ამობეჭდვის თარიღი: 28.04.2025 15:29:28
კატეგორია: შავი მეტალი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:საორიენტაციოდ 45 ტონა შავი ლითონის ბურბუშელას ჯართი
განაცხადის #:35172CSL67809020
აუქციონის #: 35172
ლოტის #: 678090
დაწყება/დასრულება: 12/10/2020 12:30 - 21/10/2020 12:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 2000GEL
მიმდინარე ფასი : 18000 GEL
საწყისი ფასი: 18000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 250.00 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი დელტა
მისამართი: ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონში / მნათობის 73
ტელეფონი: 995-2710002
თვისებები
ქვეყანასაქართველოქალაქითბილისი
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ფონიჭალის სადემილიტარიზაციო ბაზა (გიგანტის დასახლების მიმდებარედ)გადახდის პერიოდი7
ზომის ერთეულიტონაწონა(ტონა)45
ტელეფონის ნომერი032 2710002
;
აღწერილობა
აღწერილობაყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601
მოკლე აღწერილობა

მოკლე აღწერილობა

პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო:

სსიპ - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“

საპრივატიზებო ქონების დასახელება:

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტასთვის“ უტილიზაცია/რეალიზაციის მიზნით გადმოცემული, ჩამოწერილი, შავი ლითონის ბურბუშელას ჯართი, საორიენტაციო წონა- 45 (ორმოცდახუთი) ტონა.

პირობა

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

საპრივატიზებო ქონება შედგება დანართ ფოტო მასალაზე მოცემული, ჩამოწერილი შავი ლითონის ბურბუშელას ჯართისაგან.

აუქციონის დაწყების და დასრულების დრო: 12.10.2020 12:30 – 21.10.2020 12:00

საპრივატიზებო ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხა: 18,000.00 (თვრამეტი ათასი ლარი და ნული თეთრი) ლარი.

უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობა: 2,000.00 (ორი ათასი) ლარი, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადას.

ბიჯი: 250.00 (ორასორმოცდაათი ლარი და ნული თეთრი) ლარი

ლოტი: 1 (ერთი)

ელექტრონული აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების შემძენი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ამ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.

შეძენილი ქონების საფასურის (აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი, გადახდილი „ბე“-ს გამოკლებით) გადახდის ვადა: აუქციონის დასრულებიდან- არაუმეტეს 7 კალენდარული დღე.

მყიდველი ვალდებულია ქონების მიღებამდე და/ან მიღების პროცესში, დელტას წარმომადგენლის თანდასწრებით, მოახდინოს მისი გადაწონვა სსიპ სსსტც „დელტას“ ტერიტორიაზე არსებული, დაკალიბრებული და სერტიფიცირებული  სასწორის საშუალებით, რის შემდეგაც, საჭიროების შემთხვევაში, დაკორექტირდება სარეალიზაციოდ წარმოდგენილი ქონების ჯამური ღირებულება და მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაში შევა შესაბამისი  ცვლილება  შეთანხმების სახით. გადაწონვის დროს წონის ზედმეტობის შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს ზედმეტობით გამოწვეული სხვაობის ღირებულება (შესაბამისი პროპორციით) ხელშეკრულებაში - შეთანხმებით შესაბამისი ცვლილების შეტანიდან არაუგვიანეს 7 კალენდარულ დღეში და მხოლოდ ამის შემდგომ მოახდინოს ქონების გატანა. გადაწონვის დროს წონის ნაკლებობის შემთხვევაში, პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო ვალდებულია დაუბრუნოს წონის ნაკლებობით გამოწვეული სხვაობის ღირებულება (შესაბამისი პროპორციით) ხელშეკრულებაში - შეთანხმებით შესაბამისი ცვლილების შეტანიდან არაუგვიანეს 7 კალენდარულ დღეში. (სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ გენერალური დირექტორის 2019 წლის 4 მარტის N 60 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მიხედვით)

მყიდველი ვალდებულია ქონების გატანა განახორციელოს საკუთარი ხარჯებით.

შეტყობინებები და ენა

ნებისმიერი შეტყობინება და მიმოწერა მხარეებს შორის უნდა განხორციელდეს წერილობით ქართულ ენაზე და გადაცემულ უნდა იქნეს პირადად, ფაქსის, შეკვეთილი წერილის, კურიერის ან ხელშეკრულებაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მისამართებზე.

მყიდველს უნდა გააჩნდეს მოქმედი ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელიც მიეთითება ხელშეკრულებაში და მასზე გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.

ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება მისი გაგზავნის მომენტიდან.

