ამობეჭდვის თარიღი: 24.11.2024 04:19:36
კატეგორია: აღნაგობა
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ადიგენის რაიონში, დაბა აბასთუმანში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში მდებარე, 4500 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი 64.33.01.032) (თანდართული სიტუაციური ნახაზის შესაბამისად) აღნაგობის უფლებით გაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონი
განაცხადის #:29230BVL68847020
აუქციონის #: 29230
ლოტის #: 688470
დაწყება/დასრულება: 25/12/2020 12:00 - 04/01/2021 16:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 3000.00GEL
დასრულების დრო: 04.01.2021 16:00:00
გაყიდვის ფასი : 11000.0000 GEL
საწყისი ფასი: 10000.00 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 1000.00 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო
მისამართი: გულუას 6
ტელეფონი: 971-2752352
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ბორჯომ-ხარაგაული ეროვნული პარკიქვეყანასაქართველო
ქალაქიადიგენიმიწის ფართობი(მ²)4500
საკადასტრო კოდი64.33.01.032Rs რუკის მხარდაჭერა-
სარგებლობაში გადაცემის ვადა30ტელეფონის ნომერი577222364
;
აღწერილობა
აღწერილობაყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601
მოკლე აღწერილობაადიგენის რაიონში, დაბა აბასთუმანში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში მდებარე, 4500 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი 64.33.01.032) (თანდართული სიტუაციური ნახაზის შესაბამისად) აღნაგობის უფლებით გაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონი 
პირობა

1. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია:

ა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) წლის ვადაში უზრუნველყოს ადიგენის რაიონში, დაბა აბასთუმანში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში მდებარე 4500 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი 64.33.01.032) (თანდართული სიტუაციური ნახაზის შესაბამისად) დასასვენებელი კომპლექსის მოწყობა, რომელიც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს) ოთხი ერთეული ეკო კოტეჯის, დამხამრე ნაგებობის (სათავსო) და ერთი კვების ობიექტის განთავსებას - სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებული რენდერის შესაბამისად;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით განახორციელოს არანაკლებ 300 000 (სამასი ათასი) ლარის ინვესტიცია;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) თვის ვადაში წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, მთლიანი საინვესტიციო თანხის (300 000 (სამასი ათასი) ლარი) 10%-ის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების ვადას;

დ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე უზრუნველყოს ზურმუხტის ქსელზე შეფასების დოკუმენტის მომზადება. 

2. ხელშეკრულების ვადის დასრულების და/ან მოაღნაგის ბრალეული ქმედების გამო ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ობიექტზე მოწყობილი ინფრასტრუქტურა ყოველგვარი ანაზღაურებისა და კომპენსაციის გადახდის გარეშე რჩება სახელმწიფო საკუთრებაში; 

3. პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულება დადასტურებულ უნდა იქნეს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საექსპერტო დასკვნით ან „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული აუდიტორული ფირმის მიერ გაცემული აუდიტორული დასკვნის საფუძველზე;

4. საწყისი სააუქციონო ფასი განისაზღვრა წელიწადში 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით; 

5. სასყიდლიანი აღნაგობის უფლების ვადად განისაზღვრა 30 (ოცდაათი) წელი;

6. უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობა განისაზღვრა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით („ბე“ უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ მონაწილე არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში); 

7. აუქციონის ბიჯის სიდიდე განისაზღვრა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

;