საგარანტიო თანხა მოიცავს 200 ლარიან სალიცენზიო მოსაკრებელს.
სარგებლობის ლიცენზიის ვადა 25 წელი.
ა) მოპოვებული მიწისქვეშა მტკნარი წყლის რაოდენობრივი აღრიცხვა წარმოებს დამონტაჟებული და დალუქული მრიცხველის ჩვენების მიხედვით. ამ მიზნით ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია შეიძინოს, დაამონტაჟოს, შეაკეთოს, შეცვალოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო მრიცხველი, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სახის მოწყობილობები, დანადგარები და სხვა საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფს აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცავს მას უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან; ბ) აღრიცხვის კვანძის მოწყობის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ლიცენზიის გამცემს; გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვება განახორციელოს დამონტაჟებული და დალუქული მრიცხველის მეშვეობით. ამასთან, მრიცხველი და, შესაბამისად, აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა სახის ელემენტები (დანადგარები) უნდა იყოს დაცული მათ მუშაობაში უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან, რათა არ მოხდეს მრიცხველის ჩვენების შეცვლა ან სხვა სახის ხელყოფა. აგრეთვე, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, არ დაუშვას მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვება მრიცხველის გვერდის ავლით ან მის გარეშე; დ) აღრიცხვის კვანძი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს. აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს ისე, რომ დაინტერესებულ პირს ჰქონდეს მრიცხველის ჩვენების აღების საშუალება; ე) ლუქის ახსნა-დადება და შესაბამისი აქტის შედგენა რეგულირების საფასურის გადამხდელთა სალიცენზიო ობიექტებზე ხორციელდება – ლიცენზიის გამცემი ორგანოს საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ, ყველა სხვა შემთხვევაში კი – ლიცენზიის მფლობელის მიერ, მისი ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. ვ) ლიცენზიანტი, რომელსაც არ ეხება რეგულირების საფასურის გადახდა, ვალდებულია, ლუქის ახსნის/დადების პროცესის ამსახველი დოკუმენტაცია წარუდგინოს ლიცენზიის გამცემს მისი განხორციელებიდან არაუგვიანეს 5 დღისა. დოკუმენტაცია მოიცავს ფოტომასალას ჭაბურღილის, ჭის ან/და წყაროს X და Y კოორდინატების მითითებით, ფოტოზე ასევე დატანილი უნდა იყოს მოქმედების განხორციელების თარიღი; ზ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს ჭაბურღილის თავმორთულობის მოწყობა და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება. თ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დაიცვას „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. ი) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია გაითვალისწინოს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის N340 დადგენილებით დამტკიცებული უსაფრთხოების ტექნიკის წესები. კ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის შესახებ შესაბამისი ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ლიცენზიის გამცემს დასამტკიცებლად წარუდგინოს სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმა (ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მითითებით). ლ) დაცული იქნეს საქართველოს კანონებით, ბუნებრივი რესურსით სარგებლობისათვის საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობით და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი პირობები, აგრეთვე ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილი მოთხოვნები. აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო თანხის გადახდა გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში.
|