|
დასახელება:რკინის მილები, შველერები, კოჭები, ლითონის უნიფიცირებული ელემენტები, მეორადი კომპიუტერული ტექნიკა
განაცხადის #:28269BNT70225621
აუქციონის #: 28269
ლოტის #: 702256
დაწყება/დასრულება: 05/04/2021 18:15 - 12/04/2021 17:00
დასრულების დრო:
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა:
16000GEL
დასრულების დრო: 12.04.2021 17:00:00
გაყიდვის ფასი :
52530.0000 GEL
საწყისი ფასი: 51930 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 600 GEL
|
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისის, ისანი-სამგორის რაიონში, აეროპორტი, (აეროპორტის დასახლება)
ტელეფონი: 995-595796226
|
აღწერილობა | გასაყიდად წარმოდგენილია მოძრავი ქონება, მათ შორის: რკინის მილები, შველერები, კოჭები, ლითონის უნიფიცირებული ელემენტები, მეორადი კომპიუტერული ტექნიკა. რკინის მილები, შველერები, კოჭები კარგ მდგომარეობაში. კომპიუტერული ტექნიკა ძირითადად მეორადი და მოძველებულია, ნაწილი არის სრულად გამოფატრული მაკომპლექტებელი დეტალებისგან და დარჩენილია მხოლოდ მათი კარკასი, არ ფუნქციონირებენ. მდგომარეობის დეტალური აღწერილობა იხილეთ დანართი #1-ის შესაბამის პოზიციებზე |
ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601
|
მოკლე აღწერილობა | 241 ფოტო სრულად იხილეთ მიმაგრებულ პდფ ფაილებში გასაყიდი ქონების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შპს ”საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ადმინისტრაციის შენობაში. საკონტაქტო ტელ: +995599151908, +995595796226. |
|
პირობა | საწყისი ღირებულება მოცემულია დღგ-ს ჩათვლით. აუქციონის ფორმით ქონების შემძენი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, პირთა გაერთიანება, სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი. აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია საწყის გასაყიდ ღირებულებაზე ბიჯის დამატების შედეგად მაქსიმალური საფასურის შეთავაზება. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საბოლოო გამოსასყიდი საფასურის გადახდის ვადას. მყიდველი ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 1 თვის ვადაში, საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს აუქციონზე შეძენილი მოძრავი ქონების (დანართი #1) დატვირთვა, ტრანსპორტირება და განთავსების ტერიტორიიდან გატანა. თუ აუქციონში გამარჯვებული მოითხოვს დადგენილზე მეტ ვადას, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ უფლებამოსილია განსაზღვროს დამატებითი ვადა არაუმეტეს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადით. აღნიშნულ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. თუ ქონების განმკარგავმა შეცვალა აუქციონში მონაწილეობის წესი ან სხვა პირობები და განათავსა ვებ-გვერდზე, აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა. თუ აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში რეგისტრირებული პირები არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, მათ მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება ქონების განმკარგავი სუბიექტის ბიუჯეტში. აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე დაუბრუნდებათ აუქციონის დასრულებიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია აუქციონის დასრულებიდან არაუმეტეს 30 დღის ვადაში, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” საბანკო ანგარიშზე გადარიცხოს ან შეიტანოს თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო საფასურს. გამარჯვებულ პირს გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობა ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას საბოლოო საფასურის ნაწილად. გამარჯვებულთან ნასყიდობის ხელშეკრულება იდება აუქციონის დასრულებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში. ამასთან, დადგენილ ვადაში ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, ქონების განმკარგავ ორგანოში გამოუცხადებლობა მიიჩნევა ხელშეკრულების გაფორმებაზე უარად. აუქციონის შედეგები ძალას კარგავს და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება ქონების განმკარგავი სუბიექტის ბიუჯეტში, თუ: ა)დადგენილ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში; ბ)აუქციონში გამარჯვებულის მიერ ქონების განმკარგავი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ქონების სრული საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში. გ)იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ უზრუნველყოფს ქონების გატანას; დ)საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი აუქციონში მონაწილეობის წესების დარღვევის შემთხვევაში. |
აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების უფლება გადადის შეძენილი ქონების საფასურის გამყიდველის მიერ სააუქციონო პირობებში მითითებულ ვადაში სრულად გადახდისა და ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისთანავე.
აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას. |