თითოეული მხარე. მისამართის შეცვლის შემთხვევაში, ვალდებულია აცნობოს აღნიშნულის თაობაზე მეორე მხარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ძველ მისამართზე გაგზავნილი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება.

მყიდველი ვალდებულია შეძენილი ქონების გატანა განხორციელოს შეძენილი ქონების საფასურის (აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი, გადახდილი „ბე“-ს გამოკლებით) სრულად გადახდიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში, 09:30 სთ-დან 18:30 სთ-მდე. (ათვლა იწყება სრულად გადახდის შემდგომი სამუშაო დღიდან).

ქონების გატანის ვადების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს - ქონების სარეალიზაციო ღირებულების 0,1%-ს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს - გადაუხდელი თანხის 0,1%-ს, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას დარღვევის გამოსწორების ვადის (რომელიც არ აღემატება 10 კალენდარულ დღეს) და პირგასამტეხლოს ოდენობის მითითებით.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად. ასეთ შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგები, პრივატიზებული ქონება უბრუნდება გამყიდველს და  სახელმწიფო ქონების შემძენს არ უნაზღაურდება საპრივატიზებო თანხა, გადახდილი თანხები და ქონებაზე გაწეული დანახარჯები.

მყიდველის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა მყიდველს არ უბრუნდება.

დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხის გადახდა არ ათავისუფლებს მყიდველს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან.

თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში რეგისტრირებული პირები რომლებმაც გადაიხადეს ბე ან/და წარმოადგინეს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.

აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდებათ აუქციონის დასრულებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში.

ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ:

ა) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;

ბ) აუქციონში გამარჯვებულმა პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხადა საპრივატიზებო საფასური;

გ) დაარღვია აუქციონში მონაწილეობის „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონით და „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესით“ დადგენილი პირობები.

ქონების შემძენს შეძენილ ქონებაზე საპრივატიზებო საფასურის გადახდამდე არ აქვს უფლება საპრივატიზებო ქონება გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს. ამასთან, ის პასუხისმგებელია საპრივატიზებო საფასურის გადახდის შემდგომ, საპრივატიზებო ქონების გამყიდველის ტერიტორიიდან ეტაპობრივი გატანის პროცესში მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.

ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების ვადა:

აუქციონის დასრულებიდან არაუმეტეს 20 კალენდარული დღე;

აუქციონში გამარჯვებულმა პირმა, აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 7 კალენდარულ დღეში უნდა წარმოუდგინოს გამყიდველს (სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“):

o   პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ფიზიკური პირის შემთხვევაში);

o   სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა ან დაწესებულების მიერ გაცემულ სათანადო მინდობილობა, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;

o   სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება) ასლები  და განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედი ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში);

o   საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გამარჯვებულად გამოვლინდება აუქციონში მონაწილე ის პირი, რომელიც აიღებს ვალდებულებას დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში სახელმწიფო ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.

თანდართული დოკუმენტაცია:

შავი ლითონის ბურბუშელას ჯართის ფოტო მასალა,

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა № 005655220 – (გასვლის თარიღი 21.09.2020)

გამარჯვებულის მიერ საბოლოო ანგარიშსწორება მოხდება შემდეგ ანგარიშზე:

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი დელტა ს/კ 202297335

მიმღების დასახელება- ხაზინის ერთიანი ანგარიში:

მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა;

ბანკის კოდი -  TRESGE22;

მიმღების ანგარიში /სახაზინო კოდი 707297519

გამარჯვებულის მიერ ქონების გატანის მიზნით გამოყენებული სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მისაბმელის მაქსიმალური დასაშვები სიგრძე - 12 მეტრი, ამასთან სატრანსპორტო საშუალება აღჭურვილი უნდა იყოს მისაბმელის ჩახსნის (გამწესგან განცალკევების) გამართული სისტემით. (სასწორის პინის პარამეტრებიდან გამომდინარე).

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო -ტექნიკური ცენტრი „დელტას“ ფონიჭალის სადემილიტარიზაციო ბაზის ტერიტორიაზე განთავსებული,  სერტიფიცირებული სასწორის მაქსიმალური ტვირთამწეობა - 40 ტონა.

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის 191, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ - info@delta.gov.ge

საკონტაქტო პირი დამატებით ინფორმაციასთან დაკავშირებით - ზურაბ მიქაშავიძე - 577 277705

საკონტაქტო პირი ქონების დათვალიერებასთან დაკავშირებით - გოჩა უზნაძე - 595 884111

;