ამობეჭდვის თარიღი: 25.11.2024 00:09:39
კატეგორია: არასასოფლო მიწა შენობით
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანაკლიაში მდებარე 4946 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული N1 (მშენებარე) და N2 (დანგრეული) შენობა-ნაგებობები
განაცხადის #:1189BV120
აუქციონის #: 1189
ლოტის #: 1
საქმის ნომერი: 2020100871450
დაწყება/დასრულება: 08/10/2020 16:00 - 22/10/2020 17:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 164680GEL
დასრულების დრო: 22.10.2020 17:00:00
გაყიდვის ფასი : 5001.0000 GEL
საწყისი ფასი: 1 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 5000 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო”
მისამართი: თბილისი, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზირი #49ა.
ტელეფონი: 995-1420
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანაკლიაშიქვეყანასაქართველო
ქალაქიზუგდიდისაქმის ნომერი2020100871450
ბრძანების ნომერი1/1-3014საკადასტრო რუკაhttp://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFKo[iaiSLCO20s4npJg8IGhVhRbpyHa9c7ZMqTXHIrxS
საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა60ტელეფონის ნომერი2981111
ქონების ტიპიუძრავი ქონებასაკადასტრო კოდი43.30.41.825
Rs რუკის მხარდაჭერა-წყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ბუნებრივი გაზი-
გადახდის პერიოდი45ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
;
აღწერილობა
აღწერილობა

ყურადღება!

  • აუქციონის დასრულებამდე ქონების დათვალიერება შესაძლებელია პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით;
  • ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ბეს (საგარანტიო თანხის) გადახდა შესაძლებელია:
    • ნაღდი ანგარიშსწორებით  სს  ,, ლიბერთი ბანკში”
    • ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით
    • ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით
  • მყიდველი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად მიმართოს სსიპ სახელმწიფო  ქონების  ეროვნული  სააგენტოს იურიდიულ  დეპარტამენტს  აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის  ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგი.
  • დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე : (+995) 32  2  981-111 (სსიპ  ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო”)   (+995) 32  2  601 601 (www.eauction.ge).
  • აუქციონის გამოცხადების შესახებ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ შესაბამისი ბრძანება იხილეთ თანდართული ფაილის სახით.
  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანების მე-4 მუხლის შესაბამისად კანონით დადგენილ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში ელექტონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდილი "ბე"-ს (საგარანტიო) თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში
მოკლე აღწერილობა

4946 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული N1 (მშენებარე) და N2 (დანგრეული) შენობა-ნაგებობები 

 

შენიშვნა:

ა) საპრივატიზებო   ობიექტზე  განთავსებული  მოძრავი  ქონება  არ  წარმოადგენს პრივატიზების  საგანს.

 

ბ)  საპრივატიზებო მიწის ნაკვეთზე გადის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  საკუთრების  უფლებით  რეგისტრირებული მილსადენები (ს/კ N43.00.065, N43.00.066)

პირობაა) საპრივატიზებო თანხის გადახდა  ელექტრონული  აუქციონის დასრულებიდან 45 კალენდარული   დღის  ვადაში.
ბ) პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 48 (ორმოცდარვა) თვის ვადაში, საპრივატიზებო   უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე სასტუმრო კომპლექსის  შექმნა (რაც შესაძლოა მოიცავდეს არსებული შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილის შესაბამისი კომპეტენტური ორგანო(ები)ს თანხმობით განხორციელებულ დემონტაჟს), შესაბამისი შენობ(ებ)ის/ნაგებობ(ებ)ის ექსპლუატაციაში მიღება და სასტუმრო კომპლექსის ფუნქციონირების დაწყება.
გ) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულების მიზნით, არანაკლებ 5 000 000  (ხუთი მილიონი) ლარის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე)  ინვესტიციის განხორციელება.
დ) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასტუმრო კომპლექსის ფუნქციონირების დაწყებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ამავე სასტუმრო კომპლექსში არანაკლებ 20 (ოცი) ადამიანის დასაქმება არანაკლებ 2 (ორი) წლის ვადით;

,,ა-დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საპრივატიზებო  პირობების  შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), ელექტრონული  აუქციონის ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში   სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში“   წარმოადგინოს  ,,გ“ ქვეპუნქტით  განსაზღვრული  საინვესტიციო  თანხის 5 %-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც  არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს  ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული  ვალდებულების შესრულების ვადას.

,
;