ამობეჭდვის თარიღი: 23.12.2024 05:55:09
კატეგორია: აღნაგობა
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:. ყურადღება! აუქციონი შეწყვეტილია განმკარგავი ორგანიზაციის მოთხოვნის საფუძველზე. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე (სადგურ „მეტეოს“ მიმდებარედ) 505 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N74.01.16.044) აღნაგობის უფლებით გაცემა
განაცხადის #:29230BVL65121320
აუქციონის #: 29230
ლოტის #: 651213
დაწყება/დასრულება: 02/03/2020 12:00 - 12/03/2020 16:00
ლოტის სტატუსი: შეწყვეტილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 1080GEL
მიმდინარე ფასი : 3600 GEL
საწყისი ფასი: 3600 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 1000 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო
მისამართი: გულუას 6
ტელეფონი: 971-2752352
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)სადგურ მეტეოს მიმდებარედქვეყანასაქართველო
ქალაქისტეფანწმინდაბრძანების ნომერიო-36
მიწის ფართობი(მ²)505საკადასტრო კოდი74.01.16.044
Rs რუკის მხარდაჭერა-გადახდის პერიოდი12
სარგებლობაში გადაცემის ვადა35 წელიტელეფონის ნომერი577222364
;
აღწერილობა
აღწერილობაყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601
მოკლე აღწერილობა.
ყურადღება! აუქციონი შეწყვეტილია განმკარგავი ორგანიზაციის მოთხოვნის საფუძველზე. 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე (სადგურ „მეტეოს“ მიმდებარედ) 505 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N74.01.16.044) აღნაგობის უფლებით გაცემა
პირობა

1. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია:

ა) გადაცემულ ტერიტორიაზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში მოაწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა ეკოტურიზმისა და რეკრეაციული მიზნებისთვის, რომელიც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს): ღამის გასათევ კოტეჯებს (არანაკლებ 5 ერთეული), კაფეტერიას, ბიოტუალეტს და გარე საშხაპეს;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ობიექტები ააშენოს/მოაწყოს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 იანვრის N84 დადგენილების დანართი N6-ით დამკიცებული “ტექნიკური რეგლამენტი - ყაზბეგის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“-ს შესაბამისად;

გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად განახორციელოს არანაკლებ 150 000 (ასორმოცდაათი ათასი) ლარის ინვესტიცია, ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუმეტეს 2 (ორი) წლის განმვალობაში.

დ) ამ პუნქტის „გ“ პუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) თვის ვადაში წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, მთლიანი საინვესტიციო თანხის (150 000 (ასორმოცდაათი ათასი) ლარი) 10%-ის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების ვადას;

ე) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურის ასაშენებლად/მოსაწყობად მომზადებული არქიტექტურული პროექტი (რენდერი) წინასწარ, შესაბამისი მშენებლობის ნებართვის აღებამდე (ნებართვის საჭიროების შემთხვევაში), შეათანხმოს სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან“.

2. აღნაგობის ვადის დასრულების და/ან ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე აღნაგობის უფლების მქონე პირის მიერ მოწყობილი/აშენებული მთელი ინფრასტრუქტურა, აღნაგობის უფლების მქონე პირისათვის ყოველგვარი ანაზღაურებისა და კომპენსაციის გადახდის გარეშე რჩება სახელმწიფო საკუთრებაში.

3. ინვესტიციის მოცულობა დადასტურებული უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან/და შესაბამისი აკრედიტაციის/ლიცენზიის მქონე პირის/ორგანოს მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნის საფუძველზე.

4. სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გადაცემის ვადა განისაზღვრება 35 (ოცდათხუთმეტი) წლით.

5. სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გადაცემის საწყისი სააუქციონო ფასი განსაზღვრულია3 600 (სამი ათას ექვსასი) ლარის ოდენობით (დღგ-ს ჩათვლით) წელიწადში. ამასთან, სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტო“ უფლებამოსილია ყოველ 10 (ათი) წელიწადში ერთხელ მოითხოვოს აღნაგობის საზღაურის გადახედვა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანოს მიერ დადგენილი ეროვნული სამომხმარებლო ფასების ინდექსის მიხედვით და გაზარდოს აღნაგობის საფასური, რისთვისაც ბაზისად აღებული იქნება აღნაგობის ხელშეკრულების გაფორმების თარიღის მაჩვენებელი.

6. აუქციონში მონაწილეობისათვის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობა განისაზღვრა 1 080 (ათას ოთხმოცი) ლარით (საწყისი საფასურის 30%) (“ბე“ უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ მონაწილე არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში).

7. აუქციონის ბიჯის სიდიდე განისაზღვრა 1000 (ერთი ათასი) ლარით.

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

;