|
![]() |
კატეგორია:
სააქციო საზოგადოება
გაყიდვის ტიპი: საჯარო აუქციონი |
|
დასახელება:აქციების გასხვისება
განაცხადის #:117207RBS67189920 აუქციონის #: 117207 ლოტის #: 671899 დაწყება/დასრულება: 10/08/2020 15:00 - 08/09/2020 23:00 საგარანტიო თანხა: 659031.91GEL
მიმდინარე ფასი :
32330383.04 GEL
საწყისი ფასი: 32330383.04 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 50000.00 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სს საქართველოს განვითარების ფონდი მისამართი: საქართველო, თბილისი, ვ. ბერიძის N6 ტელეფონი: 995-322990448 |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | ვუკოლ ბერიძის ქუჩა #6 | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | თბილისი | Rs რუკის მხარდაჭერა | - | გადახდის პერიოდი | 20 | ტელეფონის ნომერი | +995574997709 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | სს „საპარტნიორო ფონდი“ წარმოადგენს სს „თელასის" საწესდებო კაპიტალში არსებული 24.529% აქციების მესაკუთრეს. სს „თელასის“ საქმიანობა საყოველთაოდ ცნობილია საქართველოში და მის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ვებგვერდზე - www.telasi.ge. აქციების შეფასების დოკუმენტი, რომელიც განხორციელებულია დიდ ოთხეულში შემავალი აუდიტორული კომპანიის მიერ და ყველა ის დოკუმენტი რაც ადასტურებს ქონების უფლებრივ მდგომარეობას (აღნიშნული დოკუმენტები (იგულისხმება გამყიდველის ხელთ არსებული ყველა დოკუმენტი) გადაეცემა აუქციონში მონაწილეს ქონების შეფასების დოკუმენტთან ერთად; აუქციონში მონაწილეობა გულისხმობს, რომ მონაწილეს რაიმე პრეტენზია ქონების ნაკლთან დაკავშირებით არ გააჩნია) გადაეცემა აუქციონში მონაწილეობაში დაინტერესებულ პირს, მასთან კონფიდენციალურობის შეთანხმების და აუდიტორული ფირმის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების გაფორმების შემდეგ. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აუქციონი ეფუძნება ე.წ. „AS IS“ სტანდარტს, შესაბამისად სს „თელასის“ შემოსავლების რაიმე ნაწილში გარანტირებასთან დაკავშირებით, ან სს „საპარტნიორო ფონდზე“ სხვა რაიმე ვალდებულების დაკისრებასთან დაკავშირებით წინადადებები გარდა ერთადერთი ვალდებულებისა, რომ აქციები მყიდველს გადაეცეს საკუთრებაში, განხილული იქნება ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარად და შესაბამისად გამოთხოვილი იქნება აუქციონში მონაწილეობის საბანკო გარანტია. ხელშეკრულების პირობები გთხოვთ იხილოთ სააუქციონო დოკუმენტაციაში. აუქციონის საწყისი ფასი შეადგენს 32,330,383.04 ლარს (10,511,211.08 (ათი მილიონ ხუთასთერთმეტი ათას ორას თერთმეტი აშშ დოლარი და 08 ცენტი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში). ბიჯის ოდენობა შეადგენს 50,000 ლარს. აუქციონის დროს დაფიქსირებული ფასი დაკონვერტირდება აშშ დოლარებში შემდეგი კურსით: 3.0758 (აუქციონის გამოცხადების დღისთვის (10.08.2020) ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსი (ლარი/აშშ დოლარი)). თქვენთვის საინტერესო სხვადასხვა საკითხების დასაზუსტებლად გთხოვთ მიმართოთ საპარტნიორო ფონდს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: telasiauction@fund.ge, telasiauction@partnershipfund.ge. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ხელშეკრულების ტექსტი არ ექვემდებარება ცვლილებას, თუ საპარტნიორო ფონდი საკუთარი შეხედულებისამებრ სხვაგვარად არ გადაწყვეტს და შესაბამისად, თუ აუქციონში გამარჯვებული ხელშეკრულების ხელმოწერაზე განაცხადებს უარს ნებისმიერი მიზეზით ან თუნდაც უმიზეზოდ, მათ შორის ხელშეკრულების პირობების მიუღებლობის გამო, საპარტნიორო ფონდი მოითხოვს გადახდას აუქციონში მონაწილეობის საბანკო გარანტიის შესაბამისად. |
