ამობეჭდვის თარიღი: 27.09.2024 02:25:33
კატეგორია: იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ქ. გორში კირიონ II-ის ქ. #12-ში, ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში მდებარე შენობის იჯარა , განმეორებითი აუქციონი
განაცხადის #:122365SFW64589720
აუქციონის #: 122365
ლოტის #: 645897
დაწყება/დასრულება: 22/01/2020 17:00 - 31/01/2020 17:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 272.25GEL
მიმდინარე ფასი : 907.50 GEL
საწყისი ფასი: 907.50 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 90.75 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო
მისამართი: საქართველო, ქ. გორი, სტალინის გამზირი, #16
ტელეფონი: 971-
თვისებები
გათბობა-აივანი-
ლოჯი-TV-
ცხელი წყალი-კვადრატულობა(მ²)199.38
წყალი და კანალიზაცია-ტელეფონი-
ინტერნეტი-პარკირება-
ლიფტი-ბუხარი-
შენობის ფართობი(მ²)199.38Rs რუკის მხარდაჭერა-
ელექტრო მომარაგება-ბუნებრივი გაზი-
შენობის პროექტიარასტანდარტულიშენობის მდგომარეობაახალი გარემონტებული
ქვეყანასაქართველოქუჩა(დასახელება/ნომერი)ქ. გორი, კირიონ II -ის ქ. #12
სათავსო-სარგებლობაში გადაცემის ვადა3 წელი
ტელეფონის ნომერი577187802
;
აღწერილობა
აღწერილობაყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601
პირობა

მიმდინარეობს განმეორებითი აუქციონი. მოიჯარე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

უზრუნველყოს  კეთილმოწყობა, მომსახურების მაღალი ხარისხი, კეთილგანწყობილი  მომსახურე პერსონალი და კარგად დაგეგმილი რეკლამა, ამასთანავე ტურისტული ჯგუფების შემოყვანა სახელოსნოებსა და მუზეუმში და გაითვალისწინოს თითოეული სივრცისათვის შემდეგი მოთხოვნები (რომელთა შესრულება სავალდებულოა!)

#1 სივრცე (ფართობი: 77,22 კვ/მ.):  უზრუნველყოს ისეთი ხელოსნების შემოყვანა (არანაკლებ 4 ადამიანი)  აღნიშნულ სივრცეში რომელთაც აქვთ ტრადიციული სამოსისა და აქსესუარების (კაცებისა და ქალებისათვის), თექის აქსესუარების, სუვენირების, ოქროკერდით ნაქარგობებისა და ტრადიციული ფარდაგების/ხალიჩების  დამზადებისა და რეალიზაციის გამოცდილება;  ასევე, მოიჯარემ უნდა მოაწყოს ტრადიციული სამოსის მოსასინჯი და ფოტოს გადასაღები  კუთხე (დიზაინი უნდა იყოს ტრადიციული ელემენტებით გაფორმებული); უნდა გამოთქვას მზაობა საკუთარი მუშაობის პროცესი გააცნოს მუზეუმისა და სახელოსნოების სტუმრებს/ტურისტებს; უსასყიდლოდ უნდა ასწავლოს ხელობა დაინტერესებულ ახალგაზრდებს;

გორის მუნიციპალიტეტი  ევროკავშირის პროექტის: „ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება  მდგრადი ზრდისთვის“ ფარგლებში უზრუნველყოფს აღნიშნული სივრცის საბაზო მანქანა-დანადგარებითა და სამუშაო მასალით აღჭურვას,  რაც მოიჯარეს და იქ დასაქმებულ პირებს არ გადაეცემათ საკუთრებაში, ექნებათ განკარგვის უფლება, მაგრამ  კეთილსინდისიერად მოვლა-პატრონობის ვალდებულება. 

