ამობეჭდვის თარიღი: 24.11.2024 11:01:07
კატეგორია: სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფ. წყორძას მიმდებარე ტერიტორიაზე, „ქოსალარი II“–ის (საყდარი) ბაზალტის საბადო (კატეგორია - A+B+C1, მოსაპოვებელი წიაღისეულის ჯამური მოცულობა - 1 576 000 მ3).
განაცხადის #:339OTH2520
აუქციონის #: 339
ლოტის #: 25
დაწყება/დასრულება: 11/03/2020 12:00 - 11/03/2020 18:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 188739GEL
მიმდინარე ფასი : 377078 GEL
საწყისი ფასი: 377078 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 37707.8 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო
მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N 150
ტელეფონი: 971-(032)2950030
თვისებები
ქვეყანასაქართველოქუჩა(დასახელება/ნომერი)თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფ. წყორძას მიმდებარე ტერიტორია
Rs რუკის მხარდაჭერა-გადახდის პერიოდი15
ტელეფონის ნომერი2439557
;
აღწერილობა
აღწერილობა

ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ: 

) მონაწილე არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში(არ დადებს მინიმუმ ერთ ბიჯს); ) გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ელექტრონულ აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას.

ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულზე შესაბამისი ლიცენზია გაიცემა მის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული თანხის გადახდის დადასტურებიდან 30 კალენდარულ დღის ვადაში.

გთხოვთ, ისარგებლოთ eauction.ge-ის ანგარიშსწორების ახალი სისტემით: საგარანტიო თანხის ღირებულების  გადახდა შესაძლებელია საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით და სს „ლიბერთი ბანკში“ ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით. ორივე მეთოდით გადახდილი (ზუსტი ფორმით) თანხა ავტომატურად  აისახება ელექტრონული აუქციონის სისტემაში. გადახდის განსახორციელებლად  მომხმარებელი ბანკში წარადგენს ლოტის განაცხადის ნომერს (რომელზეც სურს რომ  მოახდინოს გადახდა) და აუქციონზე რეგისტრირებული მომხმარებლის მონაცემს (ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება; პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი).

დამატებითი ინფორმაციისათვის  მოგვმართეთ:   (+995) 32 2601 601   ან (+995) 32  243 95 57
მოკლე აღწერილობა
პირობა

საგარანტიო თანხა მოიცავს 200 ლარიან სალიცენზიო მოსაკრებელს.

სარგებლობის ლიცენზიის ვადა 20 წელი.

ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება:

 

ა) ლიცენზიის ძალაში შესვლიდან, სამი წლის ვადაში განახორციელოს არანაკლებ 2 000 000 (ორი მილიონი) ლარის ოდენობის ინვესტიცია;

ბ) ლიცენზიის მოქმედების მთელ პერიოდში უზრუნველყოს საქართველოს არანაკლებ 20 (ოცი) მოქალაქის დასაქმება;

გ) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებიდან ორი თვის ვადაში, ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილი აუდიტორის/აუდიტორული ფირმის დასკვნა, რომელიც დაადასტურებს 2 000 000 (ორი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელებას;

დ) ,,ა” ქვეპუნქტში მითითებული საინვესტიციო ვალდებულების უზრუნველსაყოფად, ლიცენზიის მიღებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) თვის ვადაში ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს საბანკო გარანტია 200 000 (ორასი ათასი) ლარის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას;

ე) ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის დაწყებამდე უზრუნველყოს ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით’’ განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება;

ვ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირება განახორციელოს ძარაგადახურული ავტომობილებით, ასევე დასახლებულ პუნქტებში სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირებისას უზრუნველყოს საავტომობილო გზის პერიოდული მორწყვა, რათა თავიდან იქნეს აცილებული მტვრის გაფრქვევა დასახლებულ პუნქტებში;

) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია არ დააზიანოს შიდა სასოფლო გზები, ხოლო დაზიანების შემთხვევაში მოახდინოს მისი აღდგენა-რეაბილიტაცია, ლიცენზიის მფლობელს წიაღისეულის მოპოვების პერიოდში ეკრძალება გზის გვერდულებზე მასალის დასაწყობება, სამშენებლო ნარჩენების დაყრა, მანქანა-მექანიზმების გაჩერება და დგომა;

) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს სალიცენზიო მიწის ნაკვეთზე დაზიანებული ნიადაგის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეკულტივაციის ღონისძიებების ჩატარება;

) ექსპლუატაციისას მეწყრული პროცესების გააქტიურების დროს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა მოხდეს სამუშაოების შეჩერება, სათანადო ღონისძიებების დასახვა და განხორციელება, გეოდინამიკური სიტუაციის გართულების (ასეთის არსებობის) შემთხვევაში, უნდა შესრულდეს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების შესაბამისი მითითებები;

) ობიექტის დამუშავება უნდა მოხდეს ქვეყანაში მოქმედი სამთო საქმისთვის მიღებული ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების და წესების დაცვით, ობიექტის დამუშავების დროს მოხსნილი ნიადაგის ფენა და ფუჭი ქანი უნდა დასაწყობდეს ტერიტორიის რეკულტივაციის მიზნით მისი შემდგომი გამოყენებისათვის;

ლ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება უნდა განხორციელდეს წინასწარ შედგენილი წიაღით სარგებლობის პროექტის მიხედვით;

) ლიცენზიის მფლობელმა შეასრულოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, მათ შორისგარემოს დაცვის შესახებ“, ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებდაწიაღის შესახებ“,  საქართველოს კანონებით და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით  დადგენილი სხვა მოთხოვნებიამასთან, ,,წიაღის შესახებსაქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ,,ქვეპუნქტის შესაბამისად, წიაღით სარგებლობისას იშვიათი მეცნიერული ან ესთეტიკური ფასეულობის ობიექტების აღმოჩენის შემთხვევაში შეაჩეროს სამუშაოები და დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს;

ნ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის შესახებ შესაბამისი ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ლიცენზიის გამცემს დასამტკიცებლად წარუდგინოს სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმა (ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მითითებით);

ო) დაცული იქნეს საქართველოს კანონებით, ბუნებრივი რესურსით სარგებლობისათვის საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობით და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი პირობები, აგრეთვე ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილი მოთხოვნები.


აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო თანხის გადახდა გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში.

;