ამობეჭდვის თარიღი: 24.11.2024 06:36:59
კატეგორია: სხვა სახის ჯართი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:კომპანიის ბალანსიდან ჩამოწერილი, ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარი და ამორტიზირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები და სხვადასხვა დანადგარების - ჯართის სახით
განაცხადის #:44163DTB66969620
აუქციონის #: 44163
ლოტის #: 669696
დაწყება/დასრულება: 03/08/2020 15:00 - 24/08/2020 15:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 4 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 5000GEL
დასრულების დრო: 24.08.2020 15:00:00
გაყიდვის ფასი : 650.0000 GEL
საწყისი ფასი: 450 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 50 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: შპს საქართველოს მელიორაცია
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, გ. გულუას ქუჩა N6
ტელეფონი: 971-
თვისებები
ქვეყანასაქართველოქალაქიგურჯაანი
ქუჩა(დასახელება/ნომერი)სარაჯიშვილის ქ. N58გადახდის პერიოდი15
საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა120წონა(ტონა)50
ტელეფონის ნომერი599090505
;
აღწერილობა
აღწერილობა

სარეალიზაციო ქონების ზუსტი ადგილმდებარეობის და აუქციონის  პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შპს ”საქართველოს მელიორაციის“ ცენტრალურ ოფისში. მის: 0114, საქართველო, თბილისი, გ. გულუას ქ.№6. საკონტაქტო ტელეფონი: ზურაბ ქემაშვილი 599 09 05 05, ზურაბ ბერაია 591 993 846. 

ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601

მოკლე აღწერილობა

შპს "საქართელოს მელიორაციის"  ბალანსიდან ჩამოწერილი, ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარი და ამორტიზირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები და სხვადასხვა დანადგარების - ჯართის სახით რეალიზაცია.

საწყისი ფასი მითითებულია 1 ტონის

ჯართის სავარაუდო წონაა 50 ტონა, ზუსტი წონა დადგინდება გამარჯვებულ პრეტენდენტთან ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის მიღება-ჩაბარების აქტით (მიწონვით).

პირობა

·  აუქციონში გამარჯვებულ პრეტენდენტთან იდება კომპანიის ბალანსიდან ჩამოწერილი, ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარი და ამორტიზირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები და სხვადასხვა დანადგარების (ჯართის სახით) ნასყიდობის ხელშეკრულება აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა.

·  ნასყიდობის ხელშეკრულების დადებიდან 5 სამუშაო დღეში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს რეალიზებული ქონების მთლიანი ლოტის დარჩენილი ფასის (აუქციონზე საბოლოო დაფიქსირებულ მთლიან ლოტის ფასს მინუს „ბე“-ს თანხა) გადახდა, ან წარმოადგინოს იგივე თანხაზე საბანკო გარანტია, რომელიც არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს რეალიზებული ქონების დისლოკაციის ადგილიდან მთლიანად გატანის ვადას, რის შემდეგაც უფლება ექნება დაიწყოს რეალიზებული ქონების გატანა დისლოკაციის ადგილიდან, კომპანიის თანამშრომლების თანდასწრებით.

·   აუქციონში გამარჯვებულმა, ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული სავარაუდო წონის მთლიანი (აუქციონზე საბოლოო დაფიქსირებულ მთლიან ლოტის ფასი) ღირებულების სრულად გადახდიდან 60 კალენდარული დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს რეალიზებული ქონების  სრული მიღება და დისლოკაციის ადგილიდან გატანა.

· თუ ინტერნეტ-აუქციონში გამარჯვებულმა არ გადაიხადა, ან ვერ უზრუნველყო საბანკო გარანტიის წარმოდგენა აუქციონზე რეალიზებული ქონების სავარაუდო წონის ფასის მთლიან (აუქციონზე საბოლოო დაფიქსირებულ მთლიან ლოტის ფასს მინუს „ბე“-ს თანხა) ღირებულებაზე ან/და უარს აცხადებს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებაზე, მაშინ აუქციონის შედეგები ჩაითვლება ბათილად და „ბე“-ს თანხა არ დაბრუნდება ინტერნეტ-აუქციონში გამარჯვებულს.

·  ”მყიდველსა” და ”გამყიდველს” შორის საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება შპს ”საქართველოს მელიორაციის” მიერ ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის შესაბამისად. კერძოდ, თუ რეალიზებული ქონების აწონვის შედეგად დადგინდა ხელშეკრულებით განსაზღვრულზე მეტი ან ნაკლები ოდენობა, ,,მყიდველი” ,,გამყიდველს” / ,,გამყიდველი”-,,მყიდველს” გადაუხდის / დაუბრუნებს სხვაობის თანხას. გამყიდველის” მიერ  გადახდილი ”ბე”-ს თანხა ჩაითვლება რეალიზებული ქონების ფასში საბოლოო  ანგარიშსწორებისას.

·  აუქციონში გამარჯვებული საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს რეალიზებული ქონების დატვირთვა-გადმოტვირთვას, ტრანსპორტირებასა და აწონვას (დისლოკაციის ადგილიდან უახლოეს სასწორზე, რომელიც დაკალიბრებული უნდა იყოს საქართველოში აკრედიტირებული ლაბორატორიის მიერ (შესაბამისი დოკუმენტით)), კომპანიის თანამშრომლების თანდასწრებით.

·  რეალიზებული ქონების გატანის ვადა - თუ მყიდველი ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული სავარაუდო წონის მთლიანი ღირებულების სრულად გადახდიდან  60 დღის ვადაში ვერ უზრუნველყოფს რეალიზებული ქონების სრულად მიღებას (გატანას გამყიდველის ტერიტორიიდან), მაშინ ,,მყიდველს“ დაეკისრება რეალიზებული ქონების შენახვის ხარჯი, ჯართის მთლიანი სარეალიზაციო ღირებულების 0.1 %, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

;