# 2 სივრცე (ფართობი: 35,35 კვ/მ.): ტრადიციული ტკბილეულის დამამზადებელი სივრცე/მაღაზია.

მოიჯარემ უნდა უზრუნველყოს ისეთი პერსონალის დასაქმება (მინიმუმ 1 ადამიანი) აღნიშნულ სივრცეში, რომელიც დაამზადებს ტრადიციულ ტკბილეულს (ჩურჩხელა, ჩირი, გოზინაყი, მურაბა, და სხვა, ასორტიმენტი შეთანხმებული უნდა იყოს ეთნოგრაფიულ მუზეუმთან შეთანხმებით) ასევე, მოიჯარემ უნდა უზრუნველყოს სივრცეში მონიტორის განთავსება და ფეხი აუწყოს ბაზრის ტენდესიებს, გამოიყენოს ინფორმაციის ეფექტური არხები და ჩანდეს სწორედ იქ, სადაც მისი პოტენციური მომხმარებელი იყრის თვს, რომლითაც შესაძლებელი იქნება  ქართულ ტრადიციული ნუგბარის სარეკლამო კამპანიისა და ციფრული მარკეტინგის განვრცობა,  როგორც სადემონსტრაციოდ ასევე, სარეალიზაციოდ სტუმრებისათვის/ტურისტებისათვის. (დაინტერესებულ პირებს, ასევე,  უნდა მისცეს საშუალება ჩაერთონ დამზადების პროცესში).

#3 სივრცე (ფართობი: 41,22 კვ/მ.):  ღვინის სადეგუსტაციო და სარეალიზაციო სივრცე.

მოიჯარემ უნდა უზრუნველყოს არსებული სივრცის ინტერიერის მოწყობა ტრადიციული, ქართული მარნის შესაბამისად; წარმოადგინოს შიდა ქართლისთვის დამახასიათებელი  ენდემური ჯიშის ღვინოები და სხვა ტრადიციული ალკოჰოლური სასმელები სადეგუსტაციოდ და სარეალიზაციოდ; უზრუნველყოს ისეთი პერსონალის ( მინიმუმ 1 ადამიანი) დასაქმება, რომელთაც ექნებათ შესაბამისი უნარი სივრცის სტუმრებს/ტურისტებს მიაწოდონ სწორი ინფორმაცია ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების ტრადიციული, ქართული გზით დაყენების წესების შესახებ.  ასევე, მოიჯარემ უნდა უზრუნველყოს სივრცეში მონიტორის განთავსება, რომლითაც შესაძლებელი იქნება  ქართული ტრადიციული ალკოჰოლური სასმელების შესახებ საინფორმაციო/დოკუმენტური მასალის (მასალის შეთანხმება სავალდებულოა ეთნოგრაფიულ მუზეუმთან) გაშუქება.

#4 სივრცე (ფართობი: 41,67 კვ.მ.): თონე, ტრადიციული ქართული პურის დასამზადებლად

უზრუნველყოს სივრცის ტრადიციული ქართული თონის შესაბამისად აღჭურვა, მათ შორის გამწოვის დამონტაჟება; მოაწყოს ტრადიციული თონე რომელშიც, შეშაზე გამოცხვება შოთ-ლავაში და ტრადიციული პურ-ფუნთუშეული (ასორტიმენტის შეთანხმება სავალდებულოა ეთნოგრაფიულ მუზეუმთან). ასევე, უზრუნველყოს მე-4 სივრცეში იზოლირებული ფართის გამოყოფა ფქვილის საწყობის განსათავსებლად, ხოლო შენობის უკან მოაწყოს შეშის შესანახი ფარდული.

სივრცის მოწყობის პროცესში დაიცვას სურსათის უვნებლობის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული რეგულაციები, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სივრცე ხელმისაწვდომი უნდა იყოს ოთხივე სეზონზე, როგორც ეკონომიკური სარგებლის მისაღებად ასევე, სადემონსტრაციოდ, კერძოდ  დაინტერესებულ პირებს,  უნდა მისცეს საშუალება ჩაერთონ დამზადების პროცესში წინასწარი შეთანხმების შემთხვევაში.  მოიჯარეს დაეკისროს კომუნალური გადასახადების გადახდაც.

თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი წესით, გადაიხადეს „ბე“ ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ აუქციონში მონაწილეობისათვის გადახდილი „ბე“ ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.     

         ,,საწყის თანხად" მითითებულია იჯარის საწყისი თვიური ქირა.  ,,საგარატიო თანხა" ჩაითვლება იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო თვის/თვეების გადასახდელი ქირის ოდენობაში. აუქციონატორსა და აუქციონში გამარჯვებულ პირს შორის იჯარის ხელშეკრულება გაფორმდება აუქციონის დასრულებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

;