ამობეჭდვის თარიღი: 23.11.2024 04:16:02
კატეგორია: იჯარა (მიწა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ზღვისპირა პარკში 2053 კვ.მ და მასზე განთავსებული 202 კვ.მ შენობა-ნაგებობა (კაფე-ბარი N7, რვაფეხა)
განაცხადის #:39307DFH64079319
აუქციონის #: 39307
ლოტის #: 640793
დაწყება/დასრულება: 18/12/2019 14:00 - 26/12/2019 14:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 75000GEL
დასრულების დრო: 26.12.2019 14:00:00
გაყიდვის ფასი : 154500.0000 GEL
საწყისი ფასი: 150000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 4500 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ "ბათუმის ბულვარი"
მისამართი: ბათუმი / კ. გამსახურდიას 2 6000
ტელეფონი: 995-422278808
თვისებები
ბუნებრივი გაზი-ქალაქიბათუმი
კვადრატულობა(მ²)202წყალი და კანალიზაცია+
ელექტრო მომარაგება+ქვეყანასაქართველო
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ბათუმის ბულვარში სასტუმრო "ჰილტონი"-ს გასწვრივმიწის ფართობი(მ²)2053
საკადასტრო კოდი05.23.02.005Rs რუკის მხარდაჭერა-
სარგებლობაში გადაცემის ვადა3 წელიტელეფონის ნომერი0422 27 88 08
;
აღწერილობა
აღწერილობაარასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ზღვისპირა პარკში 2053 კვ.მ  და მასზე განთავსებული 202 კვ.მ შენობა-ნაგებობა (კაფე-ბარი N7, რვაფეხა)
მოკლე აღწერილობა

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

1. დავით გამრეკელაშვილი - 0422 27 88 08
პირობა

-    წლიური საწყისი საიჯარო ქირა შეადგენს 150 000 ლარს.

-    ქონების სარგებლობაში მიმღები შეიძლება იყოს  ფიზიკური ან/და იურიდიული პირი;

-  აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია საკუთარი სახსრებით გადაიხადოს ყველა სახის  კომუნალური მომსახურების გადასახადი და დაამონტაჟოს ყველა საჭირო მრიცხველი;

-  აუქციონში გამარჯვებულს არ აქვს უფლება იჯარის ხელშეკრულებით მიღებული უფლება-მოვალეობები, სსიპ  ბათუმის ბულვარის წინასწარი თანხმობის გარეშე გადასცეს მესამე პირს;

-    მოიჯარე ვალდებულია იჯარის გასვლის ვადის შემდგომ გადაცემული უძრავი ქონება დააბრუნოს პირვანდელ მდგომარეობაში.

-  მეიჯარე იტოვებს უფლებას  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ( მესაკუთრე) მოთხოვნის შემთხვევაში მოსთხოვოს მოიჯარეს იჯარით გადაცემული ქონების გამონთავისუფლება  3 (სამი) თვის განმავლობაში და მიმართოს მოიჯარეს  ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

 აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია საიჯარო საწყის  ღირებულებაზე ბიჯის დანამატის შედეგად მაქსიმალური საფასურის შეთავაზება;

- გამარჯვებული ვალდებულია გამარჯვებიდან  10 სამუშაო დღის განმავლობაში  გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება სსიპ ბათუმის ბულვართან.

 აუქციონში შეტანალი საგარანტიო თანხა ჩაითვლება მესამე საიჯარო წლის ბოლო ეტაპად, პირველი წლის საიჯარო ქირა გამარჯვებულმა უნდა გადაიხადოს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, ხოლო დანარჩენი თანხა გამარჯვებულმა თანაბარწილად უნდა გადაიხადოს ყოველი მიმდინარე წლის 01 სექტემბრამდე.

-   გამარჯვებულის მიერ საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში,  მას ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს თანხა არ უბრუნდება;

-        აუქციონში გამარჯვებულზე დროებით სარგებლობის უფლება  გადადის საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან;

-     იჯარის უფლების მქონე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში გადაცემული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი  გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებისამებრ, მიზნობრივად;

-      იჯარის უფლების მქონე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში  უზრუნველყოს სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მოვლა-პატრონობა და ყოველდღიური დასუფთავება.

-    თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა  იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული  პირები, რომლებმაც  გადაიხადეს ბე ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ, გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.

     ვალდებულებები;

-   გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შეათანხმოს მეიჯარესთან ობიექტზე განსათავსებელი სკამებისა და მაგიდების ვიზუალური ესკიზი, ასევე ობიექტზე ავეჯის (სკამი, მაგიდა, ქოლგა, გამწვანება) განთავსების გეგმა ;

 -      მეიჯარეს უფლება არ ააქვს მოიჯარის თანხმობის გარეშე შეცვალოს ვიზუალი ან/და ავეჯის განთავსების შეთანხმებული გეგმა.

