ამობეჭდვის თარიღი: 30.04.2025 07:43:39
კატეგორია: სასოფლო მიწა შენობით
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:საცხოვრებელი სახლი გარდაბნის რაიონში
განაცხადის #:5621AM112
აუქციონის #: 5621
ლოტის #: 1
საქმის ნომერი: A12024255
დაწყება/დასრულება: 16/11/2012 15:00 - 26/11/2012 15:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 2450GEL
მიმდინარე ფასი : 24500 GEL
საწყისი ფასი: 24500 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 490 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო. ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურო.
მისამართი: 1) ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი 29ა (რუსთავის იუსტიციის სახლი) 2) ქ. თეთრიწყარო,კოსტავას ქ. #11 3) ქ. ბოლნისი,სულხან-საბას ქ. #113 4) ქ. მარნეული, ნარიმანოვის ქ, #4
ტელეფონი: 971-2749649
თვისებები
საქმის ნომერიA12024255ქუჩა(დასახელება/ნომერი)გარდაბანი ,სართიჭალა სოფელი მუღანლო
ქვეყანასაქართველომიწის ფართობი(მ²)3700
საკადასტრო კოდი81.12.07.328შეფასების თანხა49000
გადახდის პერიოდი10წყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ბუნებრივი გაზი-
Rs რუკის მხარდაჭერა-
;
აღწერილობა
აღწერილობაყურადღება!
ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ გადახდა: ინფორმაცია გადახდის პროცესის შესახებ.
ინტერნეტ აუქციონში გამარჯვებული პირი, ვალდებულია: აუქციონის
დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს შეძენილი ქონების სრული საფასური და თანხის სრულად გადახდიდან 3 სამუშაო დღის შემდეგ ჩაიბაროს საკუთრების უფლების შესახებ განკარგულება. ქონების წინასარეალიზაციო დათვალიერება შესაძლებელია მის განთავსების ადგილზე. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601. 2 405-405

მოკლე აღწერილობაუძრავი ქონება მდებარეობს გარდაბანი, სართიჭალა, სოფელ მუღანლოში. უძრავი ქონება წარმოადგენს სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განლაგებულ შენობა ნაგებობებს. შენობა #1 წარმოადგენს ორსართულიან საცხოვრებელ სახლს, რომელიც ნაშენებია წვრილი სამშენებლო ბლოკით და ქვით. საცხოვრებელი სახლის პირველი სართული შედგება ორი დანაყოფისგან: დიდი ზომის დანაყოფისაგან და მის გვერდზე არსებული ოთახისაგან. სახლის პირველი სართულის ფართი მთლიანად სარემონტო მდგომარეობაშია, იატაკზე დასხმულია ბეტონი, ხოლო კედლებზე შპალერი უმეტესად დაზიანებულია. საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ასვლა შესაძლებელია გარე კიბით. მეორე სართული შედგება ექვსი ოთახისაგან. ორი, შესასვლელი და საძინებელი ოთახის კედლები და ჭერი ახალგარემონტებულია. შესასვლელი ოთახის იატაკზე დასხმულია ბეტონი, ხოლო კედლებზე გაკრულია შპალერი. საძინებელ ოთახში ხის იატაკი გასალაქია, ხოლო კედლებზე გაკრულია შპალერი. მეორე სართულზე დარჩენილი სამი საძინებელი ოთახიდან ერთი კარკასულ მდგომარეობაშია, მეორეს რემონტის დონე დაზიანებულია, ხოლო მესამეში შესვლა და დათვალიერება ვერ მოხერხდა. ამასთან, სასტუმრო ოთახის რემონტის დონე საშუალოა. საცხოვრებელ სახლს გააჩნია მოზრდილი ზომის აივანი. შენობა #4 ნაშენებია სამშენებლო ქვითა და წვრილისამშენებლო ბლოკით, ხოლო გადახურულია ე.წ. ,,შიფერით". შენობა შედგება ოთხი დანაყოფისაგან. აღნიშნული შენობა ამჟამად გამოიყენება სამეურნეო დანიშნულებით და მთლიანად სარემონტო მდგომარეობაშია. ნაგებობა #2 განლაგებულია საცხოვრებელ სახლსა და შენობა #4–ს შორის. ნაგებობის იატაკი გრუნტისაა, ხოლო გადახურულია ე.წ. ,,შიფერით". შენობა #3 ნაშნებია წვრილი სამშენებლო ბლოკითა და ქვით, ხოლო გადახურულია ე.წ. ,,შიფერით". შენობას აღენიშნება ბზარებიმიწის ნაკვეთი ვაკე რელიეფისაა, ნაწილობრივ შემოღობილია კაპიტალური ღობით, ხოლო ნაწილობრივ მესერით. მიწის ნაკვეთზე განლაგებულია საპირფარეშო და აღმოცენებულია მცენარეები. ობიექტი უზრუნველყოფილია კომუნიკაციებით: ელ. ენერგია, წყალი.
შენობის ფართობი: #1 საცხოვრებელი სახლი  საზაფხულო ფართი126.18კვ.მ,  #2 #3 #4 შენობა ნაგებობები. .შენობა ნაგებობების საერთო ფართი: 437.24 კვ.მ; საცხოვრებელი ფართი:110 კვ.მ ; დამხმარე ფართი:201.06კმ.მ
პირობასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენის უფლება არ აქვს საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს.

უძრავი ქონება დატვირთულია გარდამავალი იპოთეკის უფლებით, განცხადების რეგისტრაცია  ნომერი 882009419306. იპოთეკის   ხელშეკრულების თანახმად  მოთხოვნა შეადგენს 10000 აშშ დოლარს (მზარდი).
;