ამობეჭდვის თარიღი: 27.09.2024 02:23:36
კატეგორია: იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ქირავდება ქ. თბილისი, წერეთლის გამზ.N142, შ/ნ N1-ის I სართულზე არსებული 20.18 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი
განაცხადის #:1JOG94321
აუქციონის #: 1
ლოტის #: 943
დაწყება/დასრულება: 18/01/2021 15:30 - 28/01/2021 17:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 180.00GEL
დასრულების დრო: 28.01.2021 17:00:00
გაყიდვის ფასი : 180.0000 GEL
საწყისი ფასი: 160 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 20.00 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია“
მისამართი: კოსტავას ქ. #70
ტელეფონი: 995-2226533
თვისებები
გათბობა-აივანი-
ლოჯი-TV-
ცხელი წყალი-კვადრატულობა(მ²)20.18
წყალი და კანალიზაცია-ტელეფონი-
ინტერნეტი-პარკირება-
ლიფტი-ბუხარი-
ბრძანების ნომერითანხმობა N15/66698შენობის ფართობი(მ²)20.18
საკადასტრო კოდი01.13.04.017.037.01.518Rs რუკის მხარდაჭერა-
ელექტრო მომარაგება-ბუნებრივი გაზი-
ქვეყანასაქართველოქალაქითბილისი
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ა. წერეთლის გამზ. N142შენობის პროექტიარასტანდარტული
შენობის მდგომარეობასარემონტოსათავსო-
გადახდის პერიოდი7ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
სარგებლობაში გადაცემის ვადა3 წელიტელეფონის ნომერი2226533
;
აღწერილობა
აღწერილობაყურადღება! 

იჯარის ვადა განისაზღვრება 3 (სამი) წლით.

აუქციონის დასრულებამდე ქონების დათვალიერება შესაძლებელია შპს ,,აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიასთან" შეთანხმებით;
აღნიშნულ ლოტზე ვაჭრობის განსახორციელებლად საჭიროა საგარანტიო თანხის გადახდა 180 (ასოთხმოცი) ლარის ოდენობით.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
(+995 32) 222 65 33; (+995) 599 320 316 
მოკლე აღწერილობა

ქირავდება ქ. თბილისი, ა. წერეთლის გამზ. N142-ში მდებარე შ/ნ N1-ში, I სართულზე არსებული 20,18 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი  (ს/კ 01.13.04.017.037.01.518). 

ერთი თვის საწყისი (ყოველთვიური) საიჯარო ღირებულება შეადგენს - 160 (ასსამოცი) ლარს, ბიჯი - 20 (ოცი) ლარი, საგარანტიო თანხა ბე - 180 (ასოთხმოცი) ლარი. იჯარის ვადა 3 (სამი) წელი. 

პირობა

1) ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობაა საგარანტიო თანხის შეტანა ანგარიშზე, www.eauction.ge- წესების შესაბამისად და შპსაქტივების მართვისა და განვითარების კომპანიისმიერ დადგენილი ოდენობით;

2) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია, აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში გადაიხადოს აუქციონის საბოლოო შედეგით დაფიქსირებული ერთი თვის საიჯარო ქირა, რომელიც მიმართული იქნება საიჯარო ვადის ბოლო თვის ანგარიშში;

3)საგარანტიო(ბე)-   სახით გადახდილი თანხა მიემართება პირველი თვის საიჯარო  ქირის ანგარიშში, იმ შემთხვევაში, თუ საგარანტიო თანხა (ბე) საკმარისი არ იქნება  პირველი თვის საიჯარო ქირის დასაფარად, აუქციონში გამარჯვებული პირი  ვალდებულია აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთ) საბანკო დღის ვადაში დაფაროს დარჩენილი საიჯარო ქირის ნაწილი;

4) ელ-აუქციონში მონაწილეობის მსურველ პირს უფლება აქვს, სამუშაო საათებში დაათვალიეროს გასაიჯარებელი ფართი მესაკუთრესთან შეთანხმებით (ინფორმირებით);

5) ელ. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია, აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში გააფორმოს იჯარის ხელშეკრულება, ამ ვადაში, საიჯარო ქირის (პირველი და ბოლო თვის საიჯარო ქირა სრულად) გადაუხდელობის, ან/და ხელშეკრულების არ გაფორმების შემთხვევაში,  აუქციონის შედეგები უქმდება, ხოლო გადახდილი საგარანტიო თანხა (ბე) უკან აღარ ბრუნდება;

6)   საიჯარო ხელშეკრულებით დადგინდება ყოველთვიური საიჯარო ქირის გადახდის თარიღი, რომელიც იქნება მიმდინარე თვის საიჯარო ქირა, თუ გადახდის თარიღი აღემატება ყოველი თვის 5 რიცხვს, საიჯარო ქირა ჩაითვლება მომდევნო თვის გადასახდელად, ასეთ შემთხვევაში, პირველი თვის საიჯარო ქირის გადახდისას, გადახდის დღემდე წარმოქმნილი სხვაობა უნდა დაფაროს აუქციონში გამარჯვებულმა პირმა საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებამდე;

7) იჯარის ხელშეკრულებით დადგენილი საიჯარო ქირის გადახდის თარიღის ვადაგადაცილების შემთხვევაში, მეიჯარეს უფლება აქვს მოიჯარის მიერ გადახდილი საიჯარო ვადის ბოლო თვის საიჯარო ქირიდან დაქვითოს თანხა საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დასაფარად, ასეთ შემთხვევაში მოიჯარემ, მეიჯარის შესაბამისი შეტყობინების შემდეგ უნდა შეავსოს  საიჯარო ვადის ბოლო თვის საიჯარო ქირის დანაკლისი;

8) მეიჯარე უფლებამოსილია ყოველწლიურად გადახედოს საიჯარო ქირის ოდენობას;

9)   საიჯარო ქირაში არ შედის კომუნალური გადასახადები, რომლის გადახდის წესი და პირობები განისაზღვრება იჯარის ხელშეკრულებით

10) აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია, იჯარის ხელშეკრულების გაფორმებამდე, მეიჯარეს მიაწოდოს ინფორმაცია (პირის იდენტიფიცირებისთვის საჭირო მონაცემები) იმ პირთა შესახებ, ვინც მასთან ერთად ისარგებლებს, ან შესაძლოა ისარგებლოს იჯარით აღებულ უძრავ ქონებაში. ამასთან უნდა განაცხადოს, რომ ვინც მასთან ერთად აპირებს სარგებლობას, არ გააჩნია საიჯარო ფართის მესაკუთრის მიმართ დავალიანება;

11) კომპანია არ გააფორმებს ხელშეკრულებას და დაუბრუნებს გადახდილ საგარანტიო თანხას აუქციონში გამარჯვებულ პირს, რომელსაც აქვს დავალიანება კომპანიის მიმართ და არ დაფარავს აღნიშნულ დავალიანებას აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს სამი საბანკო დღის ვადაში;

12) აუქციონში გამარჯვებულ პირთან  საიჯარო ხელშეკრულება არ გაფორმდება, თუ:

) აუქციონში გამარჯვებულ პირს უძრავი ქონების მესაკუთრის მიმართ გააჩნია დავალიანება;

) აუქციონში გამარჯვებული პირის ოჯახის წევრს უძრავი ქონების მესაკუთრის მიმართ გააჩნია დავალიანება (წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისათვის ოჯახის წევრად იგულისხმება აუქციონში გამარჯვებულ პირთან  მუდმივად მცხოვრები ნებისიერი პირი, რომელიც მასთან ერთად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას);

) აუქციონში გამარჯვებული იურიდიული პირი სამართლებრივად დაკავშირებულია პირთან, რომელსაც უძრავი ქონების მესაკუთრის მიმართ გააჩნია დავალიანება (ამ ხელშეკრულების მიზნებისათვის აუქციონში გამარჯვებულ იურიდიულ პირთან სამართლებრივად დაკავშირებულ პირად ითვლება ის პირი, რომელიც თვითონ, ან მისი ოჯახის რომელიმე წევრი რაიმე ფორმით ახორციელებს ხელმძღვანელობით, ან წარმომადგენლობით საქმიანობას ამ იურიდიულ პირში (უშუალოდ ან წარმომადგენლის მეშვეობით), თვითონ ან/და მისი ოჯახის წევრი ფლობს ამ იურიდიული პირის წილებს, აქციებს, პაის, ან ამ იურიდიულ პირში არის კომანდიტი, კომპლიმენტარი, მეპაიე); 

ზემოხსენებულ შემთხვევებში, აუქციონში გამარჯვებულ პირთან შესაძლებელია გაფორმდეს საიჯარო ხელშეკრულება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს სამი საბანკო დღის ვადაში დაფარული იქნება დავალიანება.

13)  მეიჯარეს უფლება აქვს, უარი უთხრას მოიჯარეს ქონების ქვეიჯარით გადაცემაზე, თუ ქვემოიჯარე წარმოადგენს მეიჯარისთვის არასასურველ პირს, ან გაიჯარებული უძრავი ქონება ზედმეტად გადაიტვირთა, ან თუ სხვა მიზეზების გამო მეიჯარისთვის მიუღებელია ქვეიჯარით გაცემა;

14) უძრავი ქონების მესაკუთრეს უფლება აქვს  ნებისმიერ დროს, დაუყოვნებლივ, ცალმხრივად მოშალოს საიჯარო ხელშეკრულება, თუ:

) ადგილი ექნება საიჯარო ქონებით ისეთი პირის მიერ სარგებლობას, ვისაც კომპანიის მიმართ პირადად გააჩნია დავალიანება, ან არსებობს ამ პირობების მე-10 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ნებისმიერი გარემოება.

) მოიჯარისმიერხელშეკრულებითნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულების გამო;

)  საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;

15) იჯარის ხელშეკრულების ვადამდე მოშლა დასაშვები იქნება სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულისააგენტოს“, ან მისი უფლებამონაცვლის მიერ აღნიშნული ქონების საწარმოს კაპიტალიდან ამოღების, ან მესაკუთრის მიერ მოშლის თაობაზე ცალმხრივი ნების გამოვლენის შემთხვევაში. იჯარის ხელშეკრულებისდასახელებული საფუძვლით მოშლის ვადა უნდა განისაზღვროს მოშლის თაობაზე შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან არაუმეტეს ორი თვის ოდენობით;

16) მოიჯარის, ან მასთან დაკავშირებული პირის მიერ, საიჯარო ფართით სარგებლობის პერიოდში, სარგებლობით გამოწვეული დაზიანებებისა თუ ხარვეზების აღმოფხვრის ვალდებულება ეკისრება მოიჯარეს.

17) „კოვიდ-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით მოიჯარე ვალდებულია, ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისას, გაითვალისწინოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები  და გამოიყენოს ყველა შესაძლო ღონისძიება კორონავირუსის თავიდან ასაცილებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისმგებლობა მთლიანად დაეკისრება მოიჯარე მხარეს“.

;