ამობეჭდვის თარიღი: 27.09.2024 02:06:49
კატეგორია: არასაცხოვრებელი ფართი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ქ.ზუგდიდი, ზვ.გამსახურდიას ქ.N19/რუსთაველის ქ.N89-ში მდებარე შენობის I, II და III სართულზე განთავსებულ 2359,00 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე (მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი : 43.31.49.015.01.519)) განმეორებითი ელექტრონული აუქციონის (პირობებიანი) ფორმით, პრივატიზების მიზნით გასატარებელი ღონისძიება
განაცხადის #:102694OQL67929420
აუქციონის #: 102694
ლოტის #: 679294
დაწყება/დასრულება: 09/10/2020 17:00 - 05/11/2020 17:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 250000GEL
მიმდინარე ფასი : 2500000 GEL
საწყისი ფასი: 2500000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 20000 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მისამართი: ქ.ზუგდიდი / რუსთაველის 90
ტელეფონი: 995-591445351
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ზვ.გამსახურდიას ქ.N19/რუსთაველის ქ.N89კონდიციონერი-
ბრძანების ნომერი2526საკადასტრო კოდი43.31.49.015.01.519
Rs რუკის მხარდაჭერა-წყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ბუნებრივი გაზი-
ტელეფონი-ინტერნეტი-
პარკირება-ლიფტი-
ბუხარი-ავეჯი-
აივანი-ლოჯი-
ქვეყანასაქართველოქალაქიზუგდიდი
TV-ცხელი წყალი-
გათბობა-სათავსო-
გადახდის პერიოდი30ტელეფონის ნომერი599525238
;
აღწერილობა
აღწერილობა

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

 მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი შეიძლება იყოს ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი ან ასეთ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც მუნიციპალიტეტის ან საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მონაწილეობის წილი 25 პროცენტზე ნაკლებია.

 საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების 41  მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მყიდველი ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში წარადგინოს საინვესტიციო ვალდებულების არანაკლებ 10 პროცენტის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 4 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას.

 ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის საფუძველზე 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში ფორმდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქონების მმართველსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს შორის წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება.

 ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს შეძენილი ქონების სრული ღირებულება.

 ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი/გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, თუ:

ა) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;

ბ) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა, აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხადა შეძენილი ქონების სრული ღირებულება.

თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც გადაიხადეს ბე ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.  

 მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გადახდა, ასევე ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდა შესაძლებელია საბანკო დაწესებულებაში, ინტერნეტბანკის საშუალებით, საბანკო პლასტიკური ბარათით და აუქციონატორის მიერ შეთავაზებული სხვა საშუალებებით, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა შესაძლებელია როგორც გააქტიურებით (ელექტრონულად), ასევე წარდგენის საშუალებით.

თანხა ელექტრონულ აუქციონში მონაწილე პირებმა დარჩენილი ღირებულება უნდა გადაიხადონ შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ბიუჯეტის ცენტრალიზებული შემოსულობები, ხაზინის ერთიანი ანგარიში №GE24NB0330100200165022; ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი №TRESGE22, უძრავი ქონების პრივატიზება - №300823313 (შემოსულობა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საკუთრებაში არსებული არასასოცხოვრებელი შენობის გაყიდვიდან). 
მოკლე აღწერილობადამატებითი იმფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე 599525238
პირობა

ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი წლის განმავლობაში 4000000 (ოთხიმილიონი) ლარის ინვესტიციის განხოციელება, სასტუმროს ან/და კომერციული ფართის მოწყობისთვის. აღნიშნული ინვესტიციის 30% განხორციელება ხელშეკრულების გაფორმებიდან პირველი წლის განმავლობაში. შემძენს ექნება შესაძლებლობა არასაცხოვრებელ ფართზე დააშენოს მანსარდული ტიპის მე-4 სართული.

 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია 2021 წლის 01 აპრილამდე. უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი ოჯახების მიერ  შენობის მეორე და მესამე სართულზე დაკავებული ფართების გამონთავისუფლებას.  

;