|
![]() |
კატეგორია:
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:დუშეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შპს ,,საფეხბურთო კლუბი არაგვი."
განაცხადის #:30367AZS69778721 აუქციონის #: 30367 ლოტის #: 697787 დაწყება/დასრულება: 17/03/2021 14:00 - 07/04/2021 15:00 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 7 ბიჯი საგარანტიო თანხა: 5000GEL
დასრულების დრო: 07.04.2021 15:04:00
გაყიდვის ფასი : 57400.0000 GEL
საწყისი ფასი: 48300 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 1300 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: თვითმმართველი თემი - დუშეთის მუნიციპალიტეტი მისამართი: დუშეთის რაიონში / სტალინის #27 ტელეფონი: 971- |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | რუსთაველის N27 | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | დუშეთი | ბრძანების ნომერი | 629/ს | Rs რუკის მხარდაჭერა | - | წილის პროცენტი | 100 | გადახდის პერიოდი | 30 | ტელეფონის ნომერი | 595220197 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | სარეალიზაციოდ წარმოდგენილია დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული შპს "საფეხბურთო კლუბი არაგვის" 100 % წილი. საიდენტიფიკაციო კოდი 429323314. 2021 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით შპს "საფეხბურთო კლუბი არაგვის" საბალანსო უწყისის მიხედვით კომპანიას ერიცხება სულ აქტივები 5846 ლარი. მათ შორის: სულ მიმდინარე აქტივები 4753 ლარი, კერძოდ: ფულადი სახსრები და ფულადი სახსრების ექვივალენტები 5 ლარი, მატერიალური მარაგები 4748 ლარი. სულ გრძელვადიანი აქტივები ძირითადი საშუალებების სახით 1093 ლარი. რაც შეეხება ვალდებულებებს, კომპანიას გრძელვადიანი ვალდებულებები არ ერიცხება, ხოლო მიმდინარე ვალდებულებები ერიცხება სულ 191195 ლარი კერძოდ: ბანკის და სხვა სესხები 45000 ლარი, ვალდებულებები თანამშრომლების მიმართ 100878 ლარი, საშემოსავლო გადასახადის ვალდებულება 28519 ლარი, დარიცხული ვალდებულებები და გადავადებული შემოსავალი 5193 ლარი, სხვა მიმდინარე ვალდებულებები 11605 ლარი. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად 2020 წლიდან კლუბი იმყოფება ლიგა 3-ში და ფინანსდება ა(ა)იპ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდიდან, შესაბამისად 2021 წელს ფონდიდან მისაღები საბაზისო დაფინანსება შეადგენს 250000 ლარს. შპს "საფეხბურთო კლუბი არაგვს" უძრავი ქონება არ გააჩნია. ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601 |
მოკლე აღწერილობა | სარეალიზაციოდ წარმოდგენილია დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული შპს "საფეხბურთო კლუბი არაგვის" 100 % წილი. საიდენტიფიკაციო კოდი 429323314. შპს "საფეხბურთო კლუბი არაგვის" ღირებულება შეფასების დასკვნის თანახმად 2021 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით შეადგენს 48296 ლარს.
|
პირობა | შპს "საფეხბურთო კლუბი არაგვის" შემძენი ვალდებულია საფეხბურთო კლუბს 5 წლის განმავლობაში შეუნარჩუნოს დასახელება საფეხბურთო კლუბი ,,არაგვი". შპს "საფეხბურთო კლუბი არაგვის" რეგისტრაციასთან დაკავშირებული ყველანაირი ხარჯის ანაზღაურება ეკისრება აუქციონში გამარჯვებულს. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 15 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდის ვადას; თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც გადაიხადეს ბე ან წარადგინეს/გაააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ, გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. უპირობო, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი დგება აუქციონის დასრულებისთანავე; ოქმი არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება, რომელიც შეიცავს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება-მოვალეობებს. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის საფუძველზე 15 კალენდარული დღის ვადაში ფორმდება დუშეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და დუშეთის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს შორის წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, იხდის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრულ ღირებულებას. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენმა ოქმსა და ხელშეკრულებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უნდა შეიტანოს თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ ელექტრონულ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს ან/და საგარანტიო თანხას/ბეს და სრული ღირებულების ოდენობას შორის არსებულ სხვაობას. ელექტრონული აუქციონის შედეგები გაუქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამრჯვებულის მიერ გადახდილი, საგარანტიო თანხა ,,ბე" სრულად ჩაირიცხება დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში თუ, : ა) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა. ბ) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა, აუქციონატორის მიერ, განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხადა დუშეთის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულება. ასეთ შემთხვევაში აუქციონის მონაწილემ დაარღვია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის #669 დადგენილებით დამტკიცებული ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობის და მართვის უფლებით გადაცემის საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესებით" განსაზღვრული პირობები. აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |