ამობეჭდვის თარიღი: 30.04.2025 15:29:50
კატეგორია: შავი მეტალი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:შავი ლითონის ჯართი
განაცხადის #:28269BNT69086020
აუქციონის #: 28269
ლოტის #: 690860
რაოდენობა: 5
დაწყება/დასრულება: 30/12/2020 17:00 - 22/01/2021 18:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 39 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 700GEL
დასრულების დრო: 22.01.2021 18:02:00
გაყიდვის ფასი : 4150.0000 GEL
საწყისი ფასი: 2200 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 50 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისის, ისანი-სამგორის რაიონში, აეროპორტი, (აეროპორტის დასახლება)
ტელეფონი: 995-595796226
თვისებები
ბრძანების ნომერი#53 28.12.2020წ.ქვეყანასაქართველო
ქალაქიბათუმირაოდენობა5
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაგადახდის პერიოდი30
საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა60ზომის ერთეულიტონა
ტელეფონის ნომერი599151908; 595796226
;
აღწერილობა
აღწერილობაყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601
პირობა
ობიექტის საწყისი გასაყიდი ღირებულება მოცემულია დ.ღ.გ-ს ჩათვლით.
აუქციონის ფორმით ქონების შემძენი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, პირთა გაერთიანება, სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი.
აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია საწყის გასაყიდ ღირებულებაზე ბიჯის დამატების შედეგად მაქსიმალური საფასურის შეთავაზება.
უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საბოლოო გამოსასყიდი  საფასურის გადახდის ვადას.
მყიდველი ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 1 თვის ვადაში, საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს აუქციონზე შეძენილი მოძრავი ქონების დატვირთვა, ტრანსპორტირება და განთავსების ტერიტორიიდან გატანა. თუ აუქციონში გამარჯვებული მოითხოვს დადგენილზე მეტ ვადას, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ უფლებამოსილია განსაზღვროს დამატებითი ვადა არაუმეტეს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადით. აღნიშნულ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ასევე, მყიდველი ვალდებულია საკუთარი სახსრებით, კომპანიის თანამშრომლ(ებ)ის თანდასწრებით, უზრუნველყოს ლითონის ჯართის ზუსტი წონის დადგენა, სათანადო წესით დაკალიბრებული სასწორის საშუალებით და  შესაბამისი აქტ(ებ)ის გაფორმება.
აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია, აწონვის მიზნით ტერიტორიიდან ჯართის გატანამდე, აუქციონის დასრულებიდან არანაკლებ 7 და არაუმეტეს 30 დღის ვადაში, მოახდინოს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ანგარიშზე საგარანტიო თანხის დეპონირება.
 
საგარანტიო დეპონირებული თანხა უნდა შეესაბამებოდეს მყიდველის მიერ აუქციონზე დაფიქსირებულ ღირებულებას. იმის გათვალისწინებით, რომ დეპონირების ვალდებულება არ გავრცელდება ბე-ს სახით წინასწარ გადახდილი თანხის ოდენობაზე, შესაბამისად, დეპონირებული თანხის ოდენობა განისაზღვრება აუქციონზე მყიდველის მიერ დაფიქსირებული ფასისთვის ბე-ს სახით გადახდილი თანხის გამოკლების შედეგად მიღებული ოდენობით.
 
იმ შემთხვევაში, თუ მყიდველის მიერ არ მოხდება თანხის დეპონირება, ის ვალდებულია ზემოთ მითითებულ ვადაში წარმოადგინოს საბანკო გარანტია იმავე ოდენობის თანხაზე, რომელზეც გათვალისწინებულია დეპონირების ვალდებულება.
 
მყიდველს კომპანიის ანგარიშზე დეპონირებული საგარანტიო და ბეს სახით გადახდილი თანხები ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.
 
შეძენილი ქონების საბოლოო საფასური განისაზღვრება ჯართის აწონვის შედეგად დადგენილი დაზუსტებული ჯამური წონის შესაბამისად.
 
ერთეული ტონის ღირებულება დადგინდება აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო საფასურიდან, აუქციონის პირობებში მითითებული საორიენტაციო წონის პროპორციულად.
 
შესაბამისად, ქონების მიღება-ჩაბარების გაფორმებიდან  არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში, მყიდველს დაუბრუნდება ან იგი დამატებით გადაიხდის საბოლოო გამოსასყიდ და ჩათვლილ თანხებს შორის სხვაობას. წინააღმდეგ შემთხვევაში ვალდებულ მხარეს დაეკისრება გადასახდელი თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
 
თუ ქონების განმკარგავმა შეცვალა აუქციონში მონაწილეობის წესი ან სხვა პირობები და განათავსა ვებ-გვერდზე, აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა.
თუ აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში რეგისტრირებული პირები არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, მათ მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება ქონების განმკარგავი სუბიექტის ბიუჯეტში.
აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე დაუბრუნდებათ აუქციონის დასრულებიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში.
აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია აუქციონის დასრულებიდან არაუმეტეს 30 დღის ვადაში, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” საბანკო ანგარიშზე გადარიცხოს ან შეიტანოს თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო საფასურს. გამარჯვებულ პირს გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობა  ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას საბოლოო საფასურის ნაწილად.
გამარჯვებულთან ნასყიდობის ხელშეკრულება იდება აუქციონის დასრულებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში. ამასთან, დადგენილ ვადაში ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, ქონების განმკარგავ ორგანოში გამოუცხადებლობა მიიჩნევა ხელშეკრულების გაფორმებაზე უარად.
აუქციონის შედეგები ძალას კარგავს და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება ქონების განმკარგავი  სუბიექტის ბიუჯეტში, თუ:
ა)დადგენილ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში;
ბ)აუქციონში გამარჯვებულის მიერ ქონების განმკარგავი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ქონების სრული საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში.
გ)იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ უზრუნველყოფს ქონების გატანას;
დ)საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი აუქციონში მონაწილეობის წესების დარღვევის შემთხვევაში.
აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების უფლება გადადის შეძენილი ქონების საფასურის გამყიდველის მიერ სააუქციონო პირობებში მითითებულ ვადაში სრულად გადახდისა და ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისთანავე.

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

მოკლე აღწერილობა

შავი ლითონის ჯართი მიღებულია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარე მიწისქვეშა შენობის დემონტაჟის შედეგად

 პირობა: მყიდველი ვალდებულია განახორციელოს ჯართის აწონვა და აუქციონზე დაფიქსირებული ღირებულების პროპორციულად თანხის გადახდა.

;