ამობეჭდვის თარიღი: 18.07.2024 14:26:18
კატეგორია: იჯარა (მიწა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:წყალტუბოს რაიონში, სოფელ ბანოჯაში, სათაფლიის აღკვეთილის მიმდებარედ 460 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N29.03.34.050) და 431 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N29.03.34.052) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისა და წყალტუბოს რაიონში, სოფელ ყუმისთავში არსებული 1869 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 1016 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (თანდართული სიტუაციური გეგმის შესაბამისად) (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N29.04.36.326) სარგებლობის უფლებით იჯარის ფორმით გაცემა
განაცხადის #:29230BVL68482820
აუქციონის #: 29230
ლოტის #: 684828
დაწყება/დასრულება: 23/11/2020 12:00 - 03/12/2020 16:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 3000.00GEL
დასრულების დრო: 03.12.2020 16:00:00
გაყიდვის ფასი : 11000.0000 GEL
საწყისი ფასი: 10000.00 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 1000.00 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო
მისამართი: გულუას 6
ტელეფონი: 971-2752352
თვისებები
ბუნებრივი გაზი-ქვეყანასაქართველო
ქალაქიწყალტუბოწყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ქუჩა(დასახელება/ნომერი)სოფ. ბანოჯა სოფ. ყუმისთავი
მიწის ფართობი(მ²)1907საკადასტრო კოდი29.03.34.050; 29.03.34.052; 29.04.36.326
Rs რუკის მხარდაჭერა-სარგებლობაში გადაცემის ვადა20
ტელეფონის ნომერი577222364
;
აღწერილობა
აღწერილობაყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601
მოკლე აღწერილობა

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების იჯარა 

პირობა

1. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერიდან 1 (ერთი) წლის ვადაში, წყალტუბოს რაიონში, სოფელ ბანოჯაში, სათაფლიის აღკვეთილის მიმდებარედ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 460 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N29.03.34.050) და 431 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N29.03.34.052) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე და წყალტუბოს რაიონში, სოფელ ყუმისთავში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 1869 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 1016 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (თანდართული სიტუაციური გეგმის შესაბამისად) (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N29.04.36.326) არსებული ავტოსადგომების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლებელია, არ შემოიფარგლებოდეს) სათვალთვალო კამერების, ხერგილებისა (შლაგბაუმი) და განათებების მოწყობას;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად განახორციელოს არანაკლებ 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ინვესტიცია;

გ) ამ პუნქტის “ბ“ ქვეპუნქტებით ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) თვის ვადაში წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, მთლიანი საინვესტიციო თანხის (50 000) ორმოცდაათი ათასი ლარი) 10%-ის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების ვადას;

2. პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის მოცულობა დადასტურებულ უნდა იქნეს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საექსპერტო დასკვნის ან „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული აუდიტორული ფირმის მიერ გაცემული აუდიტორული დასკვნის საფუძველზე;

3. ხელშეკრულების ვადის დასრულების და/ან აუქციონში გამარჯვებულის ბრალეული ქმედების გამო ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ობიექტზე მოწყობილი ინფრასტრუქტურა ყოველგვარი ანაზღაურებისა და კომპენსაციის გადახდის გარეშე რჩება სახელმწიფო საკუთრებაში;

4. აუქციონში გამარჯვებული უფლებამოსილია სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს წინასწარი თანხმობით სარგებლობის უფლებით გადაცემულ ობიექტზე მოაწყოს დამატებითი ტურისტული ინფრასტრუქტურა;

5. საწყისი საიჯარო ქირის ოდენობა განისაზღვრა ყოველწლიურად 10 000 (ათი ათასი) ლარით (დღგ-ს ჩათვლით). ამასთან, სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტო უფლებამოსილია ყოველ 10 (ათი) წელიწადში ერთხელ მოითხოვოს საიჯარო ქირის ოდენობის გადახედვა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანოს მიერ დადგენილი ეროვნული სამომხმარებლო ფასების ინდექსის მიხედვით და გაზარდოს საიჯარო ქირა, რისთვისაც ბაზისად აღებული იქნება საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების თარიღის მაჩვენებელი;

6. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს ოდენობა განისაზღვრა 3 000 (სამი ათასი) ლარით.

7. აუქციონის ბიჯის სიდიდე განისაზღვრა 1 000 (ათასი) ლარით;

8. სარგებლობის ვადა განისაზღვრა 20 (ოცი) წლით.

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

;