ამობეჭდვის თარიღი: 28.04.2025 21:31:23
კატეგორია: სამშენებლო მასალები
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:რკინის მილები, შველერები, კოჭები, ლითონის უნიფიცირებული ელემენტები, მეორადი კომპიუტერული ტექნიკა (დანართი #4)
განაცხადის #:28269BNT69085720
აუქციონის #: 28269
ლოტის #: 690857
დაწყება/დასრულება: 30/12/2020 17:00 - 22/01/2021 16:30
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 19000GEL
მიმდინარე ფასი : 63670 GEL
საწყისი ფასი: 63670 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 600 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისის, ისანი-სამგორის რაიონში, აეროპორტი, (აეროპორტის დასახლება)
ტელეფონი: 995-595796226
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)აეროპორტის დასახლებაბრძანების ნომერი#53 28.12.2020წ.
ქვეყანასაქართველოქალაქითბილისი
მწარმოებელიდაუდგენელიგადახდის პერიოდი30
საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა60ტელეფონის ნომერი599151908; 595796226
;
აღწერილობა
აღწერილობა

ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601

გასაყიდი ქონების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შპს ”საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ადმინისტრაციის შენობაში. საკონტაქტო ტელ: +995599151908, +995595796226.

მოკლე აღწერილობა

გასაყიდად წარმოდგენილი მოძრავი ქონება (მათ შორის: რკინის მილები, შველერები, კოჭები, ლითონის უნიფიცირებული ელემენტები, მეორადი კომპიუტერული ტექნიკა) ძირითადად მეორადი და მოძველებულია, კომპიუტერულ ტექნიკის ნაწილი არის სრულად გამოფატრული მაკომპლექტებელი დეტალებისგან და დარჩენილი მხოლოდ მათი კარკასი და არ ფუნქციონირებენ. მდგომარეობის დეტალური აღწერილობა იხილეთ ცხრილის შესაბამის პოზიციებზე

241 ფოტო სრულად იხილეთ მიმაგრებულ პდფ ფაილებში

პირობა
ობიექტის საწყისი გასაყიდი ღირებულება მოცემულია დ.ღ.გ-ს ჩათვლით.
აუქციონის ფორმით ქონების შემძენი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, პირთა გაერთიანება, სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი.
აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია საწყის გასაყიდ ღირებულებაზე ბიჯის დამატების შედეგად მაქსიმალური საფასურის შეთავაზება.
უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საბოლოო გამოსასყიდი  საფასურის გადახდის ვადას.
მყიდველი ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 1 თვის ვადაში, საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს აუქციონზე შეძენილი მოძრავი ქონების (დანართი #4) დატვირთვა, ტრანსპორტირება და განთავსების ტერიტორიიდან გატანა. თუ აუქციონში გამარჯვებული მოითხოვს დადგენილზე მეტ ვადას, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ უფლებამოსილია განსაზღვროს დამატებითი ვადა არაუმეტეს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადით. აღნიშნულ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
თუ ქონების განმკარგავმა შეცვალა აუქციონში მონაწილეობის წესი ან სხვა პირობები და განათავსა ვებ-გვერდზე, აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა.
თუ აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში რეგისტრირებული პირები არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, მათ მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება ქონების განმკარგავი სუბიექტის ბიუჯეტში.
აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე დაუბრუნდებათ აუქციონის დასრულებიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში.
აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია აუქციონის დასრულებიდან არაუმეტეს 30 დღის ვადაში, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” საბანკო ანგარიშზე გადარიცხოს ან შეიტანოს თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო საფასურს. გამარჯვებულ პირს გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობა  ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას საბოლოო საფასურის ნაწილად.
გამარჯვებულთან ნასყიდობის ხელშეკრულება იდება აუქციონის დასრულებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში. ამასთან, დადგენილ ვადაში ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, ქონების განმკარგავ ორგანოში გამოუცხადებლობა მიიჩნევა ხელშეკრულების გაფორმებაზე უარად.
აუქციონის შედეგები ძალას კარგავს და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება ქონების განმკარგავი  სუბიექტის ბიუჯეტში, თუ:
ა)დადგენილ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში;
ბ)აუქციონში გამარჯვებულის მიერ ქონების განმკარგავი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ქონების სრული საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში.
გ)იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ უზრუნველყოფს ქონების გატანას;
დ)საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი აუქციონში მონაწილეობის წესების დარღვევის შემთხვევაში.
აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების უფლება გადადის შეძენილი ქონების საფასურის გამყიდველის მიერ სააუქციონო პირობებში მითითებულ ვადაში სრულად გადახდისა და ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისთანავე.

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

;