ამობეჭდვის თარიღი: 22.11.2024 14:26:13
კატეგორია: არასასოფლო მიწა შენობით
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე N60ა-ში (ნაკვ. 13/043) / ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე N60-ში მდებარე 8350.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1-N8 შენობა-ნაგებობები. ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე N60ა-ში (ნაკვ. 13/043) / ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე N60-ში მდებარე 11701.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1-N15 შენობა-ნაგებობები. ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე N60-ში მდებარე 582.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1, N2 (ნაგებობა) და N3 შენობა-ნაგებობები
განაცხადის #:298BV121
აუქციონის #: 298
ლოტის #: 1
საქმის ნომერი: 2021032972606
დაწყება/დასრულება: 30/03/2021 11:00 - 15/04/2021 17:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 3980000GEL
მიმდინარე ფასი : 39800000 GEL
საწყისი ფასი: 39800000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 50000 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო”
მისამართი: თბილისი, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზირი #49ა.
ტელეფონი: 995-1420
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N60ა (ნაკვ. 13/043) / ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N60;ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N60ა (ნაკვ. 13/043) / ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N60;ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N60საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა77
გადახდის პერიოდი60ბუნებრივი გაზი-
ელექტრო მომარაგება-წყალი და კანალიზაცია-
Rs რუკის მხარდაჭერა-საკადასტრო კოდი01.16.05.013.049; 01.16.05.013.054; 01.16.05.013.055
ბრძანების ნომერი1/1-1168საქმის ნომერი2021032972606
ქალაქითბილისიქვეყანასაქართველო
ქონების ტიპიუძრავი ქონებატელეფონის ნომერი2981111
;
აღწერილობა
აღწერილობა

01.16.05.013.049 https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFFMzcR87pMCUC[69LFKlPydvDZPpsQgBLWpStKuKxB3m;

https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFEjNVnzccbL5HrRB0AZkxikMyIiU5jiU4113kGMtpgd];

01.16.05.013.054 https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFE68rb[J3jiCsVolxxEEh[NxGtDqBz86hHuaPfGIBTsu;

https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFFibFUNDhV5SfG51zVtYlME0TeID3PdpOI0eHSwqqPsq;

01.16.05.013.055 https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFMRGJnX6BQy0gQEaw9t]yGxTWF8NFa3tgj5SjQbGQlhF;

https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFI4ZumHI5RrMcWH0xMHOThhlTkcqHefYHKW7cBnS[nJj.

შენიშვნა: ა) საპრივატიზებო ობიექტებზე განთავსებული მოძრავი ქონება არ წარმოადგენს პრივატიზების საგანს ;ბ)ფუნქციური ზონირების შესახებ ინფორმაცია იხილეთ www.tas.ge გ) საპრივატიზებო მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი N01.16.05.013.055) განთავსებულია  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობები;დ) საპრივატიზებო მიწის ნაკვეთები მდებარეობს დედაქალაქის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, შესაბამისად ტერიტორიის განვითარების კონცეფციის ესკიზი (პროექტი) უნდა შეთანხმდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსთან (იხილეთ დანართი -  არქიტექტურის სამსახურის წერილი);ე) საპრივატიზებო მიწის ნაკვეთიდან (საკ. კოდი 01.16.05.013.054) 448.00 კვ.მ-ზე და 599.00 კვ.მ-ზე ვრცელდება სერვიტუტის უფლება;ვ) საპრივატიზებო მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი N01.16.05.013.055) გადის სს „სილქნეტის“ საკუთრებაში არსებული N01.00.336 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული  ხაზოვანი ნაგებობა (საკომუნიკაციო ნაგებობა).

ყურადღება!

  • აუქციონის დასრულებამდე ქონების დათვალიერება შესაძლებელია პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით;
  • ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ბეს (საგარანტიო თანხის) გადახდა შესაძლებელია:
    • ნაღდი ანგარიშსწორებით  სს  ,, ლიბერთი ბანკში”
    • ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით
    • ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით
  • მყიდველი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად მიმართოს სსიპ სახელმწიფო  ქონების  ეროვნული  სააგენტოს იურიდიულ  დეპარტამენტს  აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის  ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგი.
  • დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე : (+995) 32  2  981-111 (სსიპ  ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო”)   (+995) 32  2  601 601 (www.eauction.ge).
  • აუქციონის გამოცხადების შესახებ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ შესაბამისი ბრძანება იხილეთ თანდართული ფაილის სახით.
  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანების მე-4 მუხლის შესაბამისად კანონით დადგენილ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში ელექტონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდილი "ბე"-ს (საგარანტიო) თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.

პირობაა) საპრივატიზებო თანხის გადახდა  ელექტრონული  აუქციონის დასრულებიდან 2 (ორი) თვის  ვადაში;


ბ) პირადად ან მესამე პირის მეშვეობით  შესაბამისი  ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან  არაუმეტეს 48 (ორმოცდარვა) თვის ვადაში  საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე ან  მის ნაწილზე კომპლექსის  (რაც უნდა მოიცავდეს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს), სასტუმროს ან/და კომერციული დანიშნულების ფართ(ებ)ს ან/და საოფისე დანიშნულების ფართ(ებ)ს) შექმნის მიზნით სამშენებლო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელება (რაც შეიძლება მოიცავდეს უძრავი ქონების ნაწილის შესაბამისი კომპეტენტური ორგანო(ები)ს თანხმობით განხორციელებულ დემონტაჟს, უძრავი ქონების ან  მისი ნაწილის შემოღობვას,  გამწვანებას, გარე განათების მოწყობას), შესაბამისი შენობა-ნაგებობ(ებ)ის ექსპლუატაციაში მიღება და კომპლექსის ფუნქციონირების დაწყება.


გ) პირადად ან  მესამე პირის მეშვეობით „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით არანაკლებ  40 000 000 (ორმოცი მილიონი) ლარის ინვესტიციის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) განხორციელება;


დ) შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან  არაუმეტეს 3 (სამი) თვის ვადაში სსიპ  - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შესაბამისი საპრივატიზებო უძრავი ქონების თაობაზე ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულების გაფორმება.


მყიდველი  ვალდებულია   „ა-დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საპრივატიზებო  პირობების  შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე  სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში“   წარმოადგინოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკის მიერ გაცემული  ,,გ“ ქვეპუნქტით  განსაზღვრული  საინვესტიციო თანხის 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც  არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს  ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას.


მოკლე აღწერილობა 

8350.00 კვ.მ.  არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების  მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1-N8 შენობა-ნაგებობები.11701.00 კვ.მ.  არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების  მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1-N15 შენობა-ნაგებობები. 582.00 კვ.მ.  არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების  მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1, N2 (ნაგებობა) და N3 შენობა-ნაგებობები.

ობიექტის შესაძლო, სამომავლო განვითარების პროფილი-მრავალფუნქციური

;