ამობეჭდვის თარიღი: 17.05.2025 05:12:20
კატეგორია: სასოფლო მიწა
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში "ჭინჭარაული" მდებარე სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი
განაცხადის #:29800BXS70458021
აუქციონის #: 29800
ლოტის #: 704580
დაწყება/დასრულება: 19/04/2021 16:00 - 29/04/2021 16:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 62000GEL
მიმდინარე ფასი : 206333 GEL
საწყისი ფასი: 206333 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 20000 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: თვითმმართველი ერთეული ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მისამართი: ბაღდათის რაიონში / წერეთლის 9
ტელეფონი: 971-598923406
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)სოფელი ვარციხე ("ჭინჭარაული")ბრძანების ნომერი41 358 15/04/2021 წ.
ქვეყანასაქართველოქალაქიბაღდათი
მიწის ფართობი(მ²)206333საკადასტრო კოდი30.01.36.027
Rs რუკის მხარდაჭერა-წყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ბუნებრივი გაზი-
გადახდის პერიოდი30ტელეფონის ნომერი598389898
;
აღწერილობა
აღწერილობა

საპრივატიზებოდ წარმოდგენილია  ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში "ჭინჭარაული"  30.01.36.027 საკადასტრო კოდზე მდებარე 206 333.0 კვ.სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი

აუქციონში გამარჯვებულმა პირმა საპრივატიზებო თანხა უნდა გადაიხადოს აუქციონის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

შენიშვნა: საპრივატიზებო მიწის ნაკვეთს კვეთს აჯამეთის სარწყავი სისტემის (ს/კ 32.00.072) გამანაწილებელი არხი, რომლის გასხვისების ზოლია არხის კიდიდან ორივე მხარეს 6-6 გრძივი მეტრი (საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 30.06.2003წ. №19 „სამელიორაციო სისიტემების ნაგებობებისათვის მიწის ზოლებისა და ნაკვეთების მიჩენაგასხვისების სამშენებლო ნორმების დამტკიცების შესახებ“ ბრძანების შესაბამისად). აღნიშნულიდან გამომდინარე, ქონების შემძენის მიერ დაცული უნდა იქნას არხის გასხვისების ზოლები. ასევე დაცული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 31.12.2013წ. №409 და №440 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, რათა ხელი არ შეეშალოს სამელიორაციო სისტემის გამართულ ტექნიკურ ექსპლუატაციას.

აუქციონში გამარჯვებულ პირს აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადახდილი საგარანტიო თანხა ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

ელექტრონული აუქციონის შედეგები გაუქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი/გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ჩაირიცხება ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, თუ:

ა) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა, ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;
ბ) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა დადგენილ ვადაში, სრულად არ გადაიხადა აუქციონზე შეძენილი ქონების სრული ღირებულება;

თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც გადაიხადეს ბე ან წარმოადგინეს/გაააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში (არ დადებენ ბიჯს), ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ გადახდილი ბე ან წარდგენილი/ გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიას.

მისამართი ქ. ბაღდათი, წერეთლის ქ. N 9

ტელ. 598389898

პირობა

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601

;