბალაშვილების 6
ტელეფონი: 971-
თვისებები
გათბობა-აივანი-
ლოჯი-TV-
ცხელი წყალი-კვადრატულობა(მ²)13.8
წყალი და კანალიზაცია-ტელეფონი-
ინტერნეტი-პარკირება-
ლიფტი-ბუხარი-
ქალაქითბილისიRs რუკის მხარდაჭერა-
ელექტრო მომარაგება-ბუნებრივი გაზი-
შენობის პროექტიარასტანდარტულიშენობის მდგომარეობაახალი გარემონტებული
ქვეყანასაქართველოქუჩა(დასახელება/ნომერი)დავით აღმაშენებლის ხეივანი N64
სათავსო-სარგებლობაში გადაცემის ვადა2023 წლის 01 იანვრამდე
ტელეფონის ნომერი555432313
;
აღწერილობა
აღწერილობა

აუქციონის ჩატარების დრო: 2019 წლის 13 დეკემბერი 15:20 საათი

აუქციონის ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი ძმები ზუბალაშვილების ქუჩა N6

განცხადებების მიღების დრო: www.eauction.ge-ზე აუქციონის გამოცხადებიდან, ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, განცხადებების მიღება დასრულდება 2019 წლის 13 დეკემბერს 13:00 საათზე.

აუქციონის ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი ძმები ზუბალაშვილების ქუჩა N6

სარგებლობაში გადასაცემი საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასური - 13.8 კვ.მ. ფართის ერთი თვისსარგებლობაში გადაცემის საფასური შეადგენს  276 (ორას სამოცდათექვსმეტ) ლარს.

ბე/გამოუხმობი საბანკო გარანტიის ოდენობა -  828 (რვაას ოცდარვა ლარი) ლარი

ბილეთის ფასი: - 25 ლარი

აუქციონის ჩატარების პირობები - აუქციონის პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 ოქტომბრის N326 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ“ დებულების შესაბამისად

ბიჯის სიდიდე - 25 (ოცდახუთი) ლარი

გადაცემის ვადა - 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სააუქციონო კომისიას უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა)    შევსებული განაცხადი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას აუქციონში მონაწილეზე და განსაკარგი ქონების დასახელებას, ლოტის ნომერს და საწყის საფასურს;

ბ)   უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენის დამადასტურებელ დოკუმენტი ან „ბე“-ს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის გადახდა უნდა მოხდეს შემდეგ რეკვიზიტებზე:  „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი: TRESGE22 სახაზინო კოდი/ანგარიშის N – 7 0775 7520;

გ)    მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი რომლის გადახდა უნდა მოხდეს შემდეგ რეკვიზიტებზე: „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი: TRESGE22 სახაზინო კოდი/ანგარიშის N – 7 0775 7125;

დ)    პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ე)     სანოტარო წესით დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით.

ვ) იურიდიული პირები დამატებით წარმოადგენენ სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

საკონტაქტო პირი -  ბექარ გოგინაშვილი 555-43-23-13

მოკლე აღწერილობა

სარგებლობის გამცემი ორგანო - საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა N6

სარგებლობაში გადასაცემი ქონება - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში ბანკის მომსახურების ცენტრის განთავსების მიზნით 13.8 კვ.მ. ფართი

სარგებლობაში გადასაცემი ქონების მისამართ: თბილისის საქალაქო სასამართლო, მომსახურების ცენტრი დავით აღმაშენებლის ხეივანი N64 (საკ. კოდი 01.72.14.034.610)

პირობა

ყურადღება:

•           აუქციონში მონაწილეობის მიღებით აუქციონის მონაწილე ადასტურებს, რომ ის იღებს ვალდებულებს გამარჯვების შემთხვევაში სრულად დააკმაყოფილოს გამოცხადებული სააუქციონო პირობები;

•           აუქციონის გამარჯვების პირობაა მაქსიმალური ფასის დასახელება, რომელიც უნდა აღემატებოდეს გამოცხადებული საწყის ყოველთვიური სარგებლობის საფასურს, არანაკლებ ერთი ბიჯისა (ქონება ითვლება სარგებლობაში გადაცემულად აუქციონის საბოლოო თანხის შემომთავაზებელ  მონაწილეზე)

 

პირობები:

•           ფართი იჯარით გაიცემა მხოლოდ ბანკის მომსახურების ცენტრის განთავსების მიზნით;

•           აუქციონის მონაწილეობის მიმღები აუქციონის მონაწილე ადასტურებს, რომ ის იღებს ვალდებულებას გამარჯვების შემთხვევაში სრულად დააკმაყოფილოს გამოცხადებული სააუქციონო პირობები;

•           ყოველთვიურ გადასახდელ საიჯარო გადასახადს წარმოადგენს აუქციონის დასრულებისას დაფიქსირებული მაქსიმალური თანხა;

•           აუქციონის გამარჯვებული პირი ვალდებულია ხელშეკრულების დადების ეტაპზე, შეიმუშაოს და მეიჯარესთან შეათანხმოს სერვისის განხორციელების პირობები;

•           მოიჯარე ვალდებულია მოახდინოს დენის მრიცხველის კვანძის მოწყობა (განმხოლოება) საკუთარი სახსრებით ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 სამუშაო დღეში და მოახდინოს მოხმარებული კომუნალური ხარჯების ანგარიშსწორება.

•           აუქციონში გამარჯვებულმა თავისი ხარჯებით მოახდინოს იჯარით გაცემული ფართის კეთილმოწყობა (განახორციელოს კოსმეტიკური რემონტი და შეიტანოს ბანკის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ინვენტარი) ვიტრინა უნდა მოეწყოს მოქალაქეთა სერვის ცენტრში არსებული სხვა ბანკის მომსახურების ცენტრის ვიტრინის ანალოგიურად, მისთვის მისაღებ ბრენდულ ფერებში.

•           ფართის კეთილმოწყობის პერიოდში მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის სამუშაო პროცესი არ უნდა შეფერხდეს და არ უნდა მოხდეს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის დამტვერიანება.

•           სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სარგებლობის უფლებით გამცემ ორგანოსა და სარგებლობის უფლების მიმღებ პირს შორის იდება ხელშეკრულება სარგებლობის უფლებით ფართის გაცემის შესახებ, რომელიც ექვემდებარება სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ რეგისტრაციას. აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გაცემისას ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, რეგისტრაციის ვალდებულება ეკისრება აუქციონში გამარჯვებულს;

•           აუქციონში გამარჯვებულმა სარგებლობის უფლების საფასური უნდა გადაიხადოს უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გამცემი ორგანოსა და აუქციონში გამარჯვებულ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი წესით:

•           აუქციონის შედეგები უქმდება, თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის შესახებ ხელშეკრულებაზე ხელი მოწერაზე უარი განაცხადა. აღნიშნულ შემთხვევაში აუქციონი გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება უძრავი ქონების განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.

•           სარგებლობის უფლებით გაცემის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მხარეთა პასუხისმგებლობის საკითხი განისაზღვრება ხელშეკრულებით;

•           საბანკო გარანტია/ბე 7 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სარგებლობაში გაცემის ვადას და გამოიყენება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად.

•           აუქციონში გამარჯვებულთან დადებული ხელშეკრულების გაუქმება შესაძლებელია ქონების განმკარგავი ორგანიზაციის მიერ წერილობითი შეტყობინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში უპირობოდ, მიუხედავად აუქციონში გამარჯვებულის მიერ განხორციელებული ინვესტიციებისა. განხორციელებული ინვესტიციები არ ანაზღაურდება.
;