 -  გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში აამოქმედოს საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი  (კაფე), რომელშიც უფელბამოსილია განახორციელოს მხოლოდ შემდეგი სახეობის პროდუქციით კლიენტთა მომსახურეობა: საკონდიტრო ნაწარმი, ნაყინი, ყავა, გამაგრილებელი სასმელები, მინერალური წყლები, ალკოჰოლური სასმელები, პურ-ფუნთუშეული, ხილის წვენები, შოკოლადი, ხილი. ნებისმიერი სხვა პროდუქციით კლიეტთა მომსახურეობა ითვლება იჯარის ხელშეკრულების არსებით დარღვევად და გამოვლენისთანავე წარმოადგენს  იჯარის ხელშეკრულების დაუყონებლივ ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველს.

 -   მოიჯარე ვალდებულია გადაცემული ქონების მოვლა-პატრონობა და დაცვა, დაზიანების შემთხვევაში საკუთარი ხარჯებით დაუყონებლივ მოახდინოს მისი აღდგენა, უზრუნველყოს შენობა ნაგებობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება;- 

-      არ განახორციელოს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები იჯარის უფლებით გადაცემული ქონების მიმართ;

-     აუნაზღაუროს სსიპ ბათუმის ბულვარს იჯარის უფლებით გადაცემული ქონების მდგომარეობის გაუარესებით გამოწვეული ზიანი;

-   გადაიხადოს წინამდებარე ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა  და ამისთვის აუცილებელი საბუთების წარდგენის ხარჯები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

-    ასევე სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში  უზრუნველყოს სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მოვლა-პატრონობა და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება (ყოველდღიურად) ;

    მოიჯარე ვალდებულია  ჯარის ვადის განმავლობაში უზრუნველსყოს იჯარის საგანზე  მესამე პირთა შეუფერხებელი წვდომა, ასევე უფლება არ ააქვს შემოღობოს იჯარის საგანი, ან/და ნებისმიერი სახით შეაფერხოს მესამე პირების იჯარის საგანთან წვდომა.

   მოიჯარე უფლება არ ააქვს იჯარის საგანზე, მათ შორის დახლზე (გარდა დახურული შიდა სივრცისა) განათავსოს სამაცივრე დანადგარები, ან/და ვიტრინა, პროდუქციის ვიზუალური აღქმადობისათვის

     - მოიჯარე ვალდებულია მეიჯარის მიმართვის საფუძველზე უსასყიდლოდ დაუთმოს საიჯარო საგნის სივრცე მეიჯარის მიერ დაგეგმილი საზოგადოებრივი ღონისძიებების ჩატარებისათვის.

   იჯარის საგანი უნდა ფუნქციონირებდეს წელიწადში არანაკლებ 6 თვე, ამასთანავე უწყვეტად  უნდა ფუნქციონირებდეს 01 ივნისიდან 30 სეტემბრამდე.

          სსიპბათუმის ბულვარიიღებს ვალდებულებას;    

-   გადასცეს გამარჯვებულს იჯარის უფლება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობაზე;

-     ხელი არ შეუშალოს მოიჯარეს იჯარის უფლებით გადაცემული ქონებით სარგებლობას, გარდა იმ შემთხვევებისა, რომელიც გათვალისწინებულია კანონმდებლობით ან/და წინამდებარე ხელშეკრულებით;

-     მოითხოვოს გამარჯვებულისგან ქონების მიზნობრივი გამოყენება;

-     ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ნებისმიერ დროს დაათვალიეროს სარგებლობით გადაცემული ქონება;

-     მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტა, თუკი:

-     გამარჯვებული დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს

-     განზრახ ან გაუფრთხილებლობით აუარესებს სარგებლობით გაცემულ ქონებას,  

      რითაც ზიანი ადგება მეიჯარეს;

-  გაფრთხილების მიუხედავად ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევაში ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობიოს შემთხვევაში ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება     

            გამარჯვებულს ეკრძალება :

-       სარგებლობაში გადაცემული ქონება გამოიყენოს არამიზნობრივად;

-      გამარჯვებულს ეკრძალება იჯარის საგანზე განათავსოს/აწარმოოს  მესამე პირის რეკლამა;  

       სარგებლობასი გადაცემული ქონება გამოიყენოს არამიზნობრივად;

-      ეკრძალება სსიპ ბათუმის ბულვარის  თანხმობის გარეშე   განახორციელოს სარგებლობის უფლებით გადაცემულ ქონებაზე მიმდინარე ან კაპიტალური სახის სამუშაოები.

-  გაფრთხილების მიუხედავად ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევაში ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობიოს შემთხვევაში ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება

;