ამობეჭდვის თარიღი: 28.04.2025 16:29:45
კატეგორია: შავი მეტალი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ყურადღება!აუქციონი შეწყვეტილია განმკარგავი ორგანიზაციის ოფიციალური მომართვის საფუძველზე. შერეული შავი ლითონი [ჯართი]
განაცხადის #:136615UDY69081121
აუქციონის #: 136615
ლოტის #: 690811
რაოდენობა: 72
დაწყება/დასრულება: 20/01/2021 18:00 - 10/02/2021 18:00
ლოტის სტატუსი: შეწყვეტილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 3500GEL
მიმდინარე ფასი : 35000 GEL
საწყისი ფასი: 35000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 700 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: შპს თამ-კერა
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისის, ისანი-სამგორის რაიონში, ბ. ხმელნიცკის ქ., №181
ტელეფონი: 995-
თვისებები
ქვეყანასაქართველოქალაქითბილისი
რაოდენობა72ქუჩა(დასახელება/ნომერი)191 ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი
გადახდის პერიოდი7საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა37
შეფასების თანხა35000ზომის ერთეულიტონა
წონა(ტონა)72ტელეფონის ნომერი599374138
;
აღწერილობა
აღწერილობაყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601
მოკლე აღწერილობაყურადღება!აუქციონი შეწყვეტილია განმკარგავი ორგანიზაციის ოფიციალური მომართვის საფუძველზე. შპს "თამ-კერა" უტილიზაცია/რეალიზაციის მიზნით გადმოცემული, მის სარგებლობაში არსებულ ტერიტორიაზე, მისამართზე - ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის N 191, განთავსებული ჩამოწერილი შავი ლითონის ჯართი (საწარმოო პროცესში გამოყენებული მასალების ნარჩენები, შავი ლითონის არამასიური მეორადი ნედლეული.),  საორიენტაციო წონა - 72 ტონა.
პირობა

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

საპრივატიზებო ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხა: 35 000 ლარი.

უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობა: 3500 ლარი, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადას.

ბიჯი: 700 ლარი

ელექტრონული აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების შემძენი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ამ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.

შეძენილი ქონების საფასურის (აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი, გადახდილი „ბე“-ს გამოკლებით) გადახდის ვადა: აუქციონის დასრულებიდან- არაუმეტეს 7 კალენდარული დღე.

მყიდველი უფლებამოსილია ქონების მიღებამდე და/ან მიღების პროცესში, შპს "თამ-კერა"-ს წარმომადგენლის თანდასწრებით, მოახდინოს მისი გადაწონვა დაკალიბრებული და სერტიფიცირებული  სასწორის საშუალებით, რის შემდეგაც, საჭიროების შემთხვევაში, დაკორექტირდება სარეალიზაციოდ წარმოდგენილი ქონების ჯამური ღირებულება და მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაში შევა შესაბამისი  ცვლილება  შეთანხმების სახით. 

გადაწონვის დროს წონის ზედმეტობის შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს ზედმეტობით გამოწვეული სხვაობის ღირებულება (შესაბამისი პროპორციით) ხელშეკრულებაში - შეთანხმებით შესაბამისი ცვლილების შეტანიდან არაუგვიანეს 7 კალენდარულ დღეში და მხოლოდ ამის შემდგომ მოახდინოს ქონების გატანა. 

გადაწონვის დროს წონის ნაკლებობის შემთხვევაში, პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო ვალდებულია დაუბრუნოს წონის ნაკლებობით გამოწვეული სხვაობის ღირებულება (შესაბამისი პროპორციით) ხელშეკრულებაში - შეთანხმებით შესაბამისი ცვლილების შეტანიდან არაუგვიანეს 7 კალენდარულ დღეში. 

მყიდველი ვალდებულია ქონების გატანა განახორციელოს საკუთარი ხარჯებით. 

შეტყობინებები და ენა

ნებისმიერი შეტყობინება და მიმოწერა მხარეებს შორის უნდა განხორციელდეს წერილობით ქართულ ენაზე და გადაცემულ უნდა იქნეს პირადად, ფაქსის, შეკვეთილი წერილის, კურიერის ან ხელშეკრულებაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მისამართებზე.

მყიდველს უნდა გააჩნდეს მოქმედი ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელიც მიეთითება ხელშეკრულებაში და მასზე გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.

ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება მისი გაგზავნის მომენტიდან.

თითოეული მხარე მისამართის შეცვლის შემთხვევაში ვალდებულია აცნობოს აღნიშნულის თაობაზე მეორე მხარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ძველ მისამართზე გაგზავნილი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება.

მყიდველი ვალდებულია შეძენილი ქონების გატანა განხორციელოს ქონების საფასურისს სრულად გადახდიდან არაუგვიანეს 20 სამუშაო დღეში, 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე. (ათვლა იწყება სრულად გადახდის შემდგომი სამუშაო დღიდან).

ქონების გატანის ვადების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს - ქონების სარეალიზაციო ღირებულების 0,1%-ს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს - გადაუხდელი თანხის 0,1%-ს, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას დარღვევის გამოსწორების ვადის (რომელიც არ აღემატება 10 კალენდარულ დღეს) და პირგასამტეხლოს ოდენობის მითითებით.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად. ასეთ შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგები, პრივატიზებული ქონება უბრუნდება გამყიდველს და  სახელმწიფო ქონების შემძენს არ უნაზღაურდება საპრივატიზებო თანხა, გადახდილი თანხები და ქონებაზე გაწეული დანახარჯები.

მყიდველის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა მყიდველს არ უბრუნდება.

დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხის გადახდა არ ათავისუფლებს მყიდველს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან.

თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში რეგისტრირებული პირები რომლებმაც გადაიხადეს ბე ან/და წარმოადგინეს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.

აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდებათ აუქციონის დასრულებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში.

ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ:

ა) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;

ბ) აუქციონში გამარჯვებულმა პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხადა საპრივატიზებო საფასური;

გ) დაარღვია აუქციონში მონაწილეობის „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონით და „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესით“ დადგენილი პირობები.

ქონების შემძენს შეძენილ ქონებაზე საპრივატიზებო საფასურის გადახდამდე არ აქვს უფლება საპრივატიზებო ქონება გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს. ამასთან, ის პასუხისმგებელია საპრივატიზებო საფასურის გადახდის შემდგომ, საპრივატიზებო ქონების გამყიდველის ტერიტორიიდან ეტაპობრივი გატანის პროცესში მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.

ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების ვადა:

აუქციონის დასრულებიდან არაუმეტეს 20 კალენდარული დღე;

აუქციონში გამარჯვებულმა პირმა, აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 7 კალენდარულ დღეში უნდა წარმოუდგინოს გამყიდველს (შპს თამ-კერა-ს):

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ფიზიკური პირის შემთხვევაში);

სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა ან დაწესებულების მიერ გაცემულ სათანადო მინდობილობა, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;

სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება) ასლები  და განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედი ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში);

საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გამარჯვებულად გამოვლინდება აუქციონში მონაწილე ის პირი, რომელიც აიღებს ვალდებულებას დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში სახელმწიფო ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.

საკონტაქტო პირი ქონების დათვალიერებასთან დაკავშირებით - 599 37 41 38 ბ-ნი კობა

;