ამობეჭდვის თარიღი: 14.03.2025 16:39:35
კატეგორია: სხვა ტიპის იჯარა
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ქ. თბილისში, ვანის ქ.№1-ში არსებული, სადგურ თბილისის სატვირთოში მდებარე 245გრ.მ. №2 ამწის ლიანდაგი და ლიანდაგზე დამაგრებული 686 კვ.მ. მიწის ნაკვეთი
განაცხადის #:176GUC120
აუქციონის #: 176
ლოტის #: 1
დაწყება/დასრულება: 21/10/2020 12:00 - 28/10/2020 12:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 2400GEL
დასრულების დრო: 28.10.2020 12:00:00
გაყიდვის ფასი : 2400.0000 GEL
საწყისი ფასი: 2200 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 200 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: საქართველოს რკინიგზა
მისამართი: ქ.თბილისი, თამარ მეფის გამზ. #15
ტელეფონი: 995-
თვისებები
ქალაქითბილისიქვეყანასაქართველო
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ვანის ქ.№1სარგებლობაში გადაცემის ვადა1 წელი
ტელეფონის ნომერი995591199151
;
აღწერილობა
აღწერილობა

იჯარის საგანი - ქ. თბილისში, ვანის ქ.№1-ში არსებული, სადგურ თბილისის სატვირთოში მდებარე 245გრ.მ. №2 ამწის ლიანდაგი და ლიანდაგზე დამაგრებული საკ.კოდებით:01.13.06.002.062; 01.13.06.002.032  რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაწილი 686 კვ.მ. ფართი.

დამატებითი   ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სს ”საქართველოს რკინიგზა”-ში.მის: ქ. თბილისი, თამარ მეფის გამზ. N15.
საკონტაქტო ტელეფონი:ინფორმაცია იჯარით  გადასაცემი ქონებისა და აუქციონის პირობების შესახებ  - 2 19 89 70;  მობ. 591 19 91 51.

აუქციონის პროცედურებთან დაკავშირებით -  2 601 601;

მოკლე აღწერილობაიჯარის საგანი - ქ. თბილისში, ვანის ქ.№1-ში არსებული, სადგურ თბილისის სატვირთოში მდებარე 245გრ.მ. №2 ამწის ლიანდაგი და ლიანდაგზე დამაგრებული საკ.კოდებით:01.13.06.002.062; 01.13.06.002.032  რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაწილი 686 კვ.მ. ფართი
პირობა

• განსაკუთრებული პირობები:

“მოიჯარე” ვალდებულია:

- ხელი არ შეუშალოს „მეიჯარის“ საოპერაციო საქმიანობას;
 - საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ლიანდაგის მოვლა-შენახვა, რემონტი, ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის  მიზნით;
 - უზრუნველყოს საიჯარო ფართის მოვლა-პატრონობა, საქართველოში მოქმედი ნორმების  და წესების მოთხოვნების, უსაფრთხოებისა და სანიტარულ-ჰიგიენური  ნორმების დაცვა;  
 - დროულად, სრულად და ჯეროვნად გადაუხადოს “მეიჯარეს” „საიჯარო ქირა“  ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და ოდენობით. 

- თუ "მეიჯარეს" საკუთარი მიზნებისათვის ესაჭიროება "იჯარის საგანი" შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან არაუმეტეს 1 თვის ვადაში უპირობოდ დაუბრუნოს "მეიჯარეს" "იჯარის საგანი".

-     „იჯარის საგანზე“ განთავსებული ამწით, სპეციალიზებული ცარიელი კონტეინერის ბმულების განფორმირება/ფორმირების მიზნით, ვაგონიდან/ვაგონზე დაცლა/დატვირთვის ოპერაციები განახორციელოს საკუთარი ძალებით, მისი თანამშრომლების მეშვეობით, ,,მეიჯარისყოველგვარი მონაწილეობის გარეშე, რკინიგზაზე მოქმედი წესების, ინსტრუქციების და პირადი უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით;

 - საკუთარი ან იჯარით აღებული სპეციალიზებული დიდტონაჟიანი კონტეინერების ნომრული სია წარუდგინოს „მეიჯარეს“ დანართის სახით, რომელიც შესაძლებელია შეიცვალოს;

”მოიჯარე” პასუხისმგებელია:

”იჯარის საგანით“ სარგებლობისას, ადამიანთა უსაფრთხოებაზე და სპეციალიზებული დიდტონაჟიანი კონტეინერების  დაცლა/დატვირთვის ოპერაციებთან დაკავშირებულ ყველა გაუთვალისწინებელ შემთხვევაზე (მიყენებულ ზიანზე);

• იჯარის ხელშეკრულების მოქმედების ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს იმავე ვადითა  და პირობებით.      

• ინტერნეტ-აუქციონის დასრულების დღიდან, 15 კალენდარულ დღეში ქონების მესკუთრესა და ინტერნეტ-აუქციონში გამარჯვებულს შორის ფორმდება ხელშეკრულება  ქონების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში, იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე, იმ პირობების გათვალისწინებით რომლის შინაარსიც გამოქვეყნებულია  ლოტის საინფორმაციო ველში (იჯარის ხელშეკრულების სტანდარტული ფორმა თან ერთვის).

  • საწყისი ფასი  წარმოადგენს ერთი თვის საწყის ”საიჯარო ქირას”დღგ-ს ჩათვლით.

;