მოკლე აღწერილობა | საჯარო აუქციონის გზით ხორციელდება სს „თელასის" კაპიტალში სს „საპარტნიორო ფონდის“ კუთვნილი აქციების (24.529%) ნასყიდობა (იხ. http://www.telasi.ge/ge/shareholders/structure). აუქციონის საწყისი ფასი შეადგენს 32,330,383.04 ლარს (10,511,211.08 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში). აუქციონის დროს დაფიქსირებული ფასი დაკონვერტირდება აშშ დოლარებში შემდეგი კურსით: 3.0758 (აუქციონის გამოცხადების დღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსი (ლარი/აშშ დოლარი)). |
პირობა | საჯარო აუქციონი ჩატარდება 2020 წლის 9 სექტემბერს შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ვუკოლ ბერიძის ქუჩა N6, სს „საპარტნიორო ფონდი“. აუქციონში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს: ა) მონაწილეობის მსურველი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები; შენიშვნა: მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ რეზიდენტ თუ არარეზიდენტ იურიდიულ ან ფიზიკური პირს ბ) წარმომადგენლობის დამადასტურებელი მინდობილობა ან სხვა დოკუმენტი (მაგ: ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან); გ) საქართველოში მოქმედი ნებისმიერი კომერციული ბანკის მიერ გაცემული უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია 659,031.91 (ექვსას ორმოცდაცხრამეტი ათას ოცდათერთმეტი ლარი და 91 თეთრი) ლარის ან 214,263.58 (ორასთოთხმეტი ათას ორასსამოცდასამი აშშ დოლარი და 58 ცენტი) ოდენობით, აუქციონში მონაწილოების და გადახდის (იგულისხმება გამარჯვების შემთხვევაში ხელშეკრულების ხელმოწერა და გადახდის განხორციელება) უზრუნველსაყოფად. საბანკო გარანტია აუქციონის ჩატარების დღეს უნდა აღემატებოდეს 45 დღით. მითითებულ 45 დღიან ვადაში არ ჩაითვლება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით მარეგულრებელი ორგანოდან (სემეკი) თანხმობის მიღებისთვის საჭირო ვადა, ხოლო გამარჯვებული ვალდებულია საბანკო გარანტიის ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 15 კალენდარული დღით ადრე საბანკო გარანტიის ვადა გააგრძელოს დამატებით 45 დღით. რეგისტრაციისა და საბუთების მიღების პერიოდი: 9.09.2020წ. 12:30-დან - 14:30-მდე (აღნიშნული პერიოდის შემდეგ გამოცხადებული მონაწილე აუქციონში არ დაიშვება. თუ პირი მითითებულ დრომდე გამოცხადდება ადგილზე და რიგის არსებობის შემთხვევაში მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით ვერ დაიწყებს რეგისტრაციის პროცესს 14:30-მდე იგი ჩაითვლება ვადაში გამოცხადებულად). აუქციონი ჩატარდება იმ შემთხვევაშიც, თუ მასში მონაწილეობის სურვილს მხოლოდ ერთი პირი განაცხადებს. აუქციონის შედეგები უქმდება, გამარჯვებულ პირს ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი, თუ: ა) გამოთხოვილი არ იქნება გამარჯვებულის მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა (შესაბამისად საბანკო გარანტია დაუბრუნდება წარმომდგენს), თუ აუქციონში გამარჯვებულმა ვერ მოიპოვა მარეგულირებელი ორგანოს (სემეკი) თანხმობა აქციების შეძენაზე; ბ) გამოთხოვილ იქნება გამარჯვებულის მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა, თუ აუქციონში გამარჯვებულმა: ბ.