ამობეჭდვის თარიღი: 22.12.2024 07:20:12
კატეგორია: არასასოფლო მიწა შენობით
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ბაღდათის რაიონში, სოფელ ვარციხეში მდებარე 73500 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1-N26 შენობა-ნაგებობები
განაცხადის #:1532BV119
აუქციონის #: 1532
ლოტის #: 1
საქმის ნომერი: 2019122769441
დაწყება/დასრულება: 31/12/2019 14:00 - 13/01/2020 17:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 685000GEL
დასრულების დრო: 13.01.2020 17:00:00
გაყიდვის ფასი : 1375000.0000 GEL
საწყისი ფასი: 1370000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 5000 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო”
მისამართი: თბილისი, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზირი #49ა.
ტელეფონი: 995-1420
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ბაღდათის მუნიციპალიტეტი, სოფელი ვარციხექვეყანასაქართველო
ქალაქიბაღდათისაქმის ნომერი2019122769441
ბრძანების ნომერი1/1-7272საკადასტრო კოდი30.03.31.031
Rs რუკის მხარდაჭერა-წყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ბუნებრივი გაზი-
გადახდის პერიოდი45საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა60
ამონაწერი საჯარო რეესტრიდანსაკადასტრო რუკაhttp://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFEkb1H59lCEf7oxuy1OafJysiiM3mwzXCKsMRP4atkql
ტელეფონის ნომერი2981111ქონების ტიპიუძრავი ქონება
;
აღწერილობა
აღწერილობა

შენიშვნა:

  1. საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე განთავსებული მოძრავი ნივთები (გარდა №1 დანართში მითითებული მოძრავი ნივთებისა) არ წარმოადგენს პრივატიზების საგანს
  2. საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას გააჩნია კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი (დანართი №2)
  3. საპრივატიზებო  მიწის ნაკვეთიდან 2059 კვ.მ.-ზე ვრცელდება სერვიტუტის უფლება
  4. საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე გადის  სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ კუთვნილი 10 კვ.მ ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი და ქონების მომიჯნავედ მდებარეობს სატრანსფორმატორო (გამანაწილებელი) პუნქტი. შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში (დანართი №3)

5. საპრივატიზებო უძრავი ქონება მდებარეობს ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზიდან 7 მეტრის მანძილზე, შესაბამისად, საქართველოს კანონის „საავტომობილო გზების შესახებ“ 22-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონაში (გზის ღერძიდან 100 მეტრი ორივე მხარეს) გზების მფლობელთან (მოცემულ შემთხვევაში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი) შეუთანხმებლად აკრძალულია ნებისმიერი სამშენებლო და სხვა სახის სამუშაოთა წარმოება (დანართი №4)

ყურადღება!

  • აუქციონის დასრულებამდე ქონების დათვალიერება შესაძლებელია პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით;
  • ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ბეს (საგარანტიო თანხის) გადახდა შესაძლებელია:
    • ნაღდი ანგარიშსწორებით  სს  ,, ლიბერთი ბანკში”
    • ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით
    • ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით
  • მყიდველი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად მიმართოს სსიპ სახელმწიფო  ქონების  ეროვნული  სააგენტოს იურიდიულ  დეპარტამენტს  აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის  ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგი.
  • დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე : (+995) 32  2  981-111 (სსიპ  ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო”)   (+995) 32  2  601 601 (www.eauction.ge).
  • აუქციონის გამოცხადების შესახებ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ შესაბამისი ბრძანება იხილეთ თანდართული ფაილის სახით.
  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანების მე-4 მუხლის შესაბამისად თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა გამარჯვებულის მიერ გადახდილი "ბე"-ს (საგარანტიო) თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.
მოკლე აღწერილობა 73500 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1-N26 შენობა-ნაგებობები
პირობა 

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის  ვადაში;

ბ)  პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე ტურისტული ცენტრის (რომელიც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს)  ალკოჰოლური სასმელების საჩვენებელ/საგამოფენო სივრც(ებ)ს/დარბაზ(ებ), რეკრეაციულ სივრცეს/მრავალწლიან ნარგავებს, სავალ ბილიკ(ებ)ს, გამწვანებას, გარე განათებას, ბუნებრივ ან/და ხელოვნურ საფარიან სპორტულ მოედანს/მოედნებს, სველ წერტილ(ებ)ს, საპრივატიზებო ქონებიდან შენობა-ნაგებობა №1-ში არაუმეტეს 6 ნომრიანი სასტუმროს მოწყობას) შექმნა (რაც ასევე შესაძლოა მოიცავდეს გადაცემული უძრავი ქონების ან მისი ნაწილის შესაბამისი კომპეტენტური ორგანო(ები)ს თანხმობით განხორციელებულ დემონტაჟს), კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ექსპლუატაციაში მიღება და  ფუნქციონირების დაწყება შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 48 (ორმოცდარვათვის ვადაში;

გ) „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული ტურისტული ცენტრის ფუნქციონირების უზრუნველყოფა მისი შექმნიდან არანაკლებ 10 (ათი) წლის განმავლობაში;

) პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, „პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით არანაკლებ 4 000 000 (ოთხი მილიონი)  ლარის ოდენობის ინვესტიციის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) განხორციელება;

) „პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) თვის ვადაში, ამავე ქვეპუნქტით განსაზღვრულ ტურისტულ ცენტრში არანაკლებ 20 (ოცი) ადამიანის დასაქმება, არანაკლებ 2 (ორი) წლის ვადით;

ვ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობის თაობაზე ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულების გაფორმება;

ზ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15  (თხუთმეტი) წლის განმავლობაში, საპრივატიზებო უძრავ  ქონებაზე  საცხოვრებელი სახლ(ებ)ის მშენებლობა და ასევე, ქონებაზე არსებული შენობების საცხოვრებელი მიზნებისათვის გამოყენება არ უნდა განხორციელდეს.

თ) ამასთან, მყიდველი ვალდებულია ელექტრონული აუქციონის ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში წარმოადგინოს „დ“ პუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო თანხის 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ვადას და რომელიც მისი მოქმედების პერიოდში უზრუნველყოფს „ა-ზ“ პუნქტებით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობების შესრულებას (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას).

;