ამობეჭდვის თარიღი: 17.05.2025 10:14:34
კატეგორია: არასასოფლო მიწა შენობით
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ქალაქი ფოთი, ლარნაკას ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონება
განაცხადის #:29193BVA67483020
აუქციონის #: 29193
ლოტის #: 674830
დაწყება/დასრულება: 23/09/2020 15:00 - 07/10/2020 15:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 2 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 58050.00GEL
დასრულების დრო: 07.10.2020 15:00:00
გაყიდვის ფასი : 234200.0000 GEL
საწყისი ფასი: 232200.00 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 1000.00 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
მისამართი: ქ.ფოთში / დ.აღმაშენებლის ქ. 12
ტელეფონი: 995-0493221359
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ლარნაკას ქუჩაბრძანების ნომერი04/1351
ქვეყანასაქართველოქალაქიფოთი
მიწის ფართობი(მ²)2202საკადასტრო კოდი04.01.03.887;04.01.03.953
Rs რუკის მხარდაჭერა-წყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ბუნებრივი გაზი-
გადახდის პერიოდი15შეფასების თანხა232200.00
ტელეფონის ნომერი0493221359
;
აღწერილობა
აღწერილობა

ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, ლარნაკას ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონება (შენობა-ნაგებობა N1 განაშენიანების ფართობი 110.3 კვ.მ., N2 განაშენიანების ფართობი 12.8 კვ.მ. და მასზე დამაგრებული 1476.00 კვ.მ. არასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი) (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.01.03.887) და ქალაქ ფოთში, ლარნაკას ქუჩაზე მდებარე 726.00 კვ.მ. არასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.01.03.953).

,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის-გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე" ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 2 დეკემბრის, N 27/28 დადგენილების თანახმად საპრივატიზებო მიწის ნაკვეთები მდებარეობს საწარმოო ზონაში (იზ-1).

საპრივატიზებო უძრავი ქონების შემძენი შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი ან ასეთ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც მუნიციპალიტეტის ან საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მონაწილეობის წილი 25 პროცენტზე ნაკლებია

მოკლე აღწერილობა

პირობა

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის საფუძველზე 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში ფორმდება მუნიციპალიტეტისა ქონების მმართველსა და მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს შორის წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება.

ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულება.

ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ პირს გადახდილი ,,ბე" ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

აუქციონში გამარჯვებულია ვალდებულია ქალაქ ფოთში, ლარნაკას ქუჩაზე მდებარე 726.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.01.03.953) გამავალ სანიაღვრე არხს გაუწიოს ექსპლუატაცია და უსასყიდლო მოვლა-პატრონობა, ასევე დღე-ღამის ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად (უსასყიდლოდ) გაატაროს შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა თუ არხის ექსპლუატაციის მომსახურე პირები და ტექნიკა არხზე საექსპლუატაციო და სარემონტო სამუშაოების წარმოებისას. ამასთან, აუქციონში გამარჯვებულია ვალდებულია არ განახორციელოს არხის ფუნქციონირების რაიმე სახით შეზღუდვა (მათ შორის არხის გასხვისების ზოლის შეზღუდვა), ასევე არხში წყლის ნაკადის მოძრაობის შეფერხება და არხის ამოვსება.

აღნიშნული ვალდებულებები ვრცელდება ასევე: საპრივატიზებო მიწის ნაკვეთის ან/და მისი ნაწილის სხვა ნაკვეთთან გაერთიანების; საპრივატიზებო მიწის ნაკვეთის დაყოფის შედეგად მიღებულ მიწის ნაკვეთებზე; საპრივატიზებო მიწის ნაკვეთის ან/და მისი ნაწილის სხვა მესაკუთრეზე გასხვისების ან/და სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში.

ყურადღება!

აუქციონის დასრულებამდე ქონების დათვალიერება შესაძლებელია პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით.

ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდილი ,,ბე" სრულად ირიცხება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, თუ: 

1.ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა.

2.ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა, აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში, სრულად არ გადაიხადა მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულება.

04.01.03.887 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული საპრივატიზებო 1476.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან 88.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დატვირთულია სერვიტუტით.

04.01.03.953 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული საპრივატიზებო 726.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან 33.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დატვირთულია სერვიტუტით.

საპრივატიზებო მიწის ნაკვეთი მდებარეობს მდებარეობს სსიპ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამანეტის ბალანსზე რიცხული საავტომობილო გზის (ლარნაკას ქუჩა) ღერძიდან 100 მეტრის ფარგლებში.

თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი წესით, გადაიხადეს „ბე“ ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ აუქციონში მონაწილეობისათვის გადახდილი „ბე“ ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 0493 22-13-59.

;