ა) უარი განაცხადა ხელშეკრულების ხელმოწერაზე. უარად ჩაითვლება აგრეთვე ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიის წარმოუდგენლობა; ბ.ბ) უარი განაცხადა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმზე ხელის მოწერაზე; ბ.გ) დაარღვია აუქციონში მონაწილეობის საქართველოს კანონმდებლობითა და წინამდებარე წესებით დადგენილი პირობები. ხელშეკრულების ხელმოწერა უნდა განხორციელდეს აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. ამასთან, ამავე ვადაში ხელშეკრულების ხელმოწერამდე წარმოდგენილი უნდა იქნეს საქართველოში მოქმედი ნებისმიერი კომერციული ბანკის მიერ გაცემული უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია 4,341,000.00 ლარის ან 1,411,340.14 აშშ დოლარის ოდენობით (საბოლოო ციფრი შეიცვლება გამოცხადების დღეს არსებული კურსის ოდენობიდან (3.0758) გამომდინარე. გარდა ამისა იმოქმედებს შემდეგი ფორმულა: მონაწილეობის გარანტიას + შესრულების გარანტია = 5,000,000 (ხუთი მილიონი) ლარი.), ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად. საბანკო გარანტია აუქციონის ჩატარების დღეს უნდა აღემატებოდეს 45 დღით. ასეთი გარანტიის წარმოუდგენლობა ჩაითვლება ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარად. მითითებულ 10 და 45 დღიან ვადებში არ ჩაითვლება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით მარეგულრებელი ორგანოდან თანხმობის მიღებისთვის საჭირო ვადა, ხოლო გამარჯვებული ვალდებულია: ა) აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ამ თანხმობის მოსაპოვებლად საჭირო დოკუმენტაცია მიაწოდოს საპარტნიორო ფონდსა და სს „თელასს“ მარეგულირებელი ორგანოსთვის (სემეკი) წარსადგენად; ბ) საბანკო გარანტიის ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 15 კალენდარული დღით ადრე საბანკო გარანტიის ვადას გააგრძელოს დამატებით 45 დღით. ნასყიდობის ღირებულების უნაღდო ანგარიშსწორების წესით გადახდა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების ხელმოწერიდან 20 კალენდარული დღის ვადაში. ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს აშშ დოლარში, თუ კანონმდებლობით ლარით ანგარიშსწორება არ იქნება სავალდებულო, რა შემთხვევაშიც მყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს გამყიდველის ანგარიშზე ჩარიცხული ლარის ისეთი კურსით კონვერტაცია, რომ გამყიდველის ანგარიშზე ლარში ჩარიცხული თანხა დაკონვერტირდეს აშშ დოლარებში ზემოთ მითითებული ოდენობით. აუქციონის პროცესი განხორციელდება საჯაროდ რაც გულისხმობს იმას, რომ დასაშვებია პროცესის ჩაწერა და გავრცელება. აუქციონის პროცედურები საპარტნიორო ფონდის ცალმხრივი გადაწყვეტილებით და აბსოლუტური დისკრეციის ფარგლებში შესაძლებელია შეწყდეს ნებისმიერ დროს ხელშეკრულების ხელმოწერამდე (მათ შორის, ხელშეკრულების ხელმოწერის ეტაპზე). შესაბამისად, მონაწილე არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს აქედან გამომდინარე ზიანის ან/და ხარჯების ანაზღაურება (გარდა საბანკო გარანტიის დაბრუნებისა). აუქციონი არ წარმოადგენს ოფერტს ან/და რაიმე ვალდებულებას საპარტნიორო ფონდის მხრიდან. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |