ამობეჭდვის თარიღი: 17.05.2025 10:14:34
კატეგორია: არასასოფლო მიწა შენობით
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:განმეორებითი აუქციონი - მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქ. თერჯოლაში, რუსთაველის ქუჩა N5-ში მდებარე - არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1376.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ნანგრევი შენობა-ნაგებობა (ს/კ N33.09.41.019)
განაცხადის #:68566HMG66308120
აუქციონის #: 68566
ლოტის #: 663081
დაწყება/დასრულება: 26/06/2020 15:00 - 24/07/2020 15:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 3000GEL
დასრულების დრო: 24.07.2020 15:00:00
გაყიდვის ფასი : 26710.0000 GEL
საწყისი ფასი: 26460 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 250.00 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: თვითმმართველი ერთეული თერჯოლის მუნიციპალიტეტი
მისამართი: თერჯოლის რაიონი / ქ. თერჯოლა, რუსთაველის ქუჩა N109
ტელეფონი: 995-
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ქ. თერჯოლა, რუსთაველის ქუჩა N5ბრძანების ნომერი45 712, 22.06.2020 წ.
ქვეყანასაქართველოქალაქითერჯოლა
მიწის ფართობი(მ²)1376საკადასტრო კოდი33.09.41.019
Rs რუკის მხარდაჭერა-წყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ბუნებრივი გაზი-
გადახდის პერიოდი15შეფასების თანხა37800
ზომის ერთეულიკვადრატული მეტრიტელეფონის ნომერი598718151
;
აღწერილობა
აღწერილობა

მყიდველი ვალდებულია აუქციონში გამარჯვების დღიდან 10 კალანდარული დღის ვადაში გააფორმოს თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი.

მყიდველი ვალდებულია საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს ქონების გადაფორმებასთან დაკავშირებული ყველანაირი ხარჯის დაფარვა.

დაინტერესებულ პირს უფლება აქვს წინასწარ დაათვალიეროს თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება.

თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი წესით, გადაიხადეს „ბე“ ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ აუქციონში მონაწილეობისათვის გადახდილი „ბე“ ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601

მოკლე აღწერილობა

საპრივატიზაციოდ წარმოდგენილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქ. თერჯოლაში, რუსთაველის ქუჩა N5-ში მდებარე - არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1376.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ნანგრევი შენობა-ნაგებობა (ს/კ N33.09.41.019).

პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო - თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თერჯოლა, რუსთაველის N109. საკონტაქტო პირი: გიორგი რობაქიძე, ტელ: 598 71-81-51.

პირობაუპირობო.
;