ამობეჭდვის თარიღი: 27.07.2024 20:02:37
კატეგორია: იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის შენობა-ნაგებობა #1-ში მდებარე 4,5 კვ.მ ფართობის (ობიექტი #2 სიტუაციური ნახაზის შესაბამისად)
განაცხადის #:28269BNT64472120
აუქციონის #: 28269
ლოტის #: 644721
დაწყება/დასრულება: 14/01/2020 12:00 - 21/01/2020 15:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 6000GEL
დასრულების დრო: 21.01.2020 15:00:00
გაყიდვის ფასი : 5100.0000 GEL
საწყისი ფასი: 5000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 100 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისის, ისანი-სამგორის რაიონში, აეროპორტი, (აეროპორტის დასახლება)
ტელეფონი: 995-595796226
თვისებები
გათბობა-აივანი-
ლოჯი-TV-
ცხელი წყალი-კვადრატულობა(მ²)4.5
წყალი და კანალიზაცია-ტელეფონი-
ინტერნეტი-პარკირება-
ლიფტი-ბუხარი-
ბრძანების ნომერი#02 10.01.2020წ.საკადასტრო კოდი34.02.62.434
Rs რუკის მხარდაჭერა-ელექტრო მომარაგება-
ბუნებრივი გაზი-ქვეყანასაქართველო
ქალაქიქუთაისიქუჩა(დასახელება/ნომერი)სამტრედიის რაიონი, სოფ. დიდი ჯიხაიში დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
შენობის პროექტიარასტანდარტულიშენობის მდგომარეობაახალი გარემონტებული
სათავსო-გადახდის პერიოდი30
ამონაწერი საჯარო რეესტრიდანსარგებლობაში გადაცემის ვადა1 წელი
ტელეფონის ნომერი599151908
;
აღწერილობა
აღწერილობა

ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შპს ”საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ადმინისტრაციაში. საკონტაქტო ტელ:  0322487353, +995599151908, +995595796226;

მოკლე აღწერილობა

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის შენობა-ნაგებობა #1-ში  მდებარე  4,5 კვ.მ ფართობის (ნახევარი სალარო, სათავსო ოთახის გარეშე, ობიექტი #2) დროებით სასყიდლიან სარგებლობაში (იჯარით),  პირობებით გადაცემის შესახებ.  დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემული ფართი გამოყენებულ უნდა იქნეს მსუბუქი მაღალი გამავლობის და მსუბუქი ავტომობილების გაქირავების სერვისის უზრუნველყოფის მიზნით.  

პირობა


·  დროებით სარგებლობაში გადაცემის ვადა - 1 წელი. მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია ვადის გაგრძელება ერთჯერადად, არაუმეტეს 6 თვით.
·  დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის ყოველთვიური საიჯარო საწყისი ღირებულება განისაზღვროს 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით (დღგ-ს ჩათვლით)
·  ბიჯის ოდენობა - 100 ლარი;
·  აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადასხდელი უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა - 6000 ლარი (რომლის მოქმედების ვადა 7 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სარგებლობაში გაცემის ვადას); 
·  აუქციონში გამარჯვების შემდეგ, გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების გარანტია (ხელშეკრულების წლიური ფასის 20%-ის ოდენობით) შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ანგარიშზე თანხის დეპონირების სახით, რომელიც აუქციონში გამარჯვებულს დაუბრუნდება ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 7 დღის ვადაში ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია (იმავე ოდენობით), რომლის ვადა უნდა აღემატებოდეს ხეშეკრულების ვადას არანაკლებ 7 დღით. აღნიშნული ხელშეკრულების შესრულების გარანტია გამოყენებულ იქნება შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ნებისმიერი იმ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, რომლებიც წარმოიშობა ელექტრონული აუქციონის შედეგად გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე.
·  აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მომსახურების შეთავაზება/გაწევა დაიწყოს მასთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში.
·  იჯარით გადაცემულ ფართში, რეისის მოფრენამდე 1 საათით ადრე და რეისიდან 2 საათის შემდეგ აუცილებლად უნდა იმყოფებოდეს ავტომანქანების გამქირავებელი კომპანიის წარმომადგენელი და ხორციელდებოდეს შესაბამისი მომსახურების შეთავაზება/გაწევა მსურველი პირებისთვის.
·  მოიჯარე ვალდებულია მუდმივად მობილიზებული ჰყავდეს არანაკლებ 3 ერთეული სატრანსპორტო საშუალება. მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს დამატებითი სატრანსპორტო საშუალებების მობილიზება.
·  შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულების ფარგლებში უზრუნველყოფს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ავტოსადგომზე მოიჯარისთვის 3 ადგილის გამოყოფას. დამატებითი ადგილის საჭიროების შემთხვევაში, თითოეული დამატებითი ადგილის ღირებულება განისაზღვრება შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ დადგენილი ტარიფის შესაბამისად (რომელიც დღეის მდგომარეობით შეადგენს: 1 საათი - 1 ლარი; სადღეღამოსი დგომის შემთხვევაში - 7 ლარი).
·  აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია განახორციელოს იჯარით გადაცემული ფართის ბრენდირება, შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან წინასწარი შეთანხმებით.
·   შპს საქართველოს აეროპორტება უფლებამოსილია 20 დღიანი წინასწარი წერილობითი შეტყობინების ვადის დაცვით, შეცვალოს საიჯარო ფართის ან/და ავტომობილებისათვის ავტოსადგომზე გამოყოფილი განთავსების ადგილები და მოიჯარეს შესთავაზოს სხვა ალტერნატიული ტერიტორია. ასეთ შემთხვევაში, მოიჯარე ვალდებულია აღნიშნულ 20 დღიან ვადაში, შეუთანხმოს შპს საქართველოს აეროპორტებას შეცვლილი საიჯარო ფართის განთავსების ადგილის დიზაინი და ამავე ვადაში მოაწყოს საიჯარო ფართი იმგვარად, რომ შესაძალებელი იყოს შესაბამისი მომსახურების შეთავაზება/გაწევა მსურველი პირებისთვის, უწყვეტ რეჟიმში.
·  აუქციონში გამარჯვებულმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მომსახურება უნდა შესთავაზოს/გაწიოს ისეთი სასაქონლო ნიშნის გამოყენებით, რომელიც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ქვეყნის მინიმუმ 5 (ხუთ) საერთაშორისო აეროპორტში. აღნიშნული პირობის დაკმაყოფილების დამადასტურებლად კომპანიამ, ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტი, რომელიც შესაძლებელია იყოს აეროპორტის, ავიაკომპანიის, ან/და სასაქონლო ნიშნით იდენტიფიცირებული  კომპანიის ოფიციალური ვებ გვერდი. დოკუმენტი მისაღებად ჩაითვლება, თუ დადასტურდება, რომ აეროპორტ(ებ)ში მგზავრებისთვის მომსახურების შეთავაზება/მიწოდება ხდება ამ სასაქონლო ნიშნით, სხვა დანარჩენ საშუალებებთან ერთად, აეროპორტ(ებ)ის ტერიტორიაზე განთავსებული დახლიდან ან/და ოფისიდან. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული პირობა სრულად დაკმაყოფილებული იქნება აუქციონში გამარჯვებულის მიერ, აუქციონში გამარჯვებულს სურვილის შემთხვევაში უფლება ექნება მსურველ პირებს მომსახურება შესთავაზოს/გაუწიოს, დამატებით წარმოდგენილი სასაქონლო ნიშნების გამოყენებითაც. ამასთან, აუქციონში გამარჯვებულმა უნდა წარმოადგინოს სალიცენზიო ხელშეკრულება ან/და სასაქონლო ნიშანზე შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის წერილობითი დასტური, რომელიც დაადასტურებს აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ შესაბამისი სასაქონლო ნიშნის გამოყენების უფლებას.
·  აუქციონში გამარჯვებულთან გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მოიჯარის მიერ სასაქონლო ნიშნის გამოყენების უფლების დაკარგვის ან/და გამოყენების უფლების სხვაგვარად შეზღუდვის შემთხვევაში, რაც შეუძლებელს გახდის ან გაართულებს მოიჯარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებას, შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უფლებამოსილია დაუყონებლივ ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.
 
·  საწარმოს ან/და დროებით სარგებლობაში გადაცემული ქონების გაყიდვის შემთვევაში ქონების შემძენი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს დროებით სარგებლობაში გადაცემის ხელშეკრულება.
·  დასაშვებია ხელშეკრულების ვადამდე მოშლა, სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ ან მისი უფლებამონაცვლის მიერ იჯარით გადაცემული ქონების შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ კაპიტალიდან ამოღების ან იჯარით გამცემის მიერ მოშლის თაობაზე ცალმხრივი ნების გამოვლენის შემთხვევაში. ხელშეკრულების დასახელებული საფუძვლით მოშლის ვადა შეადგენს მოშლის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან არაუმეტეს 2 (ორი) თვეს.
·  აუქციონში გამარჯვებულს არ აქვს უფლება იჯარის ხელშეკრულებით მიღებული უფლება-მოვალეობები, შპს ”საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ წინასწარი თანხმობის გარეშე გადასცეს მესამე პირს.
დროებით სასყიდლიან სარგებლობაში (იჯარით) გადაცემის ყოველთვიური საწყისი ღირებულება მოცემულია დ.ღ.გ-ს ჩათვლით.
აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია საიჯარო საწყის  ღირებულებაზე ბიჯის დანამატის შედეგად მაქსიმალური ფასურის შეთავაზება.
მოიჯარე ვალდებულია დაემორჩილოს საავიაციო უშიშროების საერთაშორისო და ეროვნულ საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების მოთხოვნებს, ასევე საჭიროების შემთხვევაში ვალდებულია საკუთარი სახსრებით მიიღოს კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში შესასვლელი საშვები და საკუთარი ხარჯით, უზრუნველველყოს პერსონალის საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადება, „საავიაციო უშიშროების გაცნობითი სასწავლო კურსის“ ფარგლებში.
 
ქონების განმკარგავი უფლებამოსილია აუქციონის დასრულებამდე გააუქმოს ქონების ნანკარგვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება და შეწყვიტოს აუქციონი. თუ ქონების განმკარგავმა შეცვალა ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის წესი ან სხვა პირობები და განათავსა ვებ-გვერდზე, აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა.
თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად დადგენილი  წესით გადაიხადეს „ბე“ ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ აუქციონში მონაწილეობისათვის გადახდილი „ბე“ ან წარდგენილი/გააქტიურებული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება განმკარგავის ბიუჯეტში.
 
გამარჯვებულ პირს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს თანხა ეთვლება  საბოლოო ანგარიშსწორებისას, ბოლო თვეების საფასურში.
 
აუქციონში გამარჯვებიდან არაუმეტეს 45 დღის ვადაში გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.
 
გამარჯვებულის მიერ საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში,  მას ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს თანხა არ უბრუნდება.   
ხელშეკრულების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ხარჯებს ფარავს ